ქუნციუ (崑曲/昆曲) ჩინური ოპერის ერთ-ერთი უძველესი მიმდინარეობაა, რომელიც დღემდე სრულდება. იგი მინგის დინასტიის დროს (XIV-XVII საუკუნეები) სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთის სუჭოუს რეგიონში განვითარდა, უფრო კონკრეტულად, ფესვებს ქალაქ ქუნშანში იღებს. ახასიათებს დინამიური სტრუქტურა და მელოდიურობა. აერთიანებს სიმღერას, ქორეოგრაფიას, აკრობატიკისა და სიმბოლური ჟესტების კომპლექსურ სისტემას.
2008 წელიდან იუნესკოს მიერ კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაშია შეტანილი.
28 აპრილიდან 3 მაისამდე, პეკინში, Tianqiao Performing Arts Center-ში ქუნციუს ოპერის დასი Jiangsu Performing Arts Group ხელოვნების ამ უძველესი ფორმის ერთკვირიან პერფორმანსს გამართავს.
წარმოდგენები ქუნციუს ოპერის მნიშვნელოვან სპექტაკლებს მოიცავს, მათ შორისაა ცინგის დინასტიის (1644-1911) პერიოდის ქუნცუს ოპერის კლასიკურ ნაწარმოებზე დაფუძნებული “პეპლის სიზმარი”, რომელიც ახლებურად შესრულება. ეს უკანასკნელი მოგვითხრობს ძველი ჩინელი ფილოსოფოსისა და ტაოისტი ოსტატის ჭუანგწს ისტორიას, რომელსაც ცოლის ერთგულებაში ეჭვი შეაქვს და ცდილობს მისი სიყვარული გამოცადოს. წარმოდგენილი იქნება ტრადიციული ჩინური ანეკდოტებისა და მოთხრობების კრებულის “shi Shuo Xinyu-ს” ადაპტირებული ვერსია “სიეს ისტორია”; და თანამედროვე ქუნციუს ოპერის ნაწარმოები “Qu Qiubai”, რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერისა და რევოლუციონერი გმირის ცუს (1899-1935) ცხოვრებას ეფუძნება.
სპექტაკლებში მონაწილეობას მიიღებენ მრავალი ჯილდოს მფლობელი მსახიობები, როგორებიც არიან Li Hongliang და Kong Aiping.