მარტი26 , 2023
"ჩინეთის ექსპერტი 2017"ჩინეთის ისტორია: შანგის დინასტია

[:ka]ჩინეთის ისტორია: შანგის დინასტია[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

სიას შემდგომ იყო შანგის დინასტია, რომელიც თარიღდება ძვ.წ. 1600 – ძვ.წ. 1046 წლებით. შანგის იმპერია არის პირველი ჩინური სახელმწიფო წარმონაქმნი, რომლის არსებობაც დასტურდება არა მხოლოდ არქეოლოგიური მასალებით, არამედ ზეპირი და წერილობით წყაროებითაც. ამ დინასტიის ნაშთები გვაძლევს ჩინური დამწერლობის ყველაზე ადრინდელ და სრულყოფილ ნიმუშებს, რომლებიც შესრულებულია კუს ბაკანსა და ცხოველების ძვლებზე.

შანგის დინასტიის დროს გახშირებული იყო მონებით ვაჭრობა, რადგან მმართველი კლასი მონათმფლობელებისგან შედგებოდა. ვასალებს შეეძლოთ მიწების გარკვეული ნაწილი ემართათ, თუმცა სანაცვლოდ მეფისთვის ხარკის გადახდა და ომის დროს ჯარისკაცების გამოყვანა ევალებოდათ.

შანგის ხალხს სჯეროდა ადამიანების მსხვერპლთშეწირვის და მონებს ხშირად სწორედ ამისთვის იყენებდნენ. თუ მეფე მოკვდებოდა, ას მონაზე მეტი შეუერთდებოდა მას სამარხში. ზოგიერთებს ჯერ თავს აჭრიდნენ და შემდეგ სამარხში  ყრიდნენ, ზოგს კი პირდაპირ ცოცხლად მარხავდნენ. მსხვერპლთშეწირვას მიმართავდნენ ასევე სხვადასხვა რიტუალებისა და ცერემონიების დროს.

ამ დინასტიას ჰქონდა საკმაოდ უცნაური პატრილინიარული სისტემა, იმის მაგივრად რომ მამას შვილისთვის დაეტოვებინა ტახტი, მეფის წოდება გადადიოდა უფროსი ძმიდან უმცროსზე. ხოლო იმ შემთხვევებში, თუ ყველაზე უმცროსი ძმა გარდაიცვლებოდა, მაშინ ტახტზე ადიოდა ასაკით ყველაზე დიდი ბიძაშვილი ან მამიდაშვილი, რომელიც აუცილებლად მამრობითი სქესის უნდა ყოფილიყო.

გათხრების შედეგად ნაპოვნია იეროგლიფური წარწერები კუს ბაკანსა და ცხოველის ძვლებზე, აგრეთვე ბრინჯაოზე, ნეფრიტზე, კერამიკასა და ქვის ნაწარმზე. დიდი აღმოჩენები გაკეთდა შანგის დინასტიის დედაქალაქის – ინის ტერიტორიაზე (თანამედროვე ქ. ანიანგი), რომელიც თანამედროვე ხენანის პროვინციაში მდებარეობს. უძველესი ქალაქი შედის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში​​.

 [:]

უახლესი სტატიები

Huawei-მ ჩიპებში EDA ინსტრუმენტები დანერგა

Huawei Technologies Co-მა განაცხადა, რომ შიდა პარტნიორებთან თანამშრომლობის მეშვეობით კომპანიამ წარმატებით შეიმუშავა ელექტრონული დიზაინის ავტომატიზაცია, იგივე EDA ინსტრუმენტები, 14...

ჩინელმა მკვლევარებმა ბიოდეგრადირებადი, გადამუშავებადი მინა შექმნეს

ჩინელმა მატერიალურმა მეცნიერთა ჯგუფმა მინის ბიოდეგრადირებადი და გადამუშავებადი ფორმა შექმნა, რომელიც კომერციალიზაციის შემთხვევაში მომავალში მდგრად ეკონომიკას შეუწყობს ხელს. მინა ადამიანის...

ჩინეთი კიბერუსაფრთხოების სექტორს აძლიერებს

ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე-14 ეროვნული კომიტეტის წევრის თქმით, ჩინეთის კიბერუსაფრთხოების სექტორმა უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა სტრატეგიულად უპირატესი...

ჩინეთის ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ სესიის მეორე პლენარული სხდომა გამართა

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) პირველმა სესიამ სამშაბათს (7 მარტს) პლენარული სხდომა გამართა, რათა მოესმინა მე-13 NPC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის,...

ჩინეთი უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს

ჩინეთი აპირებს დააჩქაროს ძალისხმევა მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა და გამოყენების მიზნით, განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა მთავრობის სამუშაო ანგარიშში,...

ჩინეთი 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები