სექტემბერი26 , 2023
კულტურადღესასწაულებიშემოდგომის ფესტივალის 10 ყველაზე პოპულარული ტრადიცია

[:ka]შემოდგომის ფესტივალის 10 ყველაზე პოპულარული ტრადიცია[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

შემოდგომის ფესტივალი ჩინური ახალი წლის შემდეგ მეორე ყველაზე მნიშნვნელოვანი ტრადიციული ფესტივალია ჩინეთში.

შუა შემოდგომის ფესტივალის 10 ტრადიცია:

1.მთვარის ნამცხვარი, რომელსაც შემოდგომის ფესტივალზე ამზადებენ, ყველაზე მნიშვნელოვანი ტრადიციაა.
[ფოტო/aromacookery]

მთვარის ნამცხვარი ტრადიციული ჩინური საკონდიტრო გამომცხვარი ნაწარმია, რომელიც პურის ფქვილისგან, შაქრისგან ან ლოტოსის თესლის  პუდრისგან მზადდება.

ის არის ოჯახის შეხვედრის და გაერთიანების  სიმბოლო, შესაბამისად , ნამცხვრის იმდენ ნაჭერს ჭრიან ოჯახის რამდენი წევრიც არის.

ჩინური ნამცხვის ჭამა დღის ყველაზე წარმომადგენლობითი და გავრცელებული ტრადიციაა. სხვა დროს ადამიანები არ აცხობენ და არ ყიდულობენ კონკრეტულად ამ ნამცხვარს, მაგრამ შემოდგომის ფესტივალის დროს ჩინური ნამცხვარი ყველა ოჯახშია.

2.მთვარის დაფასება – ოჯახის გაერთიანების სიმბოლო
[ფოტო/China Tour Advisors]

ჩინური შეხედულების მიხედვით, სავსე მთვარე ოჯახის გაერთიანების სიმბოლოა. მრავალი ცნობილი ჩინელი შემოქმედი წერდა პოემებს მთვარის შესახებ და ამით სამშობლოს სიყვარულს გამოხატავდა, როდესაც ადამიანები მთვარეს უყურებენ მათ ოჯახები და სამშობლო ახსენდებათ.

ჩინეთში მთვარეს დღემდე დიდი მნიშვნელობა აქვს შემოდგომის ფესტივალის დროს. ოჯახის წევრები ერთად სადილობენ, სადილის შემდეგ კი სხვადასხვა თემებზე საუბრობენ.

სახლის სახურავი, მთის წვერი, ტბის ნაპირი ითვლება მთვარის კულტის წარმოსაჩენად.

ჩინელებს მთვარის დასაფასებლად ისეთი ადგილებს ირჩევენ, საიდანაც ის ყველაზე კარგად ჩანს.

3.მთვარის გაღმერთება – ტრადიცია, რომელიც ქრება
[ფოტო/China Daily]

სადილის შემდეგ ყველა ოჯახს ეზოში გააქვს მაგიდა, რომელზეც ჩინურ ნამცხვარს, ხილს, საკმეველს და შანდლებს დგამენ მთვარის მხარეს.

დღეს ეს ტრადიცია ქრება. უკვე იშვიათია ისეთი ოჯახები, რომლებიც მთვარეს აღმერთებენ, განსაკუთრებით კი დიდ ქალაქებში. ძველ და ტურისტულ ქალაქებში ადამიანები მთვარის გაღმერთების ტრადიციას განაგრძობენ, მაგრამ ,უმეტესწილად, როგორც სანახაობას.

მთვარის გასაღმერთებლად გაშლილ სიფრაზე შევხვდებით საზამთროს, გრეიფურტს, ბროწეულს, ბოტ.ხურმას, მსხალს, ყურძენს და სხვა სეზონურ ხილს.

4.ფერადი ფანრების დამზადება – ბავშვების საყვარელი საქმიანობა
[ფოტო/studycli]

ფერადი ფანრების დამზადება ოჯახში ბავშვებისთვის ყველაზე სახალისო დავალებაა. ფანრებს სხვადასხვა ფორმებს აძლევენ: ცხოველების, ნერგების და ყვავილების.

ბავშვებს უყვართ ფერადი ფანრების დამზადება, ისინი მათ ფორმებს ცვლიან. პარკებსა და ბაღებში დაკიდული ფერადი ფანრები ღამით ულამაზეს ხედს ქმნის.

ისინი ასევე კონგმინგის ე.წ მფრინავ ფანრებს ქმნიან. ბავშვები სურვილებს წერენ  ფანრებზე და ცაში უშვებენ.

5. სადილობა – ოჯახის ერთიანობის სიმბოლო
[ფოტო/Fiona Reilly]

შემოდომის ფესტივალი, ფაქტობრივად, ოჯახს აერთიანებს. ამ ღამეს ყველა ერთად იკრიბება და სადილობს. ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ დრო ან ვერ ახერხებენ მშობლებთან დარჩენას, ყველანაირად ცდილობენ, რომ ერთი ღამით მაინც ისადილონ მათთან ერთად.

სადილი სახლში ან რესტორანში

წარსულში დედები სხვადასხვა გემრიელ კერძებს ამზადებდნენ სახლში. ახლა ოჯახების უმრავლესობას ურჩევნია რესტორანში შეუკვეთოს სადილი, ამიტომ შემოდგომის ფესტივალის დროს ცნობილ რესტორნებში მაგიდები ყოველთვის დაჯავშნილია.

6. საჩუქრების გადაცემის ტრადიცია 
[ფოტო/the sweet spots]

ძალიან პოპულარული ტრადიციაა საჩუქრების გადაცემა მეგობრებისა და ნათესავებისთვის შემოდგომის ფესტივალზე. ეს კარგი შესაძლებლობაა მეგობრებთან და ნათესავებთან დასაახლოვებლად, კომპანიები კი მომსახურე პერსონალს ასაჩუქრებენ. ყველაზე გავრცელებული საჩუქრებია მთვარის ნამცხვარი და ხილი.

7. სადღესასწაულო წერილების გაგზავნა
[ფოტო/China highlights]

ადამიანები აგზავნიან სადღესასწაულო შეტყობინებებს იმათთან, ვინც შორს იმყოფება, ძირითადად,  მეგობრებსა და ნათესავებთან.  ეს კარგი საშუალებაა დაძაბული ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. წარსულში ადამიანები მოკლე ტექსტურ შეტყობინებას (SMS) აგზავნიდნენ, დღეს ახალგაზრდებს მოსწონთ სხვადასხვა აპლიკაციების მეშვეობით მისალოცი შეტყობინებები, ყველაზე პოპულარულია: “გისურვებთ  ბედნიერ შემოდგომის ფესტივალს!”

ჩინურად: 中秋节快乐! Zhōngqiūjié kuàilè!

8.მოგზაურობის ტრადიცია
[ფოტო/meetup]

შემოდგომის ფესტივალი მხოლოდ ტრადიცია არ არის, ჩინეთში ეს პერიოდი ოფიციალურ დასვენებადაც ითვლება. ჩინელებს სამ დღიანი დასვენება აქვთ შაბათ-კვირის ჩათვლით, აქედან გამომდინარე, ოჯახებს შეუძლიათ ახლო მანძილზე მოგზაურობა მეგობრებთან ან ნათესავებთან ერთად.

ჩვეულებრივ, ფესტივალის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ან ერთი თვით ადრე, ადამიანები მოგზაურობის დაგეგმვას იწყებენ. მატარებლის ბილეთები რამდენიმე თვით ადრე ყოველთვის გაყიდულია.

თუ მოგზაურობა ჩინური შემოდგომის ფესტივალის ფარგლებში გაქვთ დაგეგმილი და მატარებლით მგზავრობა გსურთ, სჯობს ბილეთები ადრე შეიძინოთ

9.შოპინგი – პოპულარული ტრენდი ახალგაზრდებში
[ფოტო/Time Out]

თითქმის ყველა დიდი დღესასწაულის დროს, აუცილებლად, იქმნება ფასდაკლების სარეკლამო ბანერები სუპერმარკეტებში, სავაჭრო ცენტრებსა თუ ონლაინ მაღაზიებში. შემოდგომის ფესტივალის დროს, როდესაც ამინდი გაუარესებას იწყებს, სავაჭრო ცენტრებში, ფაქტობრივად, ყველა მაღაზია საზაფხულო კოლექციებზე დიდ ფასდაკლებებს აწყობს.

ახალგაზრდებს მოსწონთ სავაჭრო ცენტრებში სიარული და ტანისამოსის ფასდაკლებით შეძენა.

10.ფილმები – იმათთვის, ვისაც სხვა გეგმა არ აქვს
[ფოტო/trekearth]

ფილმები არ არის ფესტივალის ტრადიცია. როდესაც ადამიანებს სხვა გეგმები არ აქვთ, ისინი ცდილობენ ფესტივალის აღნიშვნას სხვადასხვაგვარად, ამიტომ ფილმის ნახვა მათთვის კარგი გადაწყვეტილებაა.

[:]

უახლესი სტატიები

სინგი, კუეიჭოუ: სპორტის მოყვარულთა სამოთხე

10 სექტემბერს გამართულ გრანდიოზულ ცერემონიაზე, ვანფენგლინის ნახევარმარათონით გაიხსნა ღონისძიება, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ჩინეთის Storyteller Partnerships Tour-ის ჯგუფის წევრები კუეიჭოუდან. მათ...

თბილისში ჩინური კინოფესტივალი მიმდინარეობს

17 სექტემბერს, ეროვნული არქივის კინოდარბაზში თბილისის ჩინური კინოფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოში ჩინეთის საელჩო, ჩინეთის კინოადმინისტრაცია და საქართველოს...

საქართველოს ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოაქვს

საქართველოს ტურიზმის სექტორის გასაძლიერებლად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. განცხადება...

საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადა, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. „ჩვენთვის ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შარშან...

თბილისში „სარტყელი და გზის“ კონფერენცია გაიმართა

6 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, ჯეოქეისისა და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „სარტყელი...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დღის აღსანიშნავი მიღება გამართა

2023 წლის 1 აგვისტოს, ჩინეთის საელჩომ საქართველოში ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსებიდან 96 წლის იუბილეს აღსანიშნავად მიღება გამართა. შეხვედრას...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები