[:ka]შვიდი პოპულარული კერძი ჩინეთში[:]

0
7025
[ფოტო/Wenpeng Lu]

[:ka]რას მიირთმევენ ჩინეთში ღამით? რა არის მათთვის საყვარელი კერძი?

გთავაზობთ, შუაღამის მენიუს შვიდ ყველაზე ცნობილ კერძს.

1. ცხარე კიბორჩხალა 

7 popular midnight foods in China

ფოტო: VCG

გასულ წლებში, ცხარე კიბორჩხალები ჩინეთში პოპულარულ წასახემსებელ კერძად იქცა. პირველად კერძი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ჩინეთში გავრცელდა და მოიცვა ხუნანის, ხუპეისა და ძიანგსუს პროვინციები. კიბოს სახეობები, ე.წ. “პატარა ასთაკვები” ჩინეთში ცნობილია  მა სიაო-ს (პატარა ცხარე ასთაკვები) სახელით. ჩინეთში კიბორჩხალების საბაზრო ღირებულება 140 მილიარდ იუენზე მეტს შეადგენს. დაახლოებით 18000 რესტორანი მათ მენიუში შეტანაზეა ფოკუსირებული.

2. ბარბეკიუ ანუ დაუჭრელად შემწვარი ხორცი ან ბოსტნეული 

7 popular midnight foods in China
დაუჭრელად შემწვარი ქათმის ფრთები, კარტოფილი, ბატკანი [ფოტო/VCG]

ცხვრის, თევზისა და ღორის ხორციდან ბოსტნეულსა და მარცვლეულობამდე… ალბათ დამეთანხმებით, რომ ღამით, ჩინეთში გრილზე ნებისმიერი საკვების შეწვა არის შესაძლებელი. არ აქვს მნიშვნელობა ცხარე საკვების მოყვარული ხართ თუ არა, დაუჭრელად შემწვარ დელიკატესებზე საწებელთა ფართო არჩევანს შემოგთავაზებენ.

3. ჰოთ-ფოთი (火锅 – ხუო კუო) 

7 popular midnight foods in China
[ფოტო/VCG]

ჰოთ-ფოთი (火锅 – ხუო კუო) ცნობილი, როგორც ორთქლის გემი (steamboat), აღმოსავლეთ აზიური კერძების მრავალფეროვნებას წარმოადგენს. წარმოიშვა ს’ჩუანისა და ჩუნგცინგში, სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში და მოგვიანებით, ჩინეთის ყველა კუთხეში გავრცელდა. მაგიდაზე განთავსებული ხორცის, ბოსტნეულის და სხვა ნედლეულის ნაირსახეობები ძლიერი არომატითა და ცხიმიანობით გამოირჩევა, რაც კერძებს მადისაღმძვრელს ხდის.

7 popular midnight foods in China
ცხელ სოუსში, რომელიც გაჯერებულია სხვადასხვა ბოსტნეულით, ამატებენ უმ საკვებ პროდუქტებს. [ფოტო/VCG]

4. შემწვარი ბრინჯის ლაფშა საქონლის ხორცთან ერთად

7 popular midnight foods in China
კუანტუნგის (Guangdong)  პროვინციაში, სამხრეთ ჩინეთში შემწვარი ბრინჯის ლაფშა საქონლის ხორცთან ერთად ჩინელების ერთ-ერთ საყვარელ ღამის კერძად ითვლება.[ფოტო/VCG]

5. გრილზე შემწვარი ლაფშა ცივად

7 popular midnight foods in China
[ფოტო/VCG]

6. ხუნანის ბრინჯის ლაფშა

7 popular midnight foods in China

ხუნანის ბრინჯის ლაფშა ღამის საკვების მაძიებელთათვის ერთ-ერთი საყვარელი კერძია. ხუნანის ბრინჯის ლაფშა, განსაკუთრებით ხუნანისა და ხუპეის პროვინციებშია პოპულარული. როგორც წესი, არსებობს ორი სახის ბრინჯის ლაფშა – მრგვალი და ბრტყელი, ასევე შემწვარი ან წვენში. სურვილისამებრ, კერძს შეიძლება სხვადასხვა ინგრენდიენტი დაამატოთ, იქნება ეს ღორის ნეკნები, საქონლის ხორცი, სოკო თუ სანელებელი.

7. მალათანგი

7 popular midnight foods in China

მალათანგ ჩინურად ცხარე პირშუშხა წვნიანს ნიშნავს. მალათანგის რესტორნებსა და დახლებზე ხორცის, ბოსტნეულის და მარცვლეულის პროდუქტები თაროებზე არის განთავსებული. მომხმარებელი სურვილისამებრ ირჩევს სხვადასხვა პროდუქტს, რომელსაც შემდეგ ცხელ წვნიანში ცხარე სოუსთან ერთად ამზადებენ.

 

 

 

 [:]