[:ka]
ცინ შუ ფეი ან უბრალოდ შუ ფეი ულამაზესი ჩინელი მოდელი და მსახიობია. შუ დაიბადა 1990 წლის 10 აგვისტოს ქაიფვენგში, ხენანში. შუ ფეიმ სკოლა ნიუ – იორკში დაასრულა, იქ სადაც პირველად შენიშნეს და დაიწყო მისი კარიერა მაღალი მოდის ინდუსტრიაში.
2007 წელს მან ხელშეკრულება გააფორმა ნიუ – იორკის სამოდელო სააგენტოსთან Next Management. ამავე წელს შედგა მისი დებიუტი Rachel Roy – ის საზაფხულო ჩვენებაზე. 2007 წელს, მოდელი ასევე გამოვიდა Brian Reyes – ის, Catherine Maladrino – სა და Verrier – ის ჩვემებებზე.
მოდური ჟურნალების გარეკანზე შუ პირველად 2008 წელს გამოჩნდა. მოდელი ბრიტანული Elle – ს გარეკანისთვის გადაიღეს. შემდეგი იყო Vogue China, სადაც შუ ფეი ისეთი წამყვანი მოდელების გვერდით აღმოჩნდა როგორებიც არიან Karlie Kloss და Hanne Gaby Odiele.
2010 წელს, მოდელი შუ ფეი სულ 60 ჩვენებაზე გამოჩნდა და ის ერთ წელში, საუკეთესო 50 მოდელს შორის მოხვდა. 2010 წლის ივლისში მან პირველი Elle Style Awards მოიპოვა. 2011 წელს მოდელმა ხელშეკრულება გააფრომა Huayi Brothers Media Corporation – თან. ერთი წლის შემდეგ, კი ის ისეთი წამყვანი ბრენდების ჩვენებებზე წარსდგა როგორიცაა Gucci, Burberry, Vera Wang, Chanel, Christian Dior და Versace.
2012 წლის ტრიუმფალური დასასრული მისი Victoria’s Secret Fashion Show – ზე გამოჩენა გახდა. შუ ფეი იმ წელს მესამე აზიელი მოდელი იყო, რომელიც “ანგელოზად” იქცა.
2015 წელს, წარმატებული სამოდელო კარიერის შემდეგ, შედგა მოდელის დებიუტი ფილმში Oh My God.
[:]