სექტემბერი26 , 2023
Projects"სარტყელი და გზა"ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობების მოკლე მიმოხილვა

[:ka]ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობების მოკლე მიმოხილვა[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

საქართველოს განსაკუთრებული გეოგრაფიულ-პოლიტიკურ-სტრატეგიული მდებარეობის და, ასევე, რამდენიმე ათასწლოვანი ისტორიის გათვალისწინებით, რთულია მოიძებნოს ქვეყანა, რომელთანაც მას პირდაპირი ან ირიბი კავშირი არ ჰქონია. ბუნებრივია, საქართველოს გარკვეული შეხება ჰქონდა ე.წ. „აბრეშუმის გზასთანაც“, რომელიც ძვ.წ. მეორე საუკუნიდან ახ.წ. მეთხუთმეტე საუკუნემდე ევროპასა და აზიას შორის ძირითად მაკავშირებელს წარმოადგენდა. მართალია, საქართველო არასოდეს არ წარმოადგენდა „აბრეშუმის გზის“ ძირითად ნაწილს – ის ერთ-ერთი შემოვლითი გზა იყო (ამაზე მეტყველებს ისიც, რომ „აბრეშუმის გზის“ ჩინურ თუ სხვა რუკებზე ძირითადი მარშრუტი ზოგჯერ კვეთს საქართველოს, ზოგჯერ – არა), მაგრამ ცნობები ჩინეთის შესახებ საქართველოში უძველესი დროიდან მოიპოვება, ხოლო „აბრეშუმის გზის“ ჯერ კიდევ უფრო სამხრეთით გადატანამ, ხოლო შემდეგ, საერთოდ გაუქმებამ სერიოზული ეკონომიკურ-პოლიტიკური ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას.

2013 წელს, ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინმა წარადგინა „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ანუ „ახალი აბრტეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის“ პროექტი. გრანდიოზული პროექტი გულისხმობს ჭანგ ციენისა (ძვ. წ. II ს.) და ჭენგ ხეს (ახ.წ. XV ს.) მიერ წამოწყებული სახმელეთო და საზღვაო სავაჭრო გზების აღდგენა-გაფართოებას.  პროექტი გულისხმობს სიანიდან ვენეციამდე სახმელეთო და ცუენჭოუდან ვენეციამდე საზღვაო „სარტყელის“ შექმნას. პირვანდელ პროექტში საქართველო ასევე არსად არ არის ნახსენები, მაგრამ სიტუაცია მალევე შეიცვალა – ფაქტობრივად ერთ წელიწადში, ძირითადმა მარშრუტმა ჩრდილოეთით გადაინაცვლა და ჩვენც მის ნაწილად გადავიქეცით.

ცხადია,  ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობები ასეთი დინამიკური თავიდანვე არ ყოფილა.  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ 1992 წელს – ერთ-ერთმა პირველმა სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. “ურთიერთობები ძირითადად ეკონომიკურ ასპექტზე იყო მიმართული, მაგრამ ამ მხრივაც არ წყვეტდა ციდან ვარსკვლავებს, მეოცე საუკუნეში სავაჭრო ბრუნვა ამ ორ ქვეყანას შორის მხოლოდ 3.7 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. თუმცა, ბოლო წლებში ჩინეთის დაინტერესება ჩვენი ქვეყნით საგრძნობლად გაიზარდა, თუ ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში ეს გამოიხატებოდა ჩინური კრედიტებით ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, ბოლო წლებში ის ჩინეთი უკვე თავად გვევლინება ერთ-ერთ მთავარ ინვესტორად და მოთამაშედ. ძალიან მალე “შუა სამეფო” უკვე საქართველოს ნომერ მესამე სავაჭრო პარტნიორად მოგვევლინა, თურქეთის და აზერბაიჯანის შემდეგ. თუ 2006 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 115 მილიონი ამერიკული დოლარი იყო, 2014 წლისთვის ის 820 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენდა. საქართველოდან ექსპორტი 2009 წლის მაჩვენებელთან შედარებით 2014 წელს 1800 (!) პროცენტით გაიზარდა. რაც შეეხება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს (FDI) 2011 წლისთვის ის 9.6 მილიონ ამერიკულ დოლარის ნიშნულზე იყო, 2014 წელს კი 200 მილიონს მიაღწია. დღეისათვის ჩინეთი უკვე შეგვიძლია საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მჭიდრო ეკონომიკური პარტნიორად მივიჩნიოთ, თუმცა, ჩინეთის ინტერესი მხოლოდ ახლა მძლავრდება და ეს ციფრები მომავალში საგრძნობლად გაიზრდება, ჩინეთი იწყებს ინვესტიციების განხორციელებას ენერგეტიკაში, სატრანსპორტო სისტემებში და ინფრასტრუქტურაში.” (რ. თოფურია „ახალი აბრეშუმის გზა და საქართველო“)

გარდა ამისა,  საქართველო გახდა პირველი ქვეყანა რეგიონში,  რომელთანაც ჩინეთმა გადაწყვიტა თავისუფალი ვაჭრობის დამყარება.  მოლაპარაკებების პროცესი უკვე დასრულდა და მიმდინარეობს ტექსტის იურიდიული გამართვა,  რაც იმას ნიშნავს,  რომ ხელმოწერაც ძალიან მალე მოხდება.  საქართველოსთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია – 2016 წელს ჩვენ მოვახდინეთ 5 მლნ. -ზე მეტი ბოთლი ღვინის ექსპორტირება ჩინეთში.  თავის მხრივ, ღვინის ექპორტი არ არის მხოლოდ ეკონომიკური მოვლენა – ღვინის გამოფანა-გაყიდვა ყოველთვის ნიშნავს საქართველოს კულტურისა და ისტორიის წარმოჩენას, საქართველოს, როგორც ქვეყნის, პოპულარიზაციას ჩინელებისათვის, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია.

ცხადია, კულტურული ურთიერთობები მხოლოდ ღვინის „ექსპო“-ებით არ შემოიფარგლება. უნდა ითქვას ისიც, რომ ჩინურის მცოდნეთა და,ზოგადად, ჩინეთით დაინტერესებულთა რაოდენობა საქართველოში ყოველწიურად იზრდება. ჩინელებისათვის საქართველო ტურისტული კუთხითაც ძალიან საინტერესო ქვეყანაა. მართალია დღეს ჩინეთში ცოტამ თუ იცის საქართველოს შესახებ, მაგრამ, როგორც ლაო ძი იტყოდა – „ათასი ლის მანძილი ერთი ნაბიჯით იწყება“.

სწორედ ასეთი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჩინური კუთხის გახსნა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ღონისძიებაზე დაანონსდა უკვე ჩინეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული კუთხის უახლოეს მომავალში გახსნა.

სი ძინფინის მიერ გაჟღერებული „win-win“ პოლიტიკა ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობებში ნამდვილად მუშაობს. ერთის მხრივ ჩინეთმა, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის გამოყენებით საგრძნობლად შეამცირა სახმელეთო გადაზიდვების მანძილი (დაახლ. 7000 კმ-ით) და დრო (ჩინეთიდან საქართველოში მატარებელი ცხრა დღეში ჩამოდის, მაშინ როდესაც საზღვაო მარშრური 45-60 დღეა); ასევე, საართველოს წარმატებები ევროინტეგრაციის გზაზე (ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო შეთახმება) ჩინეთს ახალ ასპარეზს უხსნის, ხოლო მეორეს მხრივ, სააქართველო ღებულობს სერიოზულ ეკონომიკურ ბენეფიტებს და, ამასთანავე, გარკვეულ გარანტიებს უსაფრთხოების კუთხით. ორმხრივი ურთიერთობების აქტიურობა კი, ამ სარგებლის ზრდის რეალურ საფუძველს იძლევა.

_____________________________________________

დავით ანდღულაძე, თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ჩინური მიმართულების კურსდამთავრებული, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჩინური ენის პედაგოგი

[:]

უახლესი სტატიები

სინგი, კუეიჭოუ: სპორტის მოყვარულთა სამოთხე

10 სექტემბერს გამართულ გრანდიოზულ ცერემონიაზე, ვანფენგლინის ნახევარმარათონით გაიხსნა ღონისძიება, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ჩინეთის Storyteller Partnerships Tour-ის ჯგუფის წევრები კუეიჭოუდან. მათ...

თბილისში ჩინური კინოფესტივალი მიმდინარეობს

17 სექტემბერს, ეროვნული არქივის კინოდარბაზში თბილისის ჩინური კინოფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოში ჩინეთის საელჩო, ჩინეთის კინოადმინისტრაცია და საქართველოს...

საქართველოს ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოაქვს

საქართველოს ტურიზმის სექტორის გასაძლიერებლად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. განცხადება...

საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადა, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. „ჩვენთვის ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შარშან...

თბილისში „სარტყელი და გზის“ კონფერენცია გაიმართა

6 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, ჯეოქეისისა და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „სარტყელი...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დღის აღსანიშნავი მიღება გამართა

2023 წლის 1 აგვისტოს, ჩინეთის საელჩომ საქართველოში ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსებიდან 96 წლის იუბილეს აღსანიშნავად მიღება გამართა. შეხვედრას...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები