მარტი26 , 2023
"სარტყელი და გზა"ჩინეთის ექსპერტი 2019ჩინეთის ეკონომიკური წარმატება, როგორც კაპიტალიზმის გამარჯვება

ჩინეთის ეკონომიკური წარმატება, როგორც კაპიტალიზმის გამარჯვება

-

- Advertisment -spot_img

1958-1962 წლებში ჩინეთში 45 მილიონი ადამიანი შიმშილს შეეწირა ჩავარდნილი სოციალისტური ექსპერიმენტის გამო, რომელიც ჩინეთისთვის მძიმედ დასრულდა. დღეს ჩინეთი მსოფლიოს წამყვანი ექსპორტიორი ქვეყანაა და უკან იტოვებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატები და გერმანია.  რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არც ერთ ქვეყანაში არასდროს მომხდარა, რომ ამდენ ადამიანს ასეთ მოკლე დროში დაეღწია თავი უკიდურესი სიღარიბისთვის, როგორც ეს ბოლო ათწლეულის მანძილზე ჩინეთში მოხდა.  მსოფლიო ბანკის მონაცემებით,  უკიდურეს სიღარიბეში  1981 წელს ჩინეთის 88,3% ცხოვრობდა. 2015 წელს კი მხოლოდ 0,7%. ამ პერიოდში უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ადამიანების რიცხვი 878 მილიონიდან 10 მილიონზე ქვევით ჩამოვიდა.

რა მოხდა ბოლო ათწლეულის მანძილზე? ჩინეთმა კარები გაუღო თავისუფალი ბაზრის ეკონომიკას, აღიარა კერძო საკუთრება და ეტაპობრივად შეამცირა სახელმწიფოს კონტროლი ჩინეთის ეკონომიკაზე.  ის, რომ სახელმწიფო დღესაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკაში, არ არის გასაკვირი, რადგან ეს ტრანსფორმაცია დაიწყო მისი სრული დომინირებით და შემცირდა დღევანდელ დონემდე.

1978 წელს ჩინელმა პოლიტიკოსებმა დაიწყეს წარამტებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტები. ისინი ესტუმრნენ 50-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის იყო იაპონია, ტაილანდი, მალაიზია, სინგაპური, შეერთებლი შტატები, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, შვეიცარია და სხვა. მათთვის განსაკუთრებით საინტერესო იყო აზიური მზარდი ეკონომიკები.  სინგაპურის მაშინდელი პრემიერი, ლი კუან იუ იხსენებს “1978 წელს მე ტენგ სიაოფინგს ვუთხარი, რომ სინგაპურში თავდაპირველად გაუნათლებელი გლეხები ცხოვრობდნენ. ჩინეთს შეუძლია არათუ გაიმეოროს სინგაპურის წარმატება, არამედ უკეთესადაც მოახერხოს ეს.”

1982 წელს ჩინელ გლეხებს მიეცათ საშუალება კერძოდ დაემუშავებინათ სასოფლო-სამეურნეო მიწები, რამაც უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა მილიონობით ადამიანის სიღარიბის დაძლევაში. ეტაპობრივ რეფორმების და ეკონომიკური გახსნილობის შემდეგ ჩინეთის კომუნისტური პარტიის კონგრესის მეთოთხმეტე ყრილობაზე, 1992 წელს მოხდა ის, რაც რამდენიმე წლის წინ წარმოუდგენელიც იქნებოდა. ხელისუფლებამ ოფიციალურად გამოაცხადა ჩინეთის გადასვლა საბაზრო ეკონომიკაზე.

ბოლო ათწლეულებში მიღწეულმა წარმატებამ შედეგად მოიტანა სწრაფად მზარდი ეკონომიკა. ასობით მილიონი ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესება. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაამართლა დენგ სიაფინგის ლოზუნგმა: ” დაე, თავდაპირველად გამდიდრდეს ზოგი ადამიანი”.

უახლესი სტატიები

Huawei-მ ჩიპებში EDA ინსტრუმენტები დანერგა

Huawei Technologies Co-მა განაცხადა, რომ შიდა პარტნიორებთან თანამშრომლობის მეშვეობით კომპანიამ წარმატებით შეიმუშავა ელექტრონული დიზაინის ავტომატიზაცია, იგივე EDA ინსტრუმენტები, 14...

ჩინელმა მკვლევარებმა ბიოდეგრადირებადი, გადამუშავებადი მინა შექმნეს

ჩინელმა მატერიალურმა მეცნიერთა ჯგუფმა მინის ბიოდეგრადირებადი და გადამუშავებადი ფორმა შექმნა, რომელიც კომერციალიზაციის შემთხვევაში მომავალში მდგრად ეკონომიკას შეუწყობს ხელს. მინა ადამიანის...

ჩინეთი კიბერუსაფრთხოების სექტორს აძლიერებს

ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე-14 ეროვნული კომიტეტის წევრის თქმით, ჩინეთის კიბერუსაფრთხოების სექტორმა უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა სტრატეგიულად უპირატესი...

ჩინეთის ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ სესიის მეორე პლენარული სხდომა გამართა

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) პირველმა სესიამ სამშაბათს (7 მარტს) პლენარული სხდომა გამართა, რათა მოესმინა მე-13 NPC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის,...

ჩინეთი უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს

ჩინეთი აპირებს დააჩქაროს ძალისხმევა მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა და გამოყენების მიზნით, განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა მთავრობის სამუშაო ანგარიშში,...

ჩინეთი 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები