მარტი24 , 2024
Travelჩინეთის ეროვნული პარკები და დაცული ტერიტორიები

[:ka]ჩინეთის ეროვნული პარკები და დაცული ტერიტორიები[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

დღეს ჩინეთში უამრავი დაცული ტერიტორია და ეროვნული პარკია. ასევე დიდია საპილოტე ეროვნულ პარკთა რაოდენობაც. ჩინეთმა ეროვნული პარკებისა და დაცული ტერიტორიების განვითარებისა და მართვისათვის გეგმა შეიმუშავა, რათა მომავალში პერკების ბუნებრივი სილამაზე და სიმდიდრე შეინარჩუნოს.

ამჟამად ქვეყანაში 10 საპილოტე ეროვნული პარკია, რომლებიც, სავარაუდოდ, უახლოეს წლებში ეროვნულ პარკებად გადაიქცევა.

1. სანძიანგიუენის ეროვნული პარკი

China's national parks: Natural, scenic and wild
[ფოტო/Xinhua]

მდებარეობა: ჩრდილო – დასავლეთ ჩინეთი, ცინგხაის პროვინცია.

სანძიანგიუენის ეროვნული პარკი 10 საპილოტე ეროვნულ პარკთაგან ყველაზე დიდია. მისი ფართობი 123 100 კმ² – ია. სანძიანგიუენი ან უბრალოდ “სამი მდინარის წყარო” არის ადგილი სადაც, მდინარე იანგძი, ყვითელი და მდინარე ლანცანგი იღებს სათავეს. სანძიანგიუენის ეროვნული პარკს, წყალუხვობის გამო, “წყლის კოშკსაც” უცწოდებენ.

2. გიგანტური პანდის ეროვნული პარკი

China's national parks: Natural, scenic and wild
[ფოტო/VCG]

მდებარეობა: ს’ჩუანი, განსუსა და შაანსის პროვინციები.

გიგანტური პანდის ეროვნული პარკი 27 000 კმ² – ზეა გადაჭიმული. ჩინეთში გიგანტური პანდის გავრცელების არეალები მიმოფანტულია. ცხოველთა საცდელი ეროვნული პარკი მათ გადანაწილებას შეუწყობს ხელს. ეს ნაბიჯი პანდების შეჯვარებასა და მათ გამრავლებას შეუწყობს ხელს.

3. ციმბირული ვეფხვის და ლეოპარდის ეროვნული პარკი 

China's national parks: Natural, scenic and wild
[ფოტო/VCG]

მდებარეობა: ჩრდილო – აღმოსავლეთ ჩინეთი ძილინისა და ხეილუნგძიანგის პროვინცია.

ციმბირული ველური ვეფხვი ერთ – ერთია იმ ცხოველთაგან, რომელსაც საფრთხე ემუქრება. მსოფლიოში ციმბირული ვეფხვის მხოლოდ 500 ინდივიდია დარჩენილი. ციმბირულ ვეფხვებთან ერთად გადაშენების პირასაა ციმბირული ლეოპარდიც. ასეთი სახეობის მხოლოდ 50 ცხოველია დედამიწაზე დარჩენილი. მათი უმრავლესობა ჩინეთის საზღვართან და რუსეთშია გავრცელებული.

4. შენნუნგძიას ეროვნული პარკი

China's national parks: Natural, scenic and wild
[ფოტო/VCG]

მდებარეობა: ცენტრალური ჩინეთი, ხუპეის პროვინცია.

შენნუნგძია ხუპეის პროვინციის დასავლეთით მდებარეობს. ეს ადგილი შემოსაზღვრულია მთებითა, რომელთა დიდი ნაწილი ს’ჩუანის აუზის აღმოსავლეთით მდებარეობს. აქ მდებარე ყველა მთა კარსტული წარმოშობისაა.

5. ციენძიანგიუენის ეროვნული პარკი 

China's national parks: Natural, scenic and wild
[ფოტო/VCG]
მდებარეობა: აღმოსავლეთ ჩინეთი, ჭეძიანგის პროვინცია.

ციენძიანგიუენი, მდინარე ციენთანგის წყარო, ტყის ფართო სპექტრითაა მდიდარი. ესაა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ჩინეთში მცხოვრები იშვიათი ირემის საცხოვრებელი ადგილი. ფოჩებიანი ირემი ირმის პატარა სახეობაა, რომელიც შუბლს შავი ფერის თხელი ბეწვი უფარავს.

6. მთა ნანშანის ეროვნული პარკი

China's national parks: Natural, scenic and wild
[ფოტო/VCG]

მდებარეობა: ცენტრალური ჩინეთი, ხუნანის პროვინცია.

პარკს  619 კმ² უჭირავს და ის თავისი ეკოსისტემით ძალიან ჰგავს ბუნების მუზეუმს. პარკში უხვადაა ტყეები, ტბები და ბიოლოგიური რესურსები. ეს ადგილი ათეულობით ათასობით მიგრირებადი ფრინველის გაჩერების ადგილია.

8. ჩინეთის დიდი კედლის ეროვნული პარკი

China's national parks: Natural, scenic and wild
[ფოტო/VCG]

მდებარეობა: ჩრდილოეთ ჩინეთი.

ჩინეთის დიდი კედლის ეროვნული პარკი 10 საპილოტე ეროვნული პარკიდან ყველაზე პატარაა. მას მხოლოდ 60 კმ² უჭირავს და ერთადერთი ისტორიულ – რელიქტური ტიპის ეროვნული პარკია.

9. ფუტაცუოს ეროვნული პარკი

China's national parks: Natural, scenic and wild
[ფოტო/VCG]

მდებარეობა: სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთი, იუნნანის პროვინცია.

მიუხედავად იმისა, რომ ფუტაცუოს ეროვნულ პარკს მხოლოდ ქვეყნის ტერიტორიის 0.7% უჭირავს, ეს ადგილი ფლორითა და ფაუნით ძალზედ მდიდარია. აქ, პარკის ტერიტორიაზე, ჩინეთის მცენარეთა სახეობის 20%, ძუძუმწოვრებისა და ფრინველების დაახლოებით ერთი –  მესამედი და თითქმის 100 საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობაა წარმოდგენილი.

10. მთა ცილიენის ერივნული პარკი

China's national parks: Natural, scenic and wild
[ფოტო/VCG]

მდებარეობა:  ჩრდილო – დასავლეთ ჩინეთი, კანსუსა და ცინგხაის პროვინცია

ცილიენის მთები ზღვის დონიდან 4 000 – 6 000 მეტრზეა, ამიტომაც აქაურობა, წელიწადის უმეტეს დროს, თოვლის საფარითაა დაფარული. წელიწადის ოთხი თვე  მკაფიოდ თითქმის არასდროს გამოიყოფა ერთმანეთისგან, ვინაიდან ივლისსა და აგვისტოში მთებზე ისევ თოვლი დევს. მთა ცილიენის ეროვნულ პარკში სიცივის მოყვარული ცხოველები ცხოვრობენ, რომელთა შორისაა თოვლის ლეოპარდი, თეთრი ირემი, ასევე გადაშემების პირას მყოფი სხვა ცხოველები და მცენარეები.

 

 

 

[:]

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები