ივნისი4 , 2023
"ჩინეთის ექსპერტი 2017"ჩინეთის ისტორია: ცინის დინასტია

[:ka]ჩინეთის ისტორია: ცინის დინასტია[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ცინის დინასტიამ (ძვ. წ. 221–206 წწ.) გააერთიანა ჩინეთი და სათავე დაუდო 21 საუკუნოვან იმპერიულ მმართველობას, თუმცა თვითონ დინასტია ჩინეთის ისტორიაში ყველაზე ხანმოკლე აღმოჩნდა და სულ რაღაც 15 წელიწადი არსებობდა. ცინის დინასტიის ყველაზე ცნობილ ისტორიულ ადგილს წარმოადგენს ტერაკოტას არმია, რომელიც ჩინეთის პირველი იმპერატორის სამარხის დასაცავად შეიქმნა.

ძვ. წ. 221 წელს ინგ ჭენგმა დააარსა ახალი დინასტია – ცინის დინასტია და შიხუანგ-ტის წოდება მიანიჭა საკუთარ თავს, ამიტომ ისტორიულად ცნობილია, როგორც ცინ შიხუანგ-ტი (ძვ.წ. 221–210), რაც სიტყვასიტყვით ნიშნავს „ცინის დინასტიის პირველ იმპერატორს“. მან გაატარა მთელი რიგი რეფორმები : ფულის ერთეულის, დამწერლობის, ზომის ერთეულის უნიფიცირება, ასევე ბრძანა, რომ ჯარში ყველას უნდა ემსახურა ერთი წლის განმავლობაში. იმპერიის საზღვრების გაზრდის მიზნით იგი ეწეოდა დამპყრობლურ ომებს (ძირითადად ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე).  ცინის განმგებლობის პერიოდში შეიქმნა ჩინეთის ისტორიაში პირველი ცენტრალიზებული სახელმწიფო. ქვეყანა დაიყო 36 მხარედ, რომელთაც იმპერატორის მიერ დანიშნული მოხელეები განაგებდნენ. ძვ.წ. 214 წელს,  ჩრდილოეთიდან მომთაბარე ტომების თავდასხმებისაგან თავდასაცავად, პირველმა იმპარატორმა დაიწყო ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობა. ძვ. წ. 213 წელს იმპერატორმა ბრძანა, დაეწვათ ყველა ისტორიკოსის ჩანაწერები ცინის მთავრობის ოფიციალური ფილოსოფიის გარდა. შედეგად, ჭოუს ეპოქის კულტურული, ლიტერატურული და სამეცნიერო ნაშრომების დიდი ნაწილი განადგურდა.

ცინ შიხუანგ-ტი სიცოცხლის ბოლო წლებში გატაცებული იყო უკვდავების მოპოვების იდეით და ასობით ალქიმიკოსი შეკრიბა, რათა მისთვის უკვდავების ელექსირი დაემზადებინათ. ძვ. წ. 210 წელს პირველი იმპერატორი სწორედ უკვდავების ელექსირის ძიების დროს გარდაიცვალა, როცა იმედგაცრუებული ბრუნდებოდა აღმოსავლეთში მოგზაურობიდან.

ცინ შიხუანგ-ტის შემდეგ ტახტი დაიკავა მისმა ყველაზე ახალგაზრდა ვაჟმა ხუ ხაიმ, რომელიც ათი ათასობით ტყვესა და მონას აიძულებდა მავზოლეუმისა და სასახლის მშენებლობაში მონაწილეობის მიღებას. გამუდმებულმა ომებმა ქვეყნის ჩრდილოეთით და სამხრეთით, ჩინეთის დიდი კედლისა და მრავალრიცხოვანი სასახლეების მშენებლობამ საგადასახადო უღლის გაძლიერება გამოიწვია. ძვ. წ. 209 წლის დასასრულსა და 208 წლის დასაწყისში, ქვეყანაში იფეთქა სახალხო აჯანყებებმა. აჯანყების ერთ-ერთი ხელმძღვანელის ლიუ პანგის არმიამ ძვ. წ 206 წელს დედაქალაქი სიენიანგი მიიტაცა და ცინის დინასტიამ არსებობა შეწყვიტა. ლიუ პანგი კი მომდევნო ახალი იმპერიის, ხანის დინასტიის დამფუძნებელი გახდა.

[:]

უახლესი სტატიები

ფრიუნის კონფუცის ინსტიტუტი – ჩინური ენის შესწავლის კიდევ ერთი შესაძლებლობა

თავისუფალი უნივერსიტეტის ჩინური ენის მიმართულება უკვე მრავალი წელია თავისუფალი უნივერსიტეტი ჩინური ენისა და კულტურის სწავლებაში ლიდერობას ინარჩუნებს. აქ არსებული საერთაშორისო...

ჩინური ენის შესწავლის მრავალფეროვანი პერპექტივა

ჩინური ენა, თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით და მზარდი გლობალური გავლენით, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება დღევანდელ სამყაროში. ეს სტატია მიმოიხილავს...

ქართველი უშუისტის წარმატება ამერიკაში

დავით გულისაშვილმა, საქართველოს უშუს ეროვნული ნაკრების წევრმა, აშშ-ის კუნგფუს ეროვნულ ჩემპიონატზე იასპარეზა. ღონისძიება 2023 წლის 26-28 მაისს, ტეხასის შტატის...

“ჩაი ჰარმონიისთვის: იაძის კულტურული სალონი”

გასულ ორშაბათს ჩინეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ეგიდით პეკინში, პრინც კონგის სასახლის მუზეუმში, ჩინური ჩაის კულტურასთან დაკავშირებით გლობალური ღონისძიება...

ხიდი კულტურებს შორის: შუ იონგის ხედვა

არტისტი შუ იონგი ქმნის ნამუშევრებს სარტყელისა და გზის ინიციატივის პოპულარიზაციისთვის. მისი ერთ-ერთი ცნობილი ინსტალაცია, „კუკეს აგურები“, შედგება გამჭვირვალე კუბიკებისგან,...

ჩინეთი საფოსტო მიწოდების სექტორზე კონტროლს ამკაცრებს

ცოტა ხნის წინ ჩინეთის სახელმწიფო ფოსტის ბიურომ განაცხადა, რომ მიწოდების უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით, საფოსტო და ექსპრეს მიწოდების სექტორში არალეგალური...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები