ივნისი4 , 2023
"ჩინეთის ექსპერტი 2017"ჩინეთის ისტორია: სიას დინასტია

[:ka]ჩინეთის ისტორია: სიას დინასტია[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

პირველი დინასტია, რომლის შესახებაც ძალიან ცოტა ინფორმაცია მოიპოვება იყო სიას დინასტია. ეს დინასტია თარიღდება ძვ. წ. 2070–ძვ. წ. 1600 წლებით, თუმცა მისი არსებობა დღემდე საკამათოა. ანტიკური ისტორიული ლიტერატურის მიხედვით სია ჩინეთის პირველი მმართველი დინასტია იყო, თუმცა ლიტერატურული ეს ნაწარმოებები იმ დინასტიებშია დაწერილი, რომლებიც სიას შემდეგ არსებობდნენ. არ არსებობს დამაჯერებელი მტკიცებულება ან ჩანაწერები სიას დინასტიიდან მისი არსებობის დასამტკიცებლად, ამიტომ ისტორიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული დინასტია ლეგენდაა და მეტი არაფერი.

ზოგიერთ უძველეს ჩანაწერში საუბარია პატარა სამეფოს აღზევებასა და დაცემაზე ხუანხეს გასწვრივ 500 წლის განმავლობაში, თუმცა ეს ჩანაწერები შესრულებულია უფრო გვიან ვიდრე სიას დინასტია.

სიას დინასტიის დამააარსებლად ითვლება იუ, რომელმაც შეძლო დიდი წყალდიდობის შემდეგ ქვეყანა გადაერჩინა. როგორც ამტკიცებენ, მან მმართველობა მემკვიდრეობითი გახადა თავის გვარში და შესაბამისად, დააარსა პირველი საიმპერატორო დინასტია ჩინეთში. დინასტიას კიდევ 16 მმართველი ჰყავდა. ერთ-ერთმა იმპერატორმა, სახელად ქუნგძია, წინაპრების თაყვანისცემის ტრადიცია შეცვალა ზებუნებრივი ძალების თაყვანისცემით. კლანების ნაწილი უკმაყოფილო იყო არსებული მმართველობით და იმ დროისათვის, როცა უკანასკნელი იმპერატორი ძიე ავიდა ტახტზე, სიასა და სხვა კლანებს შორის ურთიერთობა უკვე გაფუჭებული იყო. ძიე თავაშვებულ ცხოვრებას მისდევდა და გარშემომყოფების დიდ კრიტიკას იმსახურებდა. გადმოცემის თანახმად, მას მშვენიერი, მაგრამ ბოროტი და სასტიკი ქალი შეუყვარდა. ამ ყველაფერს აჯანყება მოჰყვა შანგის კლანის მიერ, რომელმაც სხვა კლანებთან ერთად დაამარცხა იმპერატორი ძიე. აჯანყების წამომწყები შანგის დინასტიის დამაარსებლად ითვლება და ცნობილია როგორც იმპერატორი თანგი.

[:]

უახლესი სტატიები

ფრიუნის კონფუცის ინსტიტუტი – ჩინური ენის შესწავლის კიდევ ერთი შესაძლებლობა

თავისუფალი უნივერსიტეტის ჩინური ენის მიმართულება უკვე მრავალი წელია თავისუფალი უნივერსიტეტი ჩინური ენისა და კულტურის სწავლებაში ლიდერობას ინარჩუნებს. აქ არსებული საერთაშორისო...

ჩინური ენის შესწავლის მრავალფეროვანი პერპექტივა

ჩინური ენა, თავისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობით და მზარდი გლობალური გავლენით, სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება დღევანდელ სამყაროში. ეს სტატია მიმოიხილავს...

ქართველი უშუისტის წარმატება ამერიკაში

დავით გულისაშვილმა, საქართველოს უშუს ეროვნული ნაკრების წევრმა, აშშ-ის კუნგფუს ეროვნულ ჩემპიონატზე იასპარეზა. ღონისძიება 2023 წლის 26-28 მაისს, ტეხასის შტატის...

“ჩაი ჰარმონიისთვის: იაძის კულტურული სალონი”

გასულ ორშაბათს ჩინეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს ეგიდით პეკინში, პრინც კონგის სასახლის მუზეუმში, ჩინური ჩაის კულტურასთან დაკავშირებით გლობალური ღონისძიება...

ხიდი კულტურებს შორის: შუ იონგის ხედვა

არტისტი შუ იონგი ქმნის ნამუშევრებს სარტყელისა და გზის ინიციატივის პოპულარიზაციისთვის. მისი ერთ-ერთი ცნობილი ინსტალაცია, „კუკეს აგურები“, შედგება გამჭვირვალე კუბიკებისგან,...

ჩინეთი საფოსტო მიწოდების სექტორზე კონტროლს ამკაცრებს

ცოტა ხნის წინ ჩინეთის სახელმწიფო ფოსტის ბიურომ განაცხადა, რომ მიწოდების უსაფრთხოების ხელშეწყობის მიზნით, საფოსტო და ექსპრეს მიწოდების სექტორში არალეგალური...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები