[:ka]

ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 ეროვნულ კონგრესს, რომელიც ოთხშაბათს იწყება 2,280 დელეგატი დაესწრება.

პარტიამ კონგრესის წინ 2,287 დელეგატი აირჩია, მაგრამ შვიდმა მათგანმა დელეგატ-კრედიტების კომიტეტის საბოლოო განხილვა ვერ გაიარა. “2,280 დელეგატების კვალიფიკაცია ეფექტურია”, – განაცხადა კონგრესის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, თუო ჭენმა.

კვალიფიციური დელეგატები არიან სხვადასხვა სექტორებიდან, ეკონომიკის, განათლების, ჯანდაცვისა და მართლმსაჯულების და ასევე აწამოადგენენ საზოგადოების ყველა ფენას.

დელეგატთა 8.7% მუშები, 3.8% ფერმერები და 12.4% ტექნიკოსები არიან.

ამავდროულად, მდედრობითი დელეგატებისა და ეთნიკური ჯგუფების რიცხვი წლების განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დელეგატთა 70%-ზე მეტი 55 წლამდე ასაკის არის.

გარდა ამისა, ქვეყნის რეფორმისა და გახსნის შემდეგ დელეგატების ძალიან დიდი ნაწილი შეუერთდა პარტიას.

[:]