ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 ეროვნული კონგრესის სპიკერი, თუო ჭენი ატარებს პრესკონფერენციას ჩინეთის დიდ სახალხო დარბაზში, პეკინი, 17 ოქტომბერი, 2017 [ფოტო/ ტენგ იუნგკანი/chinadaily.com.cn]

[:ka]

ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 ეროვნული კონგრესის სპიკერი, თუო ჭენი სამშაბათს შუადღისას პრესკონფერენციას პეკინის ეროვნულ დარბაზში ჩაატარებს, ბრიფინგზე მედიას მომავალი ყრილობაზე ინფორმაცია მიეწოდება.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ კონგრესზე 2,280 დელეგატი დამტკიცდა.

CPC შეცვლის კონსტიტუციას ეროვნულ კონგრესზე, რათა განისაზღვროს ახალი მმართველობის კონცეფციები, იდეები და სტრატეგია, რომელიც შემოთავაზებული იქნა ჩინეთის კონუმისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიერ, სი ძინფინგის ძირითადი მიმართულებით.

ცვლილებაში შედის ძირითადი თეორიები და სტრატეგიული მოსაზრებები, რომლებიც წარმოდგენილია კონგრესის მიერ წარდგენილ ანგარიშში, აღნიშნა თუომ.

კონგრესის გენერალურ მდივნად, ეროვნული კონგრესისთვის მოსამზადებელმა სხდომამ ლიუ იუნშანი დანიშნა, – თქვა თუომ და დასძინა, რომ კონგრესის დღის წესრიგის პრეზენტაცია მოსამზადებელ სხდომაზე გაიმართება.
სხოდმა, რომელიც ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ინიშნება, ოთხშაბათს დილის 9 საათზე გაიხსნება პეკინის  დიდ სახალხო დარბაზში და 24 ოქტომბერს დასრულდება, პრესკონფერენციაზე განაცხადა სპიკერმა.

პრესკონფერენცია 4:30 საათზე დაიწყო.

[:]