სექტემბერი26 , 2023
კულტურაისტორიაჩინეთის მოსახლეობის ისტორია

ჩინეთის მოსახლეობის ისტორია

-

- Advertisment -spot_img

ჩინეთის მოსახლეობა, რომელიც ამჟამად მილიარდ ოთხას მილიონ ადამიანს აჭარბებს, კვლავაც მსოფლიოში პირველ ადგილს იკავებს თავისი მრავალრიცხოვნობით. მოსახლეობის 91% ეთნიკურად ჩინელია. 8,5%-ს იკავებს ოფიციალურად ცნობილი 55 ეთნიკური უმცირესობა. საინტერესოა, წარსულშიც გამოირჩეოდა თუ არა ეს ქვეყანა თავისი მოსახლეობის სიმრავლით, როგორ მივიდა ჩინეთის მოსახლეობა თანამედროვე ნიშნულამდე, როგორია მოსახლეობის ზრდის თანამედროვე სიტუაცია ჩინეთში. სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ  ქვემომდებარე სტატიაში.

ჩინეთის მოსახლეობის განაწილება პროვინციების მიხედვით.

ამა თუ იმ ქვეყნის მოსახლეობის აღწერა რთული პროცესია და ხანგრძლივ მომზადებას საჭიროებს. დღესდღეობით კვალიფიციური პერსონალისა და კარგად შემუშავებული აღწერის სისტემის წყალობით  უკვე შესაძლებელია მოსახლეობის მაქსიმალური სიზუსტით დათვლა. თუმცა, ბუნებრივია მსგავსი სუზისტით ვერ ვისაუბრებთ წინა საუკუნეებზე. რაც უფრო უკან გადავდივართ წარსულში, მოსახლეობის რაოდენობა უფრო და უფრო მეტად ეყრდნობა ვარაუდებს.

საბედნიეროდ, განსხვავებით სხვა მრავალი ქვეყნისა, ჩინეთი ოდითგანვე გამოირჩეოდა მოწესრიგებული სახელმწიფო აპარატით. ისეთი დიდი ქვეყნისათვის კი, როგორიც ჩინეთი იყო გადასახადების გადამხდელების რაოდენობის დადგენა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამიტომაც, დროდადრო ეწყობოდა მოსახლეობის აღწერები ქვეყნის მასშტაბით. თუმცა, ითვლებოდა არა ინდივიდების, არამედ ოჯახების რაოდენობა. ამ რიცხვს ამრავლებენ 4-ზე, 5-ზე ან 6-ზე იმის მიხედვით თუ საშუალოდ რამდენ ადამიანს ვარაუდობენ ოჯახში. გარდა ამისა, აღწერები სრულად არ ითვლიდნენ მოსახლეობას. რიგ შემთხვევებში ადგილობრივი მოხელეები შემცირებულ რაოდენობას გადასცემდნენ ცენტრალურ ადმინისტრაციას, რათა ნაკლები გადასახადები გადაეხადათ. გარდა ამისა, აღწერებში ვერ ხვებოდნენ მონები, პატიმრები, კანონგარეშე პირები. შესაბამისად, მოსახლეობის რეალური რაოდენობა აღწერებში მითითებულ რიცხვზე მეტი უნდა ყოფილიყო.

ხანის დინასტიის საზღვრები

უძველესი მოსახლების აღწერა ჩინეთში, რომლის მონაცემებიც შენახულია წყაროებში, არის ახ.წ. 2 წელს, დასავლეთ ხანის დინასტიის ( ძვ.წ. 202- ახ.წ. 9 ) დროს ჩატარებული აღწერა. ხანის ინასტიის მოსახლეობა ამ დროს 60 მილიონს შეადგენდა, რაც იმდროინდელი მსოფლიო მოსახლეობის 30% იყო. 2 წლიდან ვიდრე 1911 წლამდე, როცა ჩინეთის უკანასკნელი დინასტია დაეცა, სულ ჩატარდა მოსახლეობის 104 აღწერა.  რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მომდევნო 1000 წლის განმავლობაში ჩინეთის მოსახლეობას 60 მილიონიანი ნიშნულისათვის არ გადაუცილებია. იგი მერყეობდა 30-60 მილიონს შორის.

მოსახლეობის რაოდენობა დიდწილად დამოკიდებული იყო ქვეყნის პოლიტიკურ სიტუაციაზე. ხანის დინასტიის დროს ოთხი საუკუნის განმავლობაში ქვეყანა ერთი დინასტიის მმართველობის ქვეშ ცხოვრობდა და მეტნაკლებად სიწყნარე სუფევდა. ხანის დინასტიის დამხობის შემდეგ კი დაიწყო სამსაუკუნოვანი არეულობა, შიდა ომები, ბრძოლები მომთაბარეებთან, რაც აისახა მოსახლეობის მნიშვნელოვან შემცირებაში. მერვე საუკუნეში, თანგის დინასტიის ( 618-907 ) ზეობის ხანაში მოსახლეობა კვლავ გაიზარდა და სამოც მილიონიან ნიშნულს მიაღწია. ზოგიერთი მეცნიერის აზრით 90 მილიონს მიაღწია. ძირითადად ასეთი განვითარებით ხასიათდებოდა ჩინეთის მოსახლეობის რაოდენობა ვიდრე მინგის დინასტიამდე ( 1644- 1911 ).

ჩინეთის მოსახლეობის ცვლილება დინასტიებისდა მიხედვით

ჩინეთის უკანასკნელი ორი დინასტიის- მინგისა და ცინგის ( 1644-1911 ) პერიოდში მოსახლეობა უწყვეტად იზრდებოდა. ხოლო 1749-1851 წლებში მოსახლეობა ორნახევარჯერ გაიზარდა და 181,000,000-დან  430 მილიონს მიაღწია. ეს განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა: 1)  ცინგის დინასტიის წარმოებული დაპყრობითი ომების შედეგად ქვეყნის ტერიტორია მნიშვნელოვნად გაფართოვდა დასავლეთისა და ჩრდილოეთის მიმართულებით. მოსახლეობის დიდი ნაწილი დასახლდა ჩრდილოეთის ნაყოფიერ ველებზე და დამუშავებული მიწის ფართობი გაიზარდა; 2) ბრინჯის ახალი, უფრო უხვმოსავლიანი  ჯიშები დაინერგა სოფლის მეურნეობაში; 3) ახალი სოფლის მეურნეობის პროფუქტების შემოტანა, განსაკუთრებით კი პროდუქცია ამერიკის კონტინენტიდან- სიმინდი, ტკბილი კარტოფილი, ბატატი.

მე-19 საუკუნე და მეოცე საუკუნის პირველი ნახევარი ჩინეთისათვის ძალიან რთული პერიოდი გამოდგა. ცინგის დინასტია ვეღარ ახერხებდა მოძველებული პოლიტიკური ეკონომიკური სისტემის ფარგლებში დაეკმაყოფილებინა გაზრდილი მოსახლეობის მოთხოვნილებები. ამას დაემატა ევროპული სახელმწიფოებისა და ამერიკის კოლონიალისტური ქმედებები ჩინეთის მიმართ. შედეგად დაიწყო საუკუნოვანი კრიზისი ქვეყანაში, რომელსაც ჩინელები „დამცირების საუკუნეს“ უწოდებენ. კრიზისის პირველი დიდი ნიშნები იყო ორი ოპიუმის ომი ბრიტანეთთან  ( 1839-1842 და 1856-1860 ) და  თაიფინგების აჯანყება ( 1850-1864 ). ამის შემდეგ ცინგის დინასტიამ ქვეყნის დიდ ნაწილზე კონტროლი დაკარგა. ჩინეთი აჯანყებებმა მოიცვა. სიტუაციას ვერც ცინგის დინასტიის დამხობამ და ჩინეთის რესპუბლიკის დაარსებამ უშველა. დაიწყო ბრძოლა ძალაუფლებისათვის ჯერ ნაციონალურ პარტიასა ( ე.წ. გომინდანი ) და არმიის სარდლებს შორის, შემდეგ კი გომინდანსა და კომუნისტურ პარტიას შორის. ამას დაემატა იაპონიის ინტერვენცია ჩინეთში და არაერთი ბუნებრივი კატასტროფა.  შედეგად, 1850-1953 წლებში ჩინეთის მოსახლეობა „მხოლოდ“ 100 მილიონით გაიზარდა. ერთი შეხედვით ასი მილიონი დიდი რიცხვია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ 1850 წლამდე ასწლეულში მოსახლეობა გაორმაგდა და 400 მილიონს გადააჭარბა, ას წელში ასი მილიონის ნამატი მცირე მაჩვენებელია.

კარიკატურა ასახავს თუ როგორ იყოფდნენ ჩინეთის ტერიტორიებს ევროპული სახელმწიფოები და იაპონია

1949 წელს კომუნისტურმა პარტიამ გაიმარჯვა ნაციონალურ პარტიასთან სამოქალაქო ომში და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დააარსა. 1953 წელს ჩატარდა უკანასკნელ ას წელში ერთადერთი აღწერა, რომელიც აკმაყოფილებდა სტანდარტებს. მოსახლეობა 583 მილიონით განისაზღვრა. მართალია კომუნისტური პარტიის მმართველობის პერიოდში დაფიქსირდა რიგი პოლიტიკური შეცდომებისა, რომლებმაც მოსახლეობაში დიდი მსხვერპლი გამოიწვიეს. მაგრამ თავის მხრივ სტაბილური შიდაპოლიტიკური ვითარება, სოციალური და ეკონომიკური განვითარება, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება აისახა მოსახლეობის ძალიან სწრაფ ზრდაში. სულ რაღაც 50 წელში მოსახლეობა თითქმის 2,5-ჯერ გაიზარდა და 2 000 წელს მილიარდ ორას მილიონს გადააჭარბა.

მოსახლეობის ასეთმა მატებამ კომუნისტური პარტია აიძულა შეზღუდვები დაეწესებინა შობადობაზე. 1979 წელს გატარდა ცნობილი ერთი ბავშვის კანონი. აიკრძალა ერთზე მეტი შვილის ყოლა. კანონის დარღვევა ისჯებოდა ფულადი ჯარიმებით. განსაკუთრებული სიმკაცრით იცავდნენ კანონს დიდ ქალაქებში. სოფლებში შედარებით რბილად გაატარეს კანონი. აქ რიგი გამონაკლისებიც კი დაწესდა. მაგალითად, თუ სოფელში წყვილს პირველი შვილი გოგო ეყოლებოდათ, შეეძლოთ მეორე შვილიც გაეჩინათ. უნდა აღინიშნოს, რომ ერთი შვილის კანონი არ გავრცელდა ეთნიკურ უმცირესობებზე.

მარცხნიდან გამოსახულნი არიან ჭოუ ენლაი ( პრემიერ-მინისტრი ), მაო ძედუნი ( კომუნისტური პარტიის გენერალური თავჯდომარე ) და ლინ პიაო ( თავდაცვის მინისტრი ).

ერთი შვილის კანონი მოქმედებდა 1979 წლიდან 2015 წლის ჩათვლით. ამ პერიოდში ჩინეთის მოსახლეობა 380 მილიონით გაიზარდა. თუმცა, ჩინელი სპეციალისტების თქმით, ამ კანონის შედეგად დამატებითი 400 მილიონი ბავშვის დაბადება აიცილეს თავიდან. რადიკალურად შემცირდა შობადობის მაჩვენებელიც. თუ ის 1970-იან წლებში 2.8 იყო, 2015 წელს 1.5-მდე ჩამოვიდა. უნდა ითქვას, რომ შობადობის შემცირებაზე გარდა ამ კანონისა ეკნომიკურმა სიტუაციამაც იმოქმედა. ახალ სოციალურ რეალობაში ქალების დიდი ნაწილი მუშაობს, შესაბამისად ოჯახებში 1-2 ბავშვზე მეტის გაჩენის სურვილიც აღარაა, რადგან სოციალური და ეკონომიკური  წნეხი გაიზარდა ქალზეც და კაცზეც.

2016 წლიდან 1 ბავშვის კანონი ჩაანაცვლა 2 ბავშვის კანონმა. თითქმის ორმოცწლიანმა ერთბავშვიანობამ მოსახლეობაში ახალგაზრდების შეფარდებითი წილი ძალიან შეამცირა. ამის გამოსასწორებლად მთავრობა უკვე მოუწოდებს ახალგაზრდა წყვილებს ბავშვების ყოლისაკენ. რიგ შემთხვევებში სიტყვით გამოსვლისას ჩინეთის პრეზიდენტმა- სი ძინფინგმაც მხარი დაუჭირა უფრო მეტი ბავშვის გაჩენას. სპეციალისტების გამოთვლებით, თუ ინდოეთმა და ჩინეთმა არსებული ტემპით განაგრძეს მოსახლეობის ზრდა, 2050 წელს ინდოეთი გადაასწრებს ჩინეთს. ამჟამად ჩინეთის მოსახლეობა ყოველ წელს 12 მილიონით იმატებს, რაც მილიარდ ოთხასმილიონიანი ერისათვის საკმაოდ მცირე მაჩვენებელია. ამჟამად რთულია იმის განსაზღვრა გაითვალისწინებს თუ არა ჩინეთის საზოგადოება მთავრობის მოწოდებას ბავშვების  ყოლასთან დაკავშირებით.

ჩინეთის მოსახლეობა იმდენად დიდია, რომ მისი პროვინციები სხვა დიდ ქვეყნებს უტოლდებიან მოსახლეობის სიდიდით.

უახლესი სტატიები

სინგი, კუეიჭოუ: სპორტის მოყვარულთა სამოთხე

10 სექტემბერს გამართულ გრანდიოზულ ცერემონიაზე, ვანფენგლინის ნახევარმარათონით გაიხსნა ღონისძიება, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ჩინეთის Storyteller Partnerships Tour-ის ჯგუფის წევრები კუეიჭოუდან. მათ...

თბილისში ჩინური კინოფესტივალი მიმდინარეობს

17 სექტემბერს, ეროვნული არქივის კინოდარბაზში თბილისის ჩინური კინოფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოში ჩინეთის საელჩო, ჩინეთის კინოადმინისტრაცია და საქართველოს...

საქართველოს ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოაქვს

საქართველოს ტურიზმის სექტორის გასაძლიერებლად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. განცხადება...

საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადა, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. „ჩვენთვის ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შარშან...

თბილისში „სარტყელი და გზის“ კონფერენცია გაიმართა

6 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, ჯეოქეისისა და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „სარტყელი...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დღის აღსანიშნავი მიღება გამართა

2023 წლის 1 აგვისტოს, ჩინეთის საელჩომ საქართველოში ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსებიდან 96 წლის იუბილეს აღსანიშნავად მიღება გამართა. შეხვედრას...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები