[:ka]

ალბათ, აქამდეც გსმენიათ ჩინეთის “მოჩვენებათა ქალაქებზე” – უზარმაზარ ტერიტორიაზე გაშენებულ საცხოვრებელ სახლებზე, მაღაზიებზე, სპორტულ მოედნებსა თუ მუზეუმებზე, რომელსაც არავინ იყენებს. სინამდვილეში, ისინი არც ისე ცარიელია, როგორც ეს წარმოგვიდგენია. თუმცა, იქ იმაზე ნაკლები ადამიანი ცხოვრობს, ვიდრე შესაძლებელია. ქალაქები ჩინეთის ხელისუფლების დიდი ურბანიზაციის გეგმის ნაწილია, რომელიც 1980-იან წლებში დაიწყო და ასობით მილიონი ადამიანის ქალაქში გადმოსვლას ისახავდა მიზნად. იქამდე ჩინეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი სოფლებში ცხოვრობდა, ქალაქებში კი სულ 180 მილიონი ადამიანი იყო. შემდეგი რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ჩინეთში გაშენდა ასობით ახალი ქალაქი და ჩინეთიც ურბანულ ქვეყანად იქცა. თუმცა, გაჩნდა ერთი პრობლემა – მოსახლეობის სოფლიდან ქალაქში გადაყვანა და მათი იქ დატოვება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

როგორ შეიქმნა “მოჩვენებათა ქალაქები”

ისტორიულად, ქალაქების გაშენება დამოკიდებული იყო იმ ტერიტორიაზე არსებულ ბუნებრივ რესურსებზე, იქნებოდა ეს წყალი, ნაყოფიერი მიწა ან უბრალოდ ხელსაყრელი გეოგრაფიული მდგომარეობა. დროთა განმავლობაში ქალაქების ზრდა ორგანულ პროცესად იქცა. თუმცა, ჩინეთმა სხვა მიდგომა გამოიყენა და დაიწყეს ქალაქების მშენებლობა ისეთ ადგილებშიც, სადაც ამის ლოგიკური მიზეზი არ არსებობდა. ეს პროცესი განპირობებული იყო იმ მოლოდინით, რომ როცა ქალაქები აშენდებოდა, მოსახლეობა ავტომატურად დაიწყებდა სოფლიდან იქ გადასვლას.

თუმცა, მოსახლეობა უარს აცხადებდა ისეთ ადგილას გადასვლას, სადაც მცირედ იყო განვითარებული ისეთ სერვისები, როგორიცაა ჯანდაცვა, სკოლა, ტრანსპოტირება, სავაჭრო ცენტრები. ადგილობრივი ხელისუფლება კი თავს იკავებდა ამ სახის ინფრასტრუქტურის აშენებისგან მანამ, სანამ საკმარისი ოდენობის მოსახლე არ გადმოვიდოდა ქალაქში.

რამდენაც ცარიელია ეს ქალაქები?

2015 წელს ჩიკაგოელმა ფოტოგრაფმა, კაი ქემერერმა გადაწყვიტა, თავად ენახა თუ რამ გამოიწვია უცხოური მედიის დიდი ყურადღება ამ ქალაქების მიმართ და თავად ეწვია მათ. მისი განცხადებით მას სულაც არ დახვდა ის, რასაც ელოდა. ეს ქალაქები ტოვებენ არა ცარიელის, არამედ ახლის შთაბეჭდილებას. იქ ცხოვრობს ხალხი, თუმცა იმაზე გაცილებით ნაკლები, ვიდრე გათვლილი იყო – აცხადებს ქემერერი. მან სამი თვე გაატარა ამ ქალაქებში მოგზაურობაში. მოინახულა კანგბაშის უბანი ორდოსში, იუძიაოფუს ფინანსური უბანი თიენძინთან ახლოს და მეისის ტბის ქალაქი ჩანგშასთან. კანგბაშიში მაგალითად მაშინ 100 000 ადამიანი ცხოვრობდა.

ორდოსის “მოჩვენებათა ქალაქი”

ჩინეთში, შიდა მონღოლეთში, გობის უდაბნოს შუაგულში, ქალაქ ორდოსში ქუჩებში შეხვდებით უამრავ მაღალსართულიან შენობას, რომელიც თითქმის სრულიად ცარიელია. ასეთი შენობებით განსაკუთრებით ქალაქის ერთ-ერთი უბანი – კანგბაში გამოირჩევა. ქალაქმა 14 წლიანი დაგეგმარებისა და მშენებლობის პერიოდი გაიარა და საბოლოოდ იქცა “მოჩვენებათა ქალაქად”. ოფიციალური გეგმის მიხედვით ორდოსა და სხვადასხვა ქალაქში გაშენებულ მსგავს უბნებს კიდევ უფრო უნდა შეეწყოთ ხელი ჩინეთის ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის, თუმცა მოვლენები გეგმის მიხედვით არ განვითარდა. 10 წლის წინ ორდოსის შემოგარენი სიმდიდრით გამოირჩეოდა იქ არსებული ნახშირის საბადოების გამო. სწორედ ამით იყო გამოწვეული ის ოპტიმიზმი, რომელმაც ინვესტორებს მილიონობით დოლარი დაახარჯინა შენობებზე, გზებზე, წყალ და გაზ-გაყვანილობებზე. თუმცა, 2008 წლის შემდეგ, როცა მსოფლიოში შემცირდა მოთხოვნა ნახშირზე, ქალაქის წლიური ზრდის მაჩვენებელი 2/3-ით შემცირდა და ქალაქის ვალი მთელი ბიუჯეტის 250%-მდე გაიზარდა.

ადგილობრივი ხელისუფლება იმედოვნებდა მილიონი ადამიანის მოზიდვას ახალ საცხოვრებელ სივრცეში. ამისთვის მათ ააშენეს საუცხოო ინფრასტრუქტურა, მუზეუმები, მოედნები, თანამედროვე დიზაინის ბიბლიოთეკა. მას შემდეგ გეგმა მილიონი ადამიანის მოზიდვიდან 300.000-მდე შემცირდა. ამის მიუხედავად, ეს გეგმაც კი მხოლოდ ნახევრად შესრულდა. ერთ-ერთი ადრეული მცხოვრები, ჰუ ჟიჩა შვიდ წელზე მეტია მეზობლის მოლოდინშია.

ბატონი ჰუ ქალაქის ძველი უბნიდან გადმოვიდა საცხოვრებლად ორდოსში. მისი თქმით, იქ ცხოვრების დადებით მხარეებში სიმშვიდე, კარგი ჰაერი, საცობის ნაკლებობა შედის. მისი შვილისთვის არის სკოლაც, თუმცა მცირეა ადგილობრივი ბიზნესი, რის გამოც მას პროდუქტების საყიდლად ძველ უბანში უწევს გამგზავრება.

ჩინეთის სხვა “მოჩვენებათა ქალაქებმა” ჯერ ვერ გადაწყვიტეს, როგორ შეუწყონ ხელი ეკონომიკას გარდა დამატებითი ვალის აღებისა. ჩინეთის ხელისუფლება აქტიურად ცდილობს წაახალისოს მოსახლეობის მიგრაცია სოფლებიდან ქალაქში, განსაკუთრებით შესამჩნევია ეს ქმედებები შიდა მონღოლეთში. სწორედ ამის შედეგია ორდოსის ტეროტირაზე მოსახლეობის მცირედი, თუმცა მაინც მატება, რამაც სამშენებლო კომპანიების ზარალი შეამცირა. მაგრამ მათი საცხოვრებელი კორპუსების უმეტესობა ჯერაც დაუსახლებელია.

ორდოსის წლიური ეკონომიკური ზრდა შემცირდა კანგბაშის უბანში სახლების მშენებლობის ზრდასთან ერთად
სამშენებლო კომპანიები მაინც განაგრძობენ დალუს ახალი უბნის მშენებლობას, რომელიც ორდოსიდან 2 საათის სავალზეა.

Ordos City Investment Real Estate Development Co. -მ გასულ წელს განაახლა ორი პრეოქტი, რომელიც მათ 5 წლის წინ შეაჩერეს. “კანგბაშის უძრავი ქონების გაყიდვების სიტუაცია გაუმჯობესდა, ამიტომ ჩვენმა კომპანიამ გადაწყვიტა განეახლებინა მშენებლობა” – აცხადებს ვანგ თიენიონგი, რომლის თქმითაც სამთავრობო სუბსიდიები აღნიშნულ პროექტებს ძალიან ეხმარება. ერთ-ერთ პროექტში შედის 8 ცათამბჯენის აშენება, საიდანაც 2 უკვე სრულად გაიყიდა. ამის მიუხედავად, გაყიდული შენობები არ ნიშნავს, რომ იქ ხალხი აუცილებლად იცხოვრებს. ჩინური ოჯახები უძრავ ქონებას იყენებენ როგორც ინვესტიციებს ან ინახავენ სანამ მათი შვილები არ გაიზრდებიან. ეს კი ხსნის იმას, თუ რატომაა კანგბაშის უბანი ასე მცირედ დასახლებული.

“მოჩვენებათა ქალაქები” დამატებითი ტვირთი იქნება ჩინეთის ეკონომიკისთვის – აცხადებს როსალეა იაო, Gavekal Dragonomics-ის ანალიტიკოსი. “ჯერაც საკამოდ ბევრი ქალაქია შესავსები და მოსამზადებელი საცხორებლად. ამიტომაც, მოსახლეობასაც არა აქვს სტიმული, ასეთ ადგილებსი გადაცხოვრდეს.” შანხაის ძიაო თონგის უნივერსიტეტის პროფესორ ლუ მინგის კვლევის მიხედვით, ჩინეთში არსებული ქალაქების ირგვლივ ნასესხები ფულით 272 ახალი უბანი გაშენდა.