Home კულტურა დღესასწაულები ჩინეთის ნაციონალური დღე

[:ka]ჩინეთის ნაციონალური დღე [:]

0
5088
[ფოტო/REUTERS/Stringer ]

[:ka]

ჩინეთის ნაციონალური დღე

[ფოტო/CFP]

ამ დღეს ბევრი მასშტაბური ღონისძიება ტარდება ქვეყანაში. 7 დღიან დღესასწაულს, 1-8 ოქტომბრის ჩათვლით, “ორქოს კვირას” უწოდებენ, ამ დროს ჩინეთში უამრავი ტურისტი ჩამოდის.

ჩინური ნაციოლური არდადეგების 2017 წლის განრიგი

თიან’ანმენის მოედანი, პეკინი. [ფოტო/Xinhua]

1 – ლი ოქტომბერი (კვირა), 2 ოქტომბერი (ორშაბათი) 3 ოქტომბერი (სამშაბათი) – სამ დღიანი  კანონიერი  არდადეგები.

4 ოქტომბერი (ოთშაბათი) – საშემოდგომო ფესტივალი

5 ოქტომბერი (ხუთშაბათი) 6 ოქტომბერი (პარასკევი) – გადავადებული არდადეგები სექტემბრის 30 და ოქტომბრის პირველი რიცხვისთვის.

7 ოქტომბერი (შაბათი) 8 ოქტომბერი (კვირა) – უქმე დღეების დასასრული.

*უქმე დღეების თარიღი 1- 8 ოქტომბრის ჩათვლითაა, ამ პერიოდში შედის შუა საშემოდგომო ფესტივალი 4 ოქტომბერს, ადამიანები მუშაობას კი 9 ოქტომბრიდან (ორშაბათიდან) განაგრძობენ.

წარმომავლობა

[ფოტო/Qingdaonese]

1949 წლის პირველი ოქტომბერი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების აღსაღნიშნავი დღეა თუმცა რეალურად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ამ დღეს არ დაარსებულა.  ჩინეთის დამოუკიდებლობის დღე 1949 წლის 21 სექტემბერია, მაგრამ თიანანმენის  მოედანზე (Tiananmen Square) პირველ ოქტომბერს  ახალი ჩინეთის ცენტრალური სახალხო მთავრობის ჩამოყალიბება აღნიშნეს.  1949 წლის 2 ოქტომბერს  ახალმა მთავრობამ მიიღო რეზოლუცია, ჩინეთს სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით და პირველ ოქტომბერს ჩინეთის ნაციონალური დღის სტატუსი მიანიჭა.

1950 წლიდან 1ლი ოქტომბერი ჩინელი ხალხისთვის სასიამოვნო და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა.

სამხედრო მიმოხილვა და აღლუმი 

სამხედრო აღლუმი, თიან’ანმენის მოედანი. [ფოტო/Xinhua]

1949 წლის პირველი ოქტომბრიდან, მთლიანობაში  14 სამხედრო მიმოხილვა ჩატარდა.

ყველაზე წარმომადგენლობითი და გავლენიანი სამხედრო მიმოხილვის შემთხვევები დაფუძნების ცერემონიალზე,  5, 10, 35, 50, 60 – იუბილეს აღსაღნიშნავად ჩატარდა, ამ შთამბეჭდავი სამხედრო მიმოხილვები ხალხის ყურადღება სხვა ქვეყნებიდანაც მიიპყო, ამიტომ ბევრი ტურისტი ჩინეთში ამ ცერემონიის სანახავად ჩამოდის.

სამხედრო მიმოხილვების შემდეგ დიდი აღლუმები იმ ადამიანების მიერ ეწყობა, რომლებსაც პატრიოტიზმის გრძნობის გამოხატვა სურვილი აქვთ. სამხედრო მიმოხილვა და აღლუმი ყოველ 5-10 წელიწადში ერთხელ იმართება.

სხვა საქმიანობები, როგორებიცაა დროშის აწევის ცერემონია, ცეკვისა და სიმღერის საღამოები, ფეიერვერკის ჩვენებები და  სხვადასხვა გამოფენები – ნაციონალური დღის აღსაღნიშნავად ტარდება, ვისაც უყვარს საყიდლებზე სიარული, ეს ხელსაყრელი პერიოდია, რადგან ბევრი სავაჭრო ცენტრი დიდ ფასდაკლებებს ზუსტად ამ არდადეგების განმავლობაში აწყობს.

არდადეგების განრიგი

[ფოტო/Xinhua]

თარიღის აღსაღნიშნავად, ოფიციალურად  სამ დღიანი დასვენებაა დანიშნული, 2 მაცაუ და 1 ჰონგ-კონგში, თუმცა ადამიანებს  ერთ კვირიანი დასვენების მოწყობა თავისუფლად შეუძლიათ, რადგან სამ დღიანი არდადეგები უქმე დღეებს შორის არის მოქცეული, რასაც ჩინეთში, “ოქროს კვირას” უწოდებენ, ქვეყანაში ეს ყველაზე გრძელი დასვენების პერიოდია, ახალი წლის არდადეგების შემდეგ. კარგი ამინდის პირობებში ეს კვირა ხელსაყრელია მოგზაურობისთვისაც.

რჩევები მგზავრობისთვის

[ფოტო/REUTERS/China Daily]

ოქროს კვირა მოგზაურობისთვის ყველაზე მოთხოვნადი პერიოდია, ამიტომ რთულია მატარებლის და თვითმფრინავის ბილეთების შეძენა, პარალელურად ფასებიც ნორმაზე მაღალია და სასტუმროს ნომრებიც დაკავებული..

თუ გნებავთ, რომ მგზავრობის პერიოდი უფრო მარტივი და კომფორტული იყოს თქვენთვის, ეს რჩევები გამოგადგებათ:

[ფოტო/CFP]

1.თუ შესაძლებელია თავი აარიდეთ მგზავრობას ოქროს კვირეულის დროს, დაგეგმვა ამ კვირის შემდეგ ან კვირის დაწყებამდე უნდა დაიწყოთ, ამ პერიოდებში უფრო ნაკლები ტურისტია –  ფასებიც უფრო დაბალია და მოგზაურობაც უფრო სასიამოვნო ხდება.

[ფოტო/ Zhai Yujia / Ecns.cn]

2.თუ თქვენ აუცილებლად გჭირდებათ ნაციონალურ დღეს – ქყვეანაში მოგზაურობა, მაშინ შეეცადეთ, კვირის პირველ ორ და ბოლო დღეს თავი აარიდოთ, რადგან ეს პერიოდი ყველაზე გადატვირთულია როგორც  სატრანსპორტო სისტემის თვალსაზრისით ისე  ბილეთების ფასების, ავტობუსებისა და მატარებლის ბილეთის რაოდენობის მხრივ.  კვირის პირველი ორი დღე არახელსაყრელი პერიოდია ცნობილი ადგილების დასათვალიერებლად.

[ფოტო/CFP]

3.აირჩიეთ ნაკლებად ცნობილი ტურისტული ქალაქები რადგან სხვა შემთხვევაში თქვენი მოგზაურობა, გადატვირთულ ქუჩებში, არასასიამოვნო გახდება.

4.წინასწარ დაჯავშნეთ ფრენის და ქალაქში გადაადგილების ბილეთები, სასტუმროს ნომრები. თუ თქვენ ადრე დაბრონავთ სასტუმროს ნომრებსა და ბილეთებს – შეიძლება ფასი ნორმაზე დაბალი იყოს რადგან ფასდაკლების პერიოდს დაემთხვევით.

[ფოტო/ Fu Ding/Asianewsphoto]

ჩინეთში მატარებლებისთვის ბილეთების შეძენა 60 დღით ადრეა შესაძლებელი, მაგრამ ბილეთები, რამდენიმე წუთში იჯავშნება, ამიტომ მოემზადეთ “ბრძოლისთვის”.

[ფოტო/CFP]

ქალაქის ცხელ, ცენტრალურ წერტილებში სასტუმროს ნომრების დაბრონვაც გართულებულია, არ არის ადგილები – დასარჩენად, ამიტომ ჯობს თუ სასტუმროს ნომრებსაც ადრე დაჯავშნით, თუ ამის გათვალისწინება შეუძლებელია, შეგიძლიათ ბედი ბიზნეს სასტუმროებში გამოსცადოთ.

[:]

NO COMMENTS