ჩინეთის პირველმა საზღვაო ჩქაროსნულმა რკინიგზამ, Fuzhou-Xiamen-Zhangzhou High-speed Railway, რომელიც ფუჭოუსა და ჭანგჭოუს აღმოსავლეთ ჩინეთის ფუძიენის პროვინციას ერთმანეთთან აკავშირებს, პარასკევს (3 იანვარს) სტატიკური მიღების ტესტირება გაიარა.

რკინიგზა წარმოადგენს მთავარ ჩქაროსნულ პროექტს სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო ზონაში და ჩინეთის “რვა ვერტიკალური და რვა ჰორიზონტალური” ჩქაროსნული სარკინიგზო ქსელის შემადგენელია.

277 კილომეტრიანი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 2017 წლის სექტემბერში დაიწყო, მისი დაპროექტებული მაქსიმალური საოპერაციო სიჩქარით 350 კილომეტრი საათში. სარკინიგზო ხაზის გასწვრივ სულ რვა სადგური განთავსდება, ესენია: Fuzhou South, Fuqing West, Putian, Quangang, Quanzhou East, Quanzhou South, Xiamen North და Zhangzhou.

ადმინისტრაციის განცხადებით, სტატიკური მიღების ტესტირება ჩქაროსნული რკინიგზის დასრულების მნიშვნელოვანი ნაწილია და რკინიგზის საინჟინრო კონსტრუქციისა და სისტემის აღჭურვილობის ყოვლისმომცველ “ფიზიკურ გამოკვლევას” წარმოადგენს.

პროექტის შეუფერხებელი პროგრესის უზრუნველსაყოფად, რკინიგზის დეპარტამენტებმა წინასწარ შექმნეს რამდენიმე პროფესიული სამუშაო ჯგუფი, რათა შეამოწმონ გზის კალაპოტი, ხიდები და მილები, გვირაბები, სიგნალები და სხვა მაღალსიჩქარიანი რკინიგზის სამშენებლო პროექტები.

სტატიკური მიღების ტესტირების დასრულების შემდეგ, Fuzhou-Xiamen-Zhangzhou მაღალსიჩქარიანი რკინიგზა აპრილში ერთობლივი გამართვისა და ტესტირების ეტაპზე გადავა და ამ წლის განმავლობაში ექსპლუატაციისთვის მზად იქნება.

ჩქაროსნული რკინიგზის გახსნის შემდეგ ფუჭოუდან სიამენამდე მგზავრობის დრო ერთ საათზე ნაკლებ დროზე შემცირდება. ქალაქები სიამენი, ჭანგჭოუ და ცუენჭოუ “ნახევარსაათიან სატრანსპორტო წრეს” შექმნიან, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთის სანაპირო ქალაქები “ოქროს ტურისტულ სარტყელს” დაუკავშირდებიან. გარდა ამისა, მგზავრობა სიამენსა და პეკინს შორის ცხრა საათამდე შემცირდება.

უფრო მეტიც, მოსალოდნელია, რომ რკინიგზა კიდევ უფრო გააუმჯობესებს სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს სწრაფ სარკინიგზო ქსელს და ხელს შეუწყობს საზღვაო აბრეშუმის გზისა და ურბანული კლასტერების კავშირს მდინარე იანძის დელტასა და დიდი ყურის არეალში, რაც ხელს შეუწყობს ფუჭოუს, სიამენის, ჭანგჭოუსა და ცუენჭოუს აღმავლობასა და მთლიანად რეგიონის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას. 

წყარო