ჩინეთ-აშშ-ს შორის ბოლო პერიოდში დაძაბული ურთიერთობების დროს ჩინეთის პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები ღიად გამოხატავენ სურვილს, რომ ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე წარმატებით დასრულდეს.
მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც გასულ პარასკევს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა განცხადება გააკეთა $200 მილიარდის ოდენობის პროდუქტზე ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით.
ამ მოვლენებამდეც, ჩინეთის კომუნისტური პარტიის შიგნით ბევრი ფიქრობდა, რომ ჩინეთმა უნდა გადახედოს შეერთებულ შტატებთან მიმართებით საკუთარ სტრატეგიას. ისინი თვლიან, რომ ამერიკასთან ურთიერთობები საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ქვეყნის სამომავლო კურსის მნიშვნელოვნად განმსაზღვრელია.
“ჩინეთმა უნდა მოახერხოს და ორ ქვეყანას შორის წარმოქმნილი სიცარიელე შეავსოს”, აცხადებს ჭანგ მუშენგი, ჩინეთის მთავრობის ყოფილი წევრი.
ლი ჟუოგუ, ჩინეთის ცენტრალური ბანკის ყოფილი ვიცე პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ჩინეთმა მოვლენებს ამერიკის გადმოსახედიდანაც შეხედოს და ორმა ქვეყანამ საერთო კომპორმისის გზით მიაღწიონ შეთანხმებას.
“ჩინეთ-ამერიკის ურთერთობები უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელია ჩინეთისა და დასავლური სამყაროს ურთიერთობის. თუ ამ კრიზისულ პერიოდს სათანადოდ ვერ დავძლევთ, ის ზეგავლენას იქონიებს ჩვენს ურთიერთობაზე სხვა განვითარებულ ქვეყნებთან. ნამდვილად გვესმის შეერთებული შტატების? ნამდვილად ვიცით, როგორ ფიქრობს დონალდ ტრამპი და მისი კაბინეტი? ვფიქრობ, ამერიკა უფრო ახლოდან უნდა შევისწავლოთ და შემდეგ ჩამოვაყალიბოთ უფრო მკაფიოდ საკუთარი პოლიტიკა.” აცხადებს ლი ჟუოგუ.
ბევრი იზიარებს პოზიციას, რომ იმის მიუხედავად, როდის მოახერხებს ორი ქვეყანა შეთანხმებას, პეკინმა და ვაშინგტონმა უნდა შეინარჩუნონ ახლო ურთიერთობები, რადგან ისეთ ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება, როგორებიცაა ჩინეთი და ამერიკა, უარყოფიტად მოქმედებს მთელს მსოფლიოზე.
“წარსულში, ათწლეულების მანძილზე, ჩინეთი და შეერთებული შტატების საერთო ინტერესი დაკავშრებული იყო იმ მზარდი საფრთხით, რომელსაც საბჭოთა კავშირი წარმოადგენდა. მისი დაშლის შემდეგ კი ჩვენი ურთიერთობები გაამყარა მჭიდრო ეკონომიკურმა კავშრებმა. დღეს ეს ახალი კავშირი შესუსტებულია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ გავამყაროთ ის და როგორ მოვძებნოთ ახალი საერთო შეერთებულ შტატებთან”, აცხადებს ლი ჟუოგუ, რომლის პოზიციასაც იზიარებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა თანამედროვე ჩინეთის პოლიტიკაში, როგორიცაა ხუ დეფინგი, რომელიც ყოფილი რეფორმატორი ხუ იაოპანგის შვილია.
მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები უშუალოდ არ განსაზღვრავენ ქვეყნის პოლიტიკას, მათი უმეტესობა რევოლუციონერი კომუნისტების პირველი თაობის შთამომავლები არიან და მათი გავლენის წრეც საკმაოდ დიდია.
“ჩინური მხარე კარგად ხვდება, რომ იმისთვის, რომ შეერთებულ შტატებს სიძლიერით დაეწიონ, დიიდ გზა აქვთ გასავლელი. ამისთვის მიმდინარე სავაჭრო მოლაპრაკებები ძალიან მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ჩინეთისთვის პოზიციების ნაწილსი დათმობა დღეს მომგებიანი აღმოჩნდეს გრძელვადიან პერსპექტივაში”, აცხადებს ჩიკაგოს უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების პროფესორი იანგ დალი.
აქვე, გთავაზობთ დონალდ ტრამპის მიერ გუშინ Facebook-ის გვერდზე გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებას: “ვფიქრობ, ჩინური მხარე მიხვდა, რომ ისინი მარცხდებოდნენ მიმდინარე მოლაპარაკებებში და ფიქრობენ, დაიცადონ 2020 წლის არჩევნებამდე. თუ გაუმართლათ და დემოკრატებმა მოიგეს, ისინი გააგრძელებენ $500 მილიარდის ზარალის მოტანას შეერთებული შტატებისთვის. ერთადერთი პრობლემაა, რომ იციან, მე გავიმარჯვებ. (საუკეთესო ეკონომიკური ზრდა და უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი შეერთებული შტატების ისტორიაში და უამრავი სხვა), მოლაპარაკებების შედეგი კი კიდევ უფრო წამგებიანი იქნება მათთვის ჩემი მეორე ვადის დროს. უფრო ჭკვიანური იქნება, თუ ისინი ახლა იმოქმედებენ, სხვა მხრივ მე ძალიან მიყვარს ტარიფების შეგროვება”.
საინტერესოა, როგორ გაგრძელდება ორ მხარეს შორის მოლაპარაკება პრეზიდენტ ტრამპის თამამი და პირდაპირი განცხადების შემდეგ. შეგახსენებთ, რომ ჩინურ-ამერიკული მხარე რიგ საკითხებზე ბოლომდე ჯერაც ვერ შეთანხმდა.