მარტი23 , 2023
პოლიტიკაჩინეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში

[:ka]ჩინეთის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი გერმანიაში[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]წელს, ჩინეთ-გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 45 წლისთავი აღინიშნება. შარშან ჩინეთი გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა.

4 ივლისს, სამშაბათს პრეზიდენტი სი ძინ ფინგი რუსეთში ვიზიტის შემდეგ ბერლინს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტმა  ორ ქვეყანას შორის კავშირის არაერთ ასპექტს გაუსვა ხაზი. მისი განცხადებით, ჩინეთსა და გერმანიას შორის პრაგმატული თანამშრომლობა ჩინეთ-ევროპული ურთიერთობების წარმმართველი ფაქტორია. ქვეყნებს შორის მჭიდრო კავშირი ეკონომიკური თანამშრომლობის ძლიერი მაგალითია.

გერმანულ გაზეთ Die Welt- ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გერმანიის ქალაქები დუისბურგი და ჰამბურგი, ჩინეთსა და ევროპას შორის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ჰაბები გახდნენ.

ვიზიტისას, სი ძინ ფინგმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩინეთმა და გერმანიამ უნდა შექმნან ღია საინვესტიციო გარემო და აწარმოონ სამართლიანი კონკურენცია. ასევე, აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანამ უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა ქამრისა და გზის მშენებლობის ფარგლებში და ხელი შეუწყოს  ქვეყნის უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას. ორმა ქვეყანამ ხელი უნდა შეუწყოს თანამშრომლობის გაღრმავებას ინოვაციების, ინტერნეტის, ფინანსების, ენერგეტიკის და გარემოს დაცვის სფეროებში.

ურთიერთობების განხილვისას სიმ აღნიშნა, რომ 45 წლის განმავლობაში ორმა ქვეყანამ დიალოგისა და თანამშრომლობის 70-ზე მეტი მექანიზმი შექმნა. გასულ წელს, კულტურული  ნაწილის გაცვლის ფარგლებში გერმანია-ჩინეთს შორის 2 მილიონზე მეტი ვიზიტი განხორციელდა.

ცნობილია, რომ სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში სი ძინ ფინგი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან ერთად დაესწრება პანდა პავილიონის ინაუგურაციას ბერლინის ზოოპარკში, სადაც ისინი ზოოპარკის ორ ახალ ბინადარ, პანდას ნახავენ. სიმ იმედი გამოთქვა, რომ პანდა გახდება მეგობრობის მაცნე ორ ქვეყანას შორის. ასევე, მან იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა გაძლიერდება განათლების, მოგზაურობის, ჯანდაცვის და ფეხბურთის სფეროებში.

გარდა ამისა, პარასკევს და შაბათს, პრეზიდენტი დაესწრება G20 სამიტს, ყველაზე გავლენიანი ეკონომიკის ლიდერთა ყოველწლიურ შეკრებას, ჰამბურგში. მისი თქმით, ჩინეთი მზადაა გამოიყენოს სამიტი როგორც საუკეთესო შანსი  ყველა მხარესთან მუშაობისთვის, საერთაშორისო ეკონომიკური და გლობალური მმართველობის მკაფიო სიგნალების გაგზავნისა და მსოფლიო ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ G20 განაგრძობს გახსნილობას და განვითარებას და ხელს შეუწყობს ვაჭრობასა და ინვესტიციებს.

 

 

 

 

 

 [:]

უახლესი სტატიები

ჩინეთი კიბერუსაფრთხოების სექტორს აძლიერებს

ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე-14 ეროვნული კომიტეტის წევრის თქმით, ჩინეთის კიბერუსაფრთხოების სექტორმა უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა სტრატეგიულად უპირატესი...

ჩინეთის ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ სესიის მეორე პლენარული სხდომა გამართა

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) პირველმა სესიამ სამშაბათს (7 მარტს) პლენარული სხდომა გამართა, რათა მოესმინა მე-13 NPC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის,...

ჩინეთი უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს

ჩინეთი აპირებს დააჩქაროს ძალისხმევა მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა და გამოყენების მიზნით, განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა მთავრობის სამუშაო ანგარიშში,...

ჩინეთი 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის...

შენჭენში ონლაინ შეკვეთის დრონით მიღებაა შესაძლებელი

ჩინეთის ელექტრონული კომერციის პლატფორმა მეითუანმა დაიწყო თვითმფრინავების მიწოდების სერვისები შენჭენის რამდენიმე კომერციულ უბანში.შენჭენი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, თანამედროვე მეტროპოლია. იგი ცნობილია...

„გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა“ – ჩინეთი მსოფლიო მშვიდობის სადარაჯოზე

უკვე წელიწადზე მეტია რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს. უკრაინის კრიზისმა არა მხოლოდ ლოკალურ დონეზე მოახდინა გავლენა, არამედ საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები