[:ka]

პრეზიდენტ  სი ძინფინგის სიტყვით გამოსვლას კონფერენციის გახსნის ცერემონიაზე,  ექსპერტთა ქება და საერთაშორისო დელეგატთა და მეწარმეთა აღიარება მოჰყვა.

ათასობით მილისა და წლის მანძილზე, უძველესი აბრეშუმის გზა წარმოადგენდა მშვიდობისა და თანამშრომლობის, ღიაობისა და ინკლუზიის სულისკვეთებას, ორმხრივი სწავლისა და ურთიერთდახმარების სულისკვეთებას. „ერთი სარტყელი ერთი გზა“ არის „საუკუნის პროექტი“, რომელიც თითოეულ ჩვენგანს მოუტანს სარგებელს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.“– განაცხადა საკუთარ გამოსვლაში ჩინეთის პრეზიდენტმა.

შემოგთავაზებთ, დელეგატთა შეფასებებს პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით

Xi's Belt and Road speech wins wide praise

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივანი, მარგარეტ ჩან ფუნგ ფუ-ჩუენი.

„მე მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა შევაფასო პრეზიდენტ სის გამბებდაობა და ქმედითუნარიანობა, „ერთი სარტყელი ერთი გზა“ ინიციატივასთან დაკავშირებით. 2013 წლის შემდეგ, რაც ინიციატივას საფუძველი ჩაეყარა, უნდა ვთქვა, რომ ეს საკმაოდ დიდი პროგრესია. მე მოხარული ვარ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც არის ამ ინიციატივის წევრი, და რომ ჩვენ, ჩინეთთან და სხვა წევრ ქვეყნებთან ერთად ვმუშაობთ უკეთესი მომავლისთვის, მყარი აბრეშუმის გზისთვის.“

Xi's Belt and Road speech wins wide praise

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტი, ჯიმ იონგ კიმი

„დღეს, პრეზიდენტ სის გამოსვლა, საუკეთესო დამატებაა, იანვარში, მისივე ნათქვამი სიტყვებისა. ვფიქრობ, რომ წინა გამოსვლა, იყო საუკეთესო გამოხატულება იმისა, თუ რა არის მსოფლიო სისტემა და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ მსოფლიოში მცხოვრები, ადამიანებისათვის. მინდა ვთქვა, რომ ეს იყო უძლიერესი გამოსვლა. რაც შეეხება, დღევანდელ სიტყვებს, ის მეტ კონკრეტიკას შეიცავდა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იმოქმედოს მსოფლიო სისტემამ, ახლა უკვე „ერთი სარტყელი ერთი გზა“ ინიციატივის გასწვრივ“.

Xi's Belt and Road speech wins wide praise

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, გაი რაიდერი

„პრეზიდენტმა სი ძინფინგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი ინიციატივა მიზნად ისახავს,   სოციალური უსამართლობასა და გამოსყიდვის შემოსავლების უთანასწორობაში, წვლილის შეტანას. „ერთი სარტყელი ერთი გზა“ინიციატივის  და გაეროს 2030 წლის განვითარების მნიშნელოვანი სინერგიები აშკარაა … გლობალიზაციის მარცხი, არ უნდა იყოს მიზეზი იმისა, რომ უარი ვთქვათ მასზე, პირიქით, უნდა ვიზრუნოთ მის  გააუმჯობესებასა  და წინსვლაზე. მე მჯერა, რომ ზუსტად ამ საქმეს ემსახურება, ინიციატივა „ერთი სარტყელი ერთი გზა“.

Xi's Belt and Road speech wins wide praise

საერთაშორისო განახლებადი ენერგიის სააგენტოს გენერალური დირექტორი, ადნან ზ. ამინი

„პრეზიდენტმა ჯიემ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ საჭიროა ენერგეტიკულ ტექნოლოგიებში ცვლილებების ახალი რაუნდისა და გლობალური ენერგეტიკული ურთიერთდაკავშირების განვითარება.  ვფიქრობ, პრეზიდენტმა სიმ ძალიან ნათლად გამოხატა ფუნდამენტური რაციონალურობა ენერგეტიკული ტრანსფორმაციისთვის, რომელიც დღეს ხდება მსოფლიოში, რომელიც სუფთა მომავლისთვის ენერგეტიკული რევოლუცია უნდა იყოს.“

Xi's Belt and Road speech wins wide praise

ალბანეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, სოკოლ დერვიშა

„ეს ძალიან ხილული, ძალიან ყოვლისმომცველი გამოსვლა იყო. მე მხარს ვუჭერ, პრეზიდენტ  სი ძინფინგის ხედვას მომავლისა და ამ ინიციატივის პერსპექტივას. ინიციატივას შეუძლია უამრავი ელემენტის შექმნა. ეს არ არის მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება, არამედ ხალხის ერთმანეთთან დაახლოებასაც მოიცავს.

პროექტი (ინიციატივა) მსოფლიოს  მშვიდობას, სტაბილურობას მოუტანს და აუცილებლად ხელს შეუწყობს ეკონომიკურ განვითარებას და კეთილდღეობას. მისი (სი) ხედვა გვიჩვენებს ინტეგრირებული მიდგომას. ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური პროექტი;  მე მტკიცედ მჯერა, რომ ის მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სტაბილურობასა და კეთილდღეობაზე მთელ მსოფლიოში.“

Xi's Belt and Road speech wins wide praise

პაკისტანის სპეციალური წარმომადგენელი, ჩინეთ-პაკისტანის ეკონომიკურ დერეფანში, ზაფარუდდინ მაჰმუდი

„პრეზიდენტმა სი ძინფინგის გამოსვლაში, მტკიცედ იგრძნობოდა ინიციატივის „ერთი სარტყელი ერთი გზა“ ჩინეთის მხარდაჭერა. ინიციატიცის ფარგლებში, პრეზიდენტმა თანამშრომლობის სფეროების გაფართოებასაც გაუსვა ხაზი. მან ასევე პირობა დადო, აბრეშუმის გზის ფონდში მეტი კაპიტალის ჩადებაში, რათა ხალხს მიეცეს მეტი შესაძლებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ მე შემიზლია, პაკისტანს მეტი ინიციატივა შევთავაზო და მეტი გავაკეთო ქვეყნის განვითარებისთვის.“

Xi's Belt and Road speech wins wide praise

უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი, პეტერ შიჯიარტო

„ ეს ძალიან წინგადადგმული ნაბიჯია. ჩვენ ვაფასებთ პრეზიდენტის სტრატეგიას. მიგვაჩნია, რომ ევროპულ-აზიური თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია ევროპის პერსპექტივისათვის. გვესმის, რომ გლობალურ ეკონომიკაში მსოფლიო მასშტაბით კონკურენცია უფრო მკაცრი და მკაცრი ხდება, ახლა კი დროა თანამშრომლობის, სტრატეგიული თანამშრომლობის. ჩვენ გვწამს ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის აუცილებლობის, ამიტომ ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ევრო-აზიის ეკონომიკურ თანამშრომლობას.“

Xi's Belt and Road speech wins wide praise

ეთიოპიის ტრანსპორტის მინისტრი, აჰმედ შიდე

„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოსვლა, რომელიც ბოლო დროს მოვისმინე. სავსეა ისტორიული ცნობებით და სიბრძნით. ის გვიჩვენებს, რომ უკეთესი ინიციატივის საფუძველი აზროვნებაა. მან (პრეზიდენტი სი ძინფინგი) ბევრს საუბრობს იდეების გაცვლისა და ერთმანეთის (ინტერესების) გაცვლისა და ერთმანეთის პატივისცემის შესახებ და ის ასევე საუბრობს საზოგადოების საერთო კეთილდღეობასა და საერთო ბედზე.

გამოსვლამ, საფუძველი ჩაუყარა  ინფრასტრუქტურულ კავშირს, ფინანსურ და ხალხთაშორის ურთიერთობებს. უპირველეს ყოვლისა, მან საფუძველი ჩაუყარა ჰარმონიულ, მდგრად და გამარჯვებასთან დაკავშირებულ თანამშრომლობას, რომელიც მოიცავს მსოფლიო ქვეყნებს. ეს არის უნიკალური, ყოვლისმომცველი კოოპერატიული მექანიზმი, რომელიც მნიშვნელოვანია გლობალური მმართველობისათვის, დღის წესრიგში. სხვადასხვა ქვეყნის  მინისტრმა ისაუბრა იმ ფართო ხედვის შესახებ, რომელიც პრეზიდენტს ხელს უწყობს და ასევე ისაუბრებს მსოფლიოში გაზიარებულ სარგებელზე.”

[:]