[:ka]

„ერთი სარტყელი ერთი გზა“ ფორუმის გახსნაზე, პრეზიდენტმა ინიციატივაში მონაწილე ქვეყნების გლობალური ხედვის გაუმჯობესება უზრუნველყო.

პრეზიდენტმა სი ძინფინგმა საკუთარ გამოსვლაში, პირობა დადო, რომ ჩინეთი ფინანსურად მხარს დაუჭერს ახალ ინიციატივას, რათა ინიციატივამ გაგრძელება ჰპოვოს პრაქტიკულ პროექტებში.

როგორც პრეზიდენტმა  სიმ განაცხადა, ფორუმის გახსნის ცერემონიაზე  ჩინეთი, „ერთი სარტყელი ერთი გზა“ ინიციატივისთვის დამატებით 100 მილიარდი იუანის ($ 14.49 მილიარდი) წვლილს შეიტანს. ამას გარდა, საკუთარ წვლილს ამ ინვიატივაში შეიტანს, ჩინეთის განვითარების ბანკი და ექსპორტ-იმპორტის ბანკი, რომლებიც სპეციალური გეგმის ფარგლებში გამოყოფს 250 მილიარდი იუანის და 130 მილიარდის ფინანსურ მხარდაჭერას ფინანსებისა და ინფრასტრუქტურისთვის.

2014 წლის ნოემბერში დაფუძნებული აბრეშუმის გზის ფონდი, 40 მილიარდი დოლარის ღირებულების მქონე  ინიციატივით, მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის გაზრდას და მრავალწლიანი აბრეშუმის გზის  ფარგლებში ფინანსური თანამშრომლობის გაუმჯობესებას.

კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ფორუმში მონაწილეობას იღებს სახელმწიფო და სამთავრობო ლიდერების 29 უცხოელი მეთაური, სხვა დელეგატებს მოიცავს 130-ზე მეტ ქვეყანაში მცხოვრები ოფიციალური პირი და აგრეთვე მათ შორის არიან მეწარმეები და ჟურნალისტები.

პრეზიდენტ სი ძინფინგის გარდა, ფორუმზე სიტყვით გამოვიდნენ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერესი და სხვა ლიდერები.

ფორუმის ფარგლებში ჩინეთი ხელს მოაწერს 30-ზე მეტ ქვეყანას შორის სავაჭრო და სავაჭრო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას და შესაბამის ქვეყნებთან, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ კონსულტაციებს შეასრულებს.

თავის გამოსვლაში სიმ განაცხადა, რომ ჩინეთი მომავალ სამ წელიწადში 60 მლრდ იუანის დახმარებას გაუწევს განვითარებად ქვეყნებსა და გლობალურ ორგანიზაციებს, რომლებიც მონაწილეობენ „ერთი სარტყელი ერთი გზა“ ინიციატივაში, რათა ხელი შეუწყონ უფრო მეტ პროექტს ხალხის კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად. პრეზიდენტმა ასევე გამოაქვეყნა რიგი სხვა მნიშვნელოვანი  პროგრამებისა, რომელთა შორისაა,  2 მილიარდი იუანი ღირებულების სურსათით დახმარება,  100 “ბედნიერი სახლის” პროექტი, ამავე რაოდენობის  სიღარიბის დაძლევის პროექტი და ჯანდაცვის პროგრამები,  ინიციატივაში მონაწილე ქვეყნებისათვის.

ინიციატივა „ერთი სარტყელი ერთი გზა“  ფარგლებში, ვაჭრობის მოცულობა ჩინეთსა და სხვა ქვეყნებს  შორის, 2014 წლიდან 2016 წლამდე აღემატება 3 ტრილიონ დოლარს, ხოლო ჩინეთის ინვესტიციები ამ ქვეყნებში, 50 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

[:]