მაისი28 , 2024
ახალი ამბებიჩინეთის რბოლა დროის წინააღმდეგ: უმოკლეს დროში აშენებული საავადმყოფოები

ჩინეთის რბოლა დროის წინააღმდეგ: უმოკლეს დროში აშენებული საავადმყოფოები

-

- Advertisment -spot_img

”დრო სიცოცხლეა. ჩვენ გვაქვს რბოლა სიკვდილის წინააღმდეგ”

ამბობს ჩენი, რომელიც 2008 წლის სიჩუანის მიწისძვრის შემდეგ სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდა, რომლის შედეგად დაიღუპა 70,000-მდე ადამიანი.

კორონავირუსით დაავადებული პაციენტებისთვის დროებითი საავადმყოფოების ორი ახალი ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს. მსურველებს საავადმყოფოს შენების პროცესს შეუძლიათ ლაივ რეჟიმში ადევნონ თვალი.

24 იანვარს, უხანის მთავრობამ განაცხადა, რომ ააშენებდა 1000-საწოლიან ობიექტს – ხუოშენშანს, რათა ემკურნალათ კორონავირუსის დიაგნოზის პაციენტებისთვის. საავადმყოფოების კომპლექსის პირველი შენობის აღჭურვა, რომელიც მთლიანობაში 25 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს, მხოლოდ 16 საათში დასრულდა.

ქალაქმა ასევე გამოაცხადა 1500-საწოლიანი ობიექტის – ლეიშენშანის საავადმყოფოს მშენებლობა. ხუოშენშანის ობიექტი პაციენტების მისაღებად ორშაბათისთვის იქნება მზად, 3 დღეში კი მას ლეიშენშანის ობიექტი შეუერთდება.

მუშები ობიექტს “ჩინური სიჩქარით” აშენებენ, მიუხედავად იმისა, რომ შენება დროის წინააღმდეგ მიმდინარეობს, მედიცინის მუშაკები და დიზაინერები ამბობენ რომ უზრუნველყოფენ შენობების უსაფრთხოებასა და საიმედოობას.

2003 წელს შვიდი დღის განმავლობაში ნულიდან აშენდა სასწრაფო დახმარების ობიექტი, რომელიც დედაქალაქში მწვავე რესპირატორული სინდრომით, SARS-ით დაავადებული პაციენტების მკურნალობას უზრუნველყოფდა.

უხანის საავადმყოფოები კომპლექსი უკეთესი დიზაინითა და უფრო მაღალი სტანდარტების იქნება, ვიდრე პეკინის 2003 წლის სიაოთანგშანის საავადმყოფო იყო სარსის დროს, ობიექტები მნიშვნელოვან როლს ითამაშებს კორონავუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ახალი ობიექტები იქნება პროფესიონალური საავადმყოფოები განკუთვნილი სპეციალურად ინფექციური დაავადებებისთვის და არა უბრალოდ, მძიმე პაციენტების მისაღები საკარანტინო განყოფილებები. ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ უმაღლეს სტანდარტებს.

ახალი საავადმყოფოებისთვის საკანალიზაციო განაწილების სისტემების ტექნიკური დირექტორი ფენგ კუანფინგი ამბობს, “რადგან დაავადება ძალზე ინფექციურია, ჩვენი სტანდარტებიც კი უფრო მაღალია, ვიდრე ჩვეულებრივ.”

მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ჩამდინარე წყლების სტერილიზაციის ნორმალური დროა 90 წუთი, ახალი საავადმყოფოების განკარგვის სისტემა მისცემს ხუთ საათს.

ეს სტანდარტები არ ეხება მხოლოდ სამედიცინო ჩამდინარე წყლებს, რადგანაც ჰერმეტული მემბრანა უზრუნველყოფს, რომ წვიმის წყლის გაწმენდაც მოხდეს.

”ორი საავადმყოფოდან გამდინარე წყლის ყოველი წვეთი სტერილიზდება, რათა გვქონდეს გარანტია, რომ ეს არ გამოიწვევს ახალ ინფექციებს”, – განაცხადა ფენგმა.

ამ სფეროში 10 წლიანი გამოცდილების მიუხედავად უხანის პროექტი მისთვის კარიერის ყველაზე დიდი გამოწვევაა. ამ მასშტაბის გადამცემი სისტემების დარსრულებას ჩვეულებრივ მინიმუმ 60 დღე სჭირდება, მაგრამ ამჯერად სამუშაოები 10 დღეში უნდა დასრულდეს.

განვითარებისა და რეფორმების ეროვნულმა კომისიამ ორი ობიექტისთვის გამოყო სპეციალური გრანტი 300 მილიონი იუანი (43 მილიონი აშშ დოლარი).

უხანის ორი ახალი საავადმყოფოს ტექნიკური ნახაზები შედგენილია სულ რაღაც 60 საათში 60 კაციანი დიზაინერთა გუნდის მიერ, მათ შორის ექსპერტებმა, რომლებიც მუშაობდნენ სარსის ეპიდემიის პერიოდში. პროექტში სამუშაოს თითოეული ნაწილისთვის დათვლილია საათები და არა დღეები.

ახალი მონაცემებით ჩინეთში კორონავირუსისგან 243 ადამიანია გამოჯანმრთელებული, სულ დაღუპულია 259 ადამიანი, ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის ინფორმაციით, ვირუსის 2,102 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საერთო ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 11,791-ს მიაღწია.

უახლესი სტატიები

The New Teacher Assistant: A Review of Chatbots Use in Higher Education SpringerLink

Benefits and Barriers of Chatbot Use in Education Technology and the Curriculum: Summer 2023Firstly, they can collect and analyze...

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები