აპრილი22 , 2024
ანალიტიკაჩინეთის საგარეო პოლიტიკა და საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები

ჩინეთის საგარეო პოლიტიკა და საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები

-

- Advertisment -spot_img

ჩინეთი საგარეო პოლიტიკა ეყრდნობა ოთხ ძირითად პრინციპს, ესენია: 1) სუვერენიტეტის დაცვის  პრინციპი, ქვეყნის სუვერენიტეტის და ეროვნული ღირსების დაცვა, რომელიც ითვალისწინებს არა მხოლოდ ჩინეთის სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირსების პატივისცემას, არამედ სხვა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივცემასა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვასაც, მათ არჩევანსა და განვითარების გზას; 2) მტკიცედ ემყარება მშვიდობიანი თანაარსებობის ხუთ პრინციპს (სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემა, ურთიერთთავდაუსხმელობა, შიდა პოლიტიკაში ურთიერთჩაურევლობა, თანასწორობა და უთიერთსარგებლიანობა, მშვიდობიანი თანაარსებობა), რომელიც ჩინეთის ინიცირებულია და რომლის საფუძველზეც მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან ამყარებს და ავითარებს მეგობრულ და თანამშრომლურ ურთიერთობებს; 3) მტკიცედ ემყარება მსოფლიოში მშვიდობის დაცვის პრინციპს, ეწინააღმდეგება ნებისმიერი სახის ჰეგემონიზმს და გმობს ძალისმიერ პოლიტიკას, ემხრობა მშვიდობიანი მოლაპარაკების გზებით საერთაშორისო დავების მოგვარებას. ეწინააღმდეგება შეიარაღების გამოყეებას და მუქარებს. 4) მტკიცედ ემყარება „ერთი ჩინეთისპრინციპს, რომლის მიხედვითაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლება არის ჩინეთის ერთადერთი ლეგიტიმური მთავრობა, და ვისაც სურს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება, თაივანის ადმინისტრაციასთან უნდა გაწყვიტოს ე.წ. „დიპლომატიური ურთიერთობები, აღიაროს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ერთადერთ ლეგიტიმურ მთავრობად. ჩინეთი ეწინააღმდეგება „ორი ჩინეთის“ ან „ერთი ჩინეთი და ერთი თაივანის“ პოლიტიკას; მიუღებელია ჩინეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შემდეგ, ქვეყნებმა თაივანის ადმინისტრაციასთანაც დაამყარონ ოფიციალური სახის ურთიერთობები; თვლის, რომ თაივიანის საკითხი არის ჩინეთის შიდა პოლიტიკა და თავად მოაგვარებს აღნიშნულ საკითხს. „ერთი ქვეყანა, ორი სისტემა“ არის ჩინეთის მთავრობის მიერ თაივანის საკითხის მოგვარების ძირითადი კურსი. ბოლო წლების განმავლობაში, „ერთი ჩინეთის“ პრინციპის ფარგლებში, თაივანთან ურთიერთობები მშვიდობიანად ვითარდება, ურთიერთობებისა და თანამშრომლობის სფეროები სულ უფრო ფართოვდება, ხალხი სულ უფრო უახლოვდება ერთმანეთს. ჩინეთს მიაჩნია, რომ მსოფლიში უნდა იყოს მშვიდობა და მხოლოდ მშვიდობის შემთხვევაში იქნება განვითარება. მხოლოდ მშვიდობიან საერთაშორისო გარემოში შეძლებს ჩინეთი მშვიდობიანი განვითარების გზაზე სიარულს და გააძლიერებს  მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებთან თანასწორუფლებიან მეგობრულ, ურთიერთსარგებლიან ურთიერთობებს.

1992 წლის 9 ივნისს საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმდა ერთობლივი კომუნიკე ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ მშვიდობიანი თანაარსებობის პრინციპის საფუძველზე. კომუნიკეს მიხედვით, საქართველოს მთავრობა აღიარებს ჩინეთის სახალხო რსპუბლიკის მთავრობას ჩინეთის ერთადერთ ლეგიტიმური მთავრობად და თაივანს ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელ ნაწილად. დოკუმენტის მიხედვით, საქართველო თაივანის ადმინისტრაციასთან არ დაამყარებს რაიმე ფორმის ოფიციალურ ურთიერთობებს, ხოლო ჩინეთის მთავრობა, თავის მხრივ, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას ეროვნული სუვერენიტეტის დაცვაში და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების საქმეში, რის შემდეგაც ჩინეთმა და საქართველომ თანასწორობისა და ურთიერთსარგებლიანობის პრინციპის საფუძველზე ოფიციალურად დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობები.

წელს აღინიშნება ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილე. დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან მოყოლებული, ჩინეთისა და საქართველოს მეგობრული და თანამშრომლური ურთიერთობა განაგრძობს განვითარებას და გაფართოებას, აღწევს პოზიტიურ შედეგებს კულტურის, განათლების, მეცნიერების, ტექნოლოგიის, ვაჭრობის და სხვა სფეროებში. ორი ქვეყანა გაეროსა და სხვა მრავალმხრივი ჩარჩოს ფარგლებში ინარჩუნებს კომუნიკაციასა და კოორდინირებას, ხელს უწყობს ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობას. ჩინეთი აცხადებს, რომ აფასებს საქართველოსთან ურთიერთობის განვითარებას, სურს წაახალისოს ორი ქვეყნის ხალხის მეგობრობა და, მეგობრულსა და პარტნიორული ურთიერთობების საფუძველზე, ხელი შეუწყოს კომუნიკაციასა და თანამშრომლობის უწყვეტ განვითარებას ყველა სფეროში. ჩინეთმა და საქართველომ მტკიცედ განავითარეს თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, ეფექტური კომუნიკაცია და კოორდინაცია საერთაშორისო საქმეებში. ახალი კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების შემდეგ, ეს ორი ქვეყანა ეხმარებოდა ერთმანეთს, ერთად გადალახეს სირთულეები.

ჩინეთი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთსაქართველოს ურთიერთობების განვითარებას და მზად არის, აქტიურად იმუშაოს, რათა ორმხრივი თანამშრომლობის სფეროებში მიაღწიონ უფრო მეტ შედეგებს ორი ქვეყნის სასარგებლოდ.

ქართული მხარე ასევე აქტიურად მუშაობს საქართველოსა და ჩინეთს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებისთვის და მზად არის, იმუშაოს ჩინეთთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გასაღრმავებლად.

აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველოს ჩინეთთან პირდაპირი კონტაქტი არ სურდათ, ჩინური ენის სწავლება აკრძალულიც კი იყო, ამის უფლება მხოლოდ რუსეთს ჰქონდა. დღეს კი ჩინეთი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა, რომელიც პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციებშიც აფიქსირებს და არ ცვლის თავის პოზიციას.

2018 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (FTA), რამაც დამატებით წაახალისა სავაჭრო ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. შედეგად, 2018 წელს სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ პირველად გადააჭარბა 1 მილიარდ აშშ დოლარს. 2021 წელს, სავაჭრო ბრუნვამ ორ ქვეყანას შორის 1.48 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 24,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. საქართველოს ექსპორტმა 615.6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (+29%), ხოლო იმპორტმა – 864.9 მილიონი აშშ დოლარი (+21.8%).

2021 წლის მონაცემებით, ჩინეთი გახდა საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ბაზარი, რომლის წილზეც მოვიდა ექსპორტის 14.5%. საქართველოსა და ჩინეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის განვითარებას და საქართველოში ჩინელი ვიზიტორების რაოდენობის ზრდას დიდწილად ხელი შეუწყო პირდაპირი ავიაფრენების შემოღებამ.

[1] 中国概况/王顺洪编著. 北京: 北京大学出版社, 2015.1
[2] 中华人民共和国和格鲁吉亚—— 合双边关系重要文件汇编 (1992-2012)
[3] 习近平同格鲁吉亚总统祖拉比什维利就中格建交30周年互致贺电, https://www.mfa.gov.cn/zyxw/202206/t20220609_10700773.shtml
[4] „სინოლოგი, რომლისთვისაც ფრაზა “ეს ჩემთვის ჩინურია” არ არსებობს“, https://www.forbeswoman.ge/post/jibladze
[5] „საქართველო-ჩინეთი ეკონომიკური  ურთიერთობები”, https://china.mfa.gov.ge/default.aspx?sec_id=1183&lang=1

უახლესი სტატიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

“თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა

26 ოქტომბერს თბილისში “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” გაიხსნა. გახსნის ცერემონია თბილისი ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში მიმდინარეობს. ფორუმის გახსნით პანელში...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები