მარტი24 , 2023
Projectsჩინეთის საელჩომ თბილისის N37-ე საჯარო ბაგა-ბაღს საახალწლოდ საჩუქრები გადასცა

[:ka]ჩინეთის საელჩომ თბილისის N37-ე საჯარო ბაგა-ბაღს საახალწლოდ საჩუქრები გადასცა[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

დღეს, 19 დეკემბერს თბილისის N37-ე საჯარო ბაგა-ბაღში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ზეიმს ესწრებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ძი იენჩი მეუღლესთან ერთად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკური მრჩეველი საქართველოში და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე და ასევე, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები.

საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საჯარო ბაგა-ბაღის აღმზრდელებმა. ბავშვებმა იქ დამსწრე სტუმრებისთვის საახალწო ღონისძიება გამართეს და საჩუქრები მიიღეს.

იქ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სრულუფლებიანმა ელჩმა ძი იენჩიმ. მან მადლობა გადაუხადა ბაგა-ბაღის ხელმძღვანელობას, დამსწრე საზოგადოებას იქ ყოფნისთვის და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი “სარტყელი და გზის” ინიციატივის მნიშვნელობას საქართველოსთვის. “იმედი გვაქვს, რომ საქართველო მომავალში კიდევ უფრო დიდ როლს შეასრულებს “სარტყელი და გზის” ინიციატივის ფარგლებში და იქნება მშვიდობიანი დერეფანი მის ფარგლებში. მომავალში ჩვენი საელჩო კიდევ დაეხმარება სხვადასხვა ფორმით N37-ე საჯარო ბაგა-ბაღს და დაუჭერს მხარს, რათა აღზარდონ ღირსეული ადამიანები.” ელჩმა ბაგა-ბაღის აღსაზრდელებს, მათ მშობლებს და სრულიად საქართველოს მიულოცა დამდეგი ახალი წელი და უსურვა წარმატებები.

ღონისძიების დასასრულს, საახალწლოდ ჩინეთის საელჩომ აღნიშნულ ბაგა-ბაღს 22 000 ლარის ღირებულების საჩუქრები გადასცა.

 

 

 [:]

უახლესი სტატიები

ჩინელმა მკვლევარებმა ბიოდეგრადირებადი, გადამუშავებადი მინა შექმნეს

ჩინელმა მატერიალურმა მეცნიერთა ჯგუფმა მინის ბიოდეგრადირებადი და გადამუშავებადი ფორმა შექმნა, რომელიც კომერციალიზაციის შემთხვევაში მომავალში მდგრად ეკონომიკას შეუწყობს ხელს. მინა ადამიანის...

ჩინეთი კიბერუსაფრთხოების სექტორს აძლიერებს

ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე-14 ეროვნული კომიტეტის წევრის თქმით, ჩინეთის კიბერუსაფრთხოების სექტორმა უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა სტრატეგიულად უპირატესი...

ჩინეთის ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ სესიის მეორე პლენარული სხდომა გამართა

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) პირველმა სესიამ სამშაბათს (7 მარტს) პლენარული სხდომა გამართა, რათა მოესმინა მე-13 NPC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის,...

ჩინეთი უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს

ჩინეთი აპირებს დააჩქაროს ძალისხმევა მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა და გამოყენების მიზნით, განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა მთავრობის სამუშაო ანგარიშში,...

ჩინეთი 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის...

შენჭენში ონლაინ შეკვეთის დრონით მიღებაა შესაძლებელი

ჩინეთის ელექტრონული კომერციის პლატფორმა მეითუანმა დაიწყო თვითმფრინავების მიწოდების სერვისები შენჭენის რამდენიმე კომერციულ უბანში.შენჭენი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, თანამედროვე მეტროპოლია. იგი ცნობილია...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები