[:ka]

2017 წლის 3 სექტემბერს, ჩინეთის საელჩომ, ფაშისტური იაპონიის წინააღმდეგ ომში (1931 წელი) მებრძოლი ქართველი ვეტერანები დააჯილდოვა.

შეხვედრა თბილისში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა. საღამოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ბატონი ძი იენჩი, ომის ვეტერანთა ასოციაციის თავჯდომარე, ომის ვეტერანები ოჯახის წევრებთან ერთად, მედიის წარმომადგენლები და საელჩოს წარმომადგენლები  ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე პირველად სიტყვით ჩინეთის სრულუფლებიანი ელჩი, ძი იენჩი წარსდგა. ის საზეიომოდ მიესალმა დამსწრე საზოგადოებას და მადლობა გადაუხადა მათ იქ ყოფნისათვის. ელჩმა სიტყვით გამოსვლისას ფაშისტური იაპონიის წინააღმდეგ ომი გაიხსენა და ქართველ ვეტერან მეომრებს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისა და ჩინელი მეომრების გვერდით დგომისათვის. ასევე აღნიშნა, რომ ჩინელ ხალხს ყოველთვის ემახსოვრება ის ვეტერანი მეომრები, რომლებმაც გარკვეული წვლილი შეიტანეს ჩინეთის ისტორიაში. მისივე განცხადებით, 25 წლის წინ საქართველოსა და ჩინეთს შორის დაწყებული ურთიერთობა მეტად მჭიდრო და წარმატებული ხდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა და საერთაშორისო საკითხები. „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ დიდი პოტენციალია, რომელიც ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მეტად გაღრმავებას.

საქართველოს ომის ვეტერანთა კავშირმა მადლიერება გამოხატა ჩინური მხარის ყურადღებისათვის, იმისთვის, რომ მათ არ დაივიწყეს ქართველების მიერ გაწეული თანადგომა ომის პერიოდში. უამრავი ქართველი მეომარი იბრძოდა ჩინელ მეომრებთან ერთად მეორე მსოფლიო ომის დროს და 72 წლის წინ დაწყებული მეგობრობა ორ ქვეყანას შორის კვლავ გძელდება და ღრმავდება.

საკუთარი ისტორიები გაიხსენეს შეხვედრაზე მყოფმა ომის ვეტერანებმაც და იმ ერთობასა და მეგობრობაზე ისაუბრეს, რომელიც მათ ჩინელ მებრძოლებთან აკავშირებდათ. ვეტერანებმა დარბაზში მყოფ საზოგადოებას დიდი სიამაყით წარუდგინეს გაწეული ღვაწლისთვის მიღებული ჯილდოებიც.

შეხვედრის დასასრულს, ჩინეთის ელჩმა, ბატონმა ძი იენჩიმ პირადად დაასაჩუქრა ვეტერანები, მათი ოჯახის წარმომადგენლები და კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა გაწეული ღვაწლისა და თავდადებისათვის.

[:zh]2017年9月3日,驻格鲁吉亚使馆举行参加中国人民抗日战争格籍老战士慰问活动。驻格鲁吉亚大使季雁池、第比利斯市老战士协会主席列普萨伊亚、抗战老战士及家属、媒体代表以及使馆馆员近40人出席。

季雁池大使首先欢迎老战士及家属到使馆做客,向在座老战士及家属表示问候和祝愿。季雁池大使回顾了中国人民为取得抗日战争胜利付出的巨大牺牲,感谢格鲁吉亚老战士远赴中国同中国军民并肩战斗,一道为世界反法西斯战争全面胜利作出重要贡献。他强调,中国人民永远铭记老战士们的不朽功勋。

 

季雁池大使表示,中格建交25年来,双边关系始终保持平稳健康发展。两国在政治、经济、人文、国际事务等领域合作密切。特别是双方共建“一带一路”合作开局良好、潜力巨大,必将推动两国各领域合作结出更丰硕果实。中格双方要守护好72年前并肩战斗结下的珍贵友谊,将它世代传承,发扬光大。

列普萨伊亚主席代表格老战士事务局、格老战士协会及第比利斯市老战士协会感谢中国驻格使馆举办老战士慰问活动,高度评价中方不忘昔日情谊,一直关心格老战士状况。他指出,格为二战胜利付出巨大牺牲,作出卓越贡献,部分战士还远赴中国参与抗日战争,同中国人民结下深厚友谊。当前格中关系发展良好,特别是双方围绕共建“一带一路”开展密切合作,将不断巩固和深化双方72年前用鲜血浇铸的友谊。

已经95岁高龄的老战士伊奥巴什维利回顾了当年同中国军民并肩战斗的燃情岁月。他表示,72年前他们在中国就得到中国军民的支持和帮助,现在中国驻格使馆一直关心他们,每年都看望他们。他祝愿格中关系发展越来越好,祝愿两国永享和平。

格著名纪录片导演托拉泽讲述了他父亲的故事,展示了中国政府当年为他父亲颁发的纪念章,深情地表示,“这枚纪念章是我家的传家宝,我们全家会永远珍藏,世代相传。”
活动期间,季池大使向老战士们赠送了中格建交25周年纪念币、茶叶、慰问金和鲜花,衷心感谢他们为中国人民抗日战争胜利所作贡献,并祝愿老战士们身体健康,幸福安康。[:]