[:ka]

სახალხო გამათავისუფლებელი არმიის საზღვაო ფლოტის 70 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ჩინეთში აპრილში საზეიმო აღლუმი გაიმართება, რომელსაც 12-ზე მეტი ქვეყნის საზღვაო ფლოტი შეუერთდება. აღლუმი 23 აპრილსაა დაგეგმილი ყვითელ ზღვაში, ქალაქ ცინგტაოს სანაპიროზე, შანტონგის პროვინციაში. ეროვნული თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელ ჟენ ჭციანგს არ გაუკეთებია დამატებით განცხადება აღლუმის დეტალების შესახებ, თუმცა სამხედრო ანალიტიკოსების პროგნოზით, ეს აღული გამოიყენებული იქნება ჩინეთის საზღვაო ძალების სიძლიერის საჩვენებლად, რომელიც საგრძნობლად გაიზარდა ბოლო 12 თვის მანძილზე.

გასული წლის აპრილში, სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ჩინეთის საზღვაო ფლოტი ითვლიდა 48 გემს და 76 თვითმფრინავს, მათ შორის – პირველ ჩინურ ავიამზიდ ლიაონინგს. ექსპერტების აზრით, შემდეგ თვეში გასამართ აღმულზე წარმოდგენილი იქნება რამდენიმე ახალი და მძლავრი საბრძოლო გემი, გაუმჯობესებული ავიამზიდი, რამდენიმე ბირთვული წყალქვეშა ნავი და აზიის ყველაზე ძლიერი გამანადგურებელი.

“ის ფაქტი, რომ ჩინეთი აღლუმს მართავს შარშანდელი სამხრეთ ჩინეთის ზღვის ჩვენებებიდან 1 წლის შემდეგ, მიუთითებს მმართველი პარტიის მხრიდან საზღვაო ფლოტის გაძლიერების პრიორიტეტულობაზე”,- აცხადებს ექსპერტი ლი ძიე.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინფინგი ( ცენტრში ) შეუერთდა კრუიზერ ჩანგშას გასული წლის საზღვაო ჩვენებაზე.

ჩინეთმა მასშტაბური საზღვაო აღლუმი 2009 წელსაც გამართა, ფლოტის 60 წლის იუბილეს აღსანიშნავად. თუმცა, 10 წლის წინანდელი აღლუმი გაცილებით მოკრძალებული მასშტაბების იყო, ვიდრე წლევანდელი.  2009 წელს 14 ქვეყნის საზღვაო ფლოტი იყო წარმოდგენილი, მათ შორის USS Fitzgerald ამერიკის შეერთებული შტატებიდან და Varyag რუსეთიდან. მათ გარდა ასევე წარმოდგენილი იყო საფრანგეთი, ავსტრალია, სამხრეთ კორეა, ინდოეთი და პაკისტანი.

“აღლუმი ერთგვარი დაბადების დღეა PLA საზღვაო ფლოტისთვის და უცხო ქვეყნების დასწრება დიპლომატიური პატივისცემის გამოხატულებაა”– განაცხადა იუე განგმა, რომელიც წლები მსახურობდა ჩინეთის სახალხო გამათავისუფლებელი არმიის საზღვაო ფლოტში.

იუეს განცხადებით, სასიხარულოა, რომ არსებული დაძაბულობის მიუხედავად, სხვა ქვეყნებთან ერთად წარმოდგენილი იქნება ამერიკაც. 2015 წლიდან აშშ-სა და ჩინეთის საზღვაო ფლოტი რამდენჯერმე დაუპირისპირდა ერთმანეთს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, სადაც ჩინეთი ზრდის საკუთარ წარმომადგენლობას. “არ მაქვს მოლოდინი, რომ აშშ-ს მხრიდან სამხრეთ ჩინეთის ზღვაში მონაწილე ხომალდები იქნებიან წარმოდგენილები”,- აცხადებს იუე განგი.

გავრცელებული ცნობით, აღლუმში მონაწილეობის სურვილი გამოხატა იაპონიის საზღვაო თავდაცვის ძალებმა და პირველად ფილიპინებმაც, რომლებიც ჩართულები არიან სამხრეთ ჩინეთის ზღვის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებში.

ლის განცხადებით, ისეთი სამხედრო ძალის მქონე ქვეყნები, როგორიცაა აშშ და იაპონია, ხელიდან არ გაუშვებენ ჩინეთის სახალხო გამათავისუფლებელი არმიის ფლოტზე ახლოდან დაკვირვების შანსს. “ამას გარდა, ასეთი მასშტაბების გამჭვირვალობა უჩვენებს უფრო მცირე რეგიონულ ქვეყნებს, როგორიცაა, მაგალითად ფილიპინები, რომ ჩინეთი მეგობრულადაა განწყობილი მზარდი სამხედრო სიძლიერის მიუხედავად”.

ჩინეთმა პირველი საზღვაო აღლუმი 1957 წლის აპრილში გამართა. მომავალი თვის ღონისძიება ჩინეთისთვის რიგით მეექვსე იქნება.

[:]