[:ka]

ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესი ყოველწლიურად იკრიბება და დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში იმართება დისკუსიები ქვეყნის მნიშვნელობან საკითხებთან დაკავშირებით. გასული წელს შეკრებილმა კონგრესმა ყურადღება გაამახვილა სი ძინფინგის მიერ განხორციელებულ ცვლილებებზე, მათ შორის საპრეზიდენტო ვადასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყეტილებასა და „სარტყელისა და გზის“ ინიციატივაზე. 2019 წელს, ჩინეთის პოლიტიკური ელიტის ყოველწლიური შეხვედრა შეიძლება დაჩრდილოს გლობალურ დონეზე ერის წინაშე მდგარმა გამოწვევებმა, რამდენადაც პეკინის მტკიცე დიპლომატიური პოტენციალი მზარდ წინააღმდეგობებს აწყდება. ჩინეთის ერვნული სახალხო კონგრესის უკანასკნელი შეხვედრა ეხება ხმაურიან წელს საგარეო პოლიტიკაში, რაც უკავშირდება სავაჭრო ომს ამერიკის შეერთებულ შტატებთან. ეს პრობლემა აისახა როგორც იდეოლოგიაზე, ისე გეოპოლიტიკაზე, ვინაიდან ჩინური ინვესტიციები მსოფლიო მასშტაბის საფრთხედ იქნა აღქმული.

ივლისში, ჩინეთსა და აშშ-ს შორის  ტარიფების დავის დაწყების შემდეგ, დიპლომატები და ანალიტიკოსები უკვე მოუწოდებდენ პეკინს, შეეცვალა საგარეო პოლიტიკისადმი მიდგომა. ბევრი შეზღუდვის არსებობა ხელს უშლის პოლიტიკოსებს, რომ სწორად შეაფასონ აშშ-ის პრეზიდენტ- დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ქმედებები, რაც ართულებს საპასუხო ქმედებების შესაძლებლობას.

ეროვნული სახალხო კონგრესის შეკრების შემდეგ, რომელიც სამშაბათს დაიწყო, სი ძინფინგი გაემგზავრება იტალიასა და საფრანგეთში, ხოლო მაისში, პეკინი უმასპინძლებსფორუმს-„ერთი სარტყელი-ერთი გზის“ ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელმაც ბოლო პერიოდში გარკვეული რეგრესი განიცადა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილია დიპლომატიური ვიზიტების სერია, მათ შორის იაპონიაში, ჩრდილოეთ კორეასა და ინდოეთში, ხოლო პეკინი იმედოვნებს, რომ შენარჩუნდება სტაბილურიგარემო როგორც სახლში, ისე საზღვარგარეთ, რათა უზრუნველყოს დღესასწაულის წარმატებით აღნიშნვა. 

როგორც საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი-ფანგ ჭონგინგი აცხადებს, სტაბილურობის შენარჩუნება მომდევნო თვეების განმავლობაში, ჩინეთის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.  მისივე განცხადებით, ჩინეთის, ევროპის თუ ამერიკის ყურადღება ძირითადად საშინაო პოლიტიკისკენ არის მიმართული. სი ძინფინგიც მიიჩნევს, რომ დიპლომატიამ უნდა განამტკიცოს შიდა სტაბილურობა.

გასაკვირი არ არის, რომ ეროვნულ სახალხო კონგრესზე ბევრი კითხვა დაისვა აშშ-სთან დაკავშირებით. დისკუსიისთვის წარმოდგენილ დოკუმენტებს შორისაა უცხოელი ინვესტორების ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კანონმდებლობა და  ტექნოლოგიების ტრანსფერებზე იძულებითი აკრძალვა, რომლიც დაჩქარებული იყო სავაჭრო დავების ფონზე, ვარაუდობენ, რომ პეკინის სურვილია ვაშინგტონის ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი საჩივრის გადალახვა.

სავაჭრო ომის დაწყების დღიდან, ტარიფების ზრდამ აშშ-სა და ჩინურ საქონელზე  მილიარდობით დოლარი შეადგინა, ხოლო აშშ-ს შემდგომი სადამსჯელო ღონისძიებების საფრთხე კვლავ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე მიესალმება სავაჭრო შეთანხმების მიმართ “მნიშვნელოვან პროგრესს” – რომელიც ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა ვაჭრობის დისბალანსი, ჩინეთის ბაზრებზე ხელმისაწვდომობა და პეკინის “უსამართლო” მხარდაჭერა სახელმწიფო ფირმებისთვის – რეალური პრობლემა, უფრო ფართო სტრატეგიული კონკურენცია ორ დიდ ძალას შორის და ტექნოლოგიური უზენაესობისთვის ბრძოლა, მოუგვარებელი რჩება.

„ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობებმა უკვე განიცადა დიდი ცვლილება  “, – ამბობს ჩინეთის ყოფილი ელჩი დიდ ბრიტანეთში-მა ჭენგანგი. ცვლილება არ ეხება მხოლოდ სავაჭრო ომს, თუმცა ყველაზე ნათლად ეს სწორედ ამ საკითხში აისახა. მთავარია ის, რომ ამერიკელი ლიდერების რეტორიკის მიხედვით, აშშ ჩინეთს ყველაზე დიდ სტრატეგიულ კონკურენტად მიიჩნევს.

ჩინეთის ეკონომიკური გავლენა გასული 2 წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაიზარდა, რამაც ქვეყანა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა, განსაკუთრებით აღსანიშნავია „ჰუავეის“-თან დაკავშირებული პრობლემები ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა : აშშ, კანადა, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია და ახალი ზელანდია.  დაძაბულობაგაიზარდა პეკინსა და ოტავას შორის „ჰუავეის“ მთავარი ფინანსური ოფიცრის-მენგ ვანჭოუს დაპატიმრებისა და აშშ-ში სავარაუდო ექსტრადიციის გამო. ევროპაც ნელ-ნელა ცვლის მიდგომას ჩინეთის სავაჭრო და ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მრჩეველმა ცოტა ხნის წინ თქვა, ჩინეთთან დაკავშირებით „გულუბრყვილობის დრო“ დასრულდა.

ბევრი ჩინელი ანალიტიკოსი პესიმისტურად იყო განწყობილი ჩინეთის 2019 წლის ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ მზარდი შიდა და გლობალური ზეწოლის ფონზე.არსებული მდგომარეობა აიძულებს ჩინეთს, რომ გახდეს უფრო პასიური საერთაშორისო ურთიერთობებში,რადგან უნდა შეამსუბუქოს ურთიერთობა აშშ-სთან, პარალელურად გაუმკლავდეს ევროპის ქვეყნების მოთხოვნებს, ასევე ავსტრალიასა და ახალ ზელანდიასთან ურთიერთობებში გამოწვევებს.

როგორც ჩანს, ჩინეთის მთავარი გამოწვევა მაინც სავაჭრო ომია, რომელიც დაიწყო ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწყებულ გამოძიების შემდეგ, რასაც მოჰყვასერიოზული ბრალდებები უსამართლო ვაჭრობასა და ინტელექტუალური საკუთრების შესახებ. დაძაბულობის განსამუხტად, ჩინეთს მოუწია ეკონომიკური სტრუქტურების ცვლილება, სუბსიდირების პოლიტიკის შეცვლა, რამაც ქვეყანაში გააჩინა აზრი, რომ ჩინეთი აშშ-სთან ზედმეტად ბევრ დათმობაზე მიდის.

[:]