დეკემბერი15 , 2025
სხვადასხვაჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

-

- Advertisment -spot_img

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში გაიმართა ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია. ღონისძიებას უძღვებოდა ჩინეთის სამხრეთს ავიახაზების, სინძიანის ფილიალის გენერალური დირექტორი ცაი ვენსი.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ჩინეთის კონსულმა საქართველოში ეკონომიკური და კომერციული საკითხებში ვან ლიანპომ, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილემ გივი დავითაშვილმა, TAV Georgia-ს გენერალური დირექტორმა მეთ ერკალიმ. 

ცაი ვენსიმ საკუთარ მიმართვაში აღნიშნა, რომ „ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ფლოტი სიდიდით პირველია აზიაში ხოლო მესამე მსოფლიოში. 2018 წლის მიწურულისთვის ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ფრენებმა მოიცვა 39 ქვეყანა, 69 ქალაქი და 172 მიმართულება ერთი გზა ერთი სარტყელის ინიციატივის (BRI) ფარგლებში. ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებს ყოველწლიურად თხუთმეტ მილიონზე მეტი ტურისტი გადაყავს, რითიც ხელს უწყობს საჰაერო კორიდორის შექმნას ეკონომიკური თანამშრომლობისა და კოოპერაციისთვის. 

ვან ლიანპომ, საქართველოში ჩინეთის კონსულმა ეკონომიკურ და კომერციულ საკითხებში, აღნიშნა, რომ ჩინეთ საქართველოს ურთიერთობები მნიშვნელოვნად გაიზარდა მიმდინარე წელს და ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელს მიაღწია. მისი თქმით ორ ქვეყანას შორის გაიზარდა და გაძლიერდა თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროებში და მიმართულებებში. ასევე გაზრდილია ხალხთა შორისი და კულტურული კავშირები. მისი თქმით ჩინეთი საქართველოს რიგითობით მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია და ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი. 

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც 2011 წელს თბილისი-ურუმჩის გზა (ფრენა, რეისი, მიმართულება) გაიხსნა ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებმა შექმნა მოხერხებული ხიდი საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური, სავაჭრო, პოლიტიკური და კულტურული ურთიერთობების გასაღრმავებლად. ჩინეთის სამხრეთ ავიახაზებს აქვს ყველაზე მეტი ჩინური სატრანსპორტო თვითმფრინავი, ასევე ყველაზე განვითარებული სამარშრუტო ქსელი, უსაფრთხო და ყველაზე დიდი მგზავრთბრუნვა წელიწადში, რომელმაც 140 მილიონს მიაღწია 2018 წელს.

უახლესი სტატიები

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

   26 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის ელჩი, ჭოუ ციენი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (თსუ) ეწვია. ვიზიტის მიზანი იყო...

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები