[:ka]

ჰონგ-კონგი მდებარეობს ჩინეთის სამხრეთ სანაპიროზე და მოქცეულია ჭუძიანის დელტასა და სამხრეთ ჩინეთის ზღვას შორის. ჰონგ-კონგი შედგება, მისივე სახელწოდების კუნძულისაგან, Kowloon, ახალი ტერიტორიისა და პატარ-პატარა კუნძულებისაგან მის გარშემო.
რეგიონში კლიმატი სუბტროპიკულია. ასეთი ტემპერატურა აქ, თითქმის ნახევარი წელი ნარჩუნდება. ჰაერის ტემპერატურა ზამთარში შესაძლოა დაეცეს 10 გრადუსამდე, ხოლო ზაფხულობით მიაღწიოს 31 გრადუსს. ნალექების უმეტესობა, აქ აპრილისა და სექტემბრის თვეში მოდის.
tonite by evenliuისტორია ჰონგ-კონგი, თანგის დინასტიის დროს ტუნგკუანს მიეკუთვნებოდა, თუმცა ბრიტანეთის იმპერიის კოლონია ოპიუმის პირველი ომის (1839-42) შემდეგ გახდა. კუნძული ჰონგ-კონგი გაერთიანებული სამეფოსათვის 99ჭლის ვადით გადაცემული პირველი ტერიტორია იყო, შემდეგ 1860 წელს კოულუნის ნახევარკუნძული გადაეცა, ბოლოს კი 1898 წელს იჯარით ახალი ტერიტორიები მიიღო. წყნაროკეანური ომის დროს (1941-45) ოკუპირებული იყო იაპონიის მიერ, რომლის შემდეგაც ბრიტანეთმა კვლავ დაიბრუნა მასზე კონტროლი 1997 წლამდე, ტერიტორიის ჩინეთისთვის გადაცემის მომენტამდე. კოლონიალიზმის პერიოდმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია დღევანდელი ჰონგ-კონგის კულტურაზე, რომელსაც ხშირად ახასიათებენ, როგორც „აღმოსავლეთისა და დასავლეთის შეხვედრას“.Image result for old hong kong1997 წლის 1 ივლისს, ჰონგ-კონგი ჩინეთის პირველი განსაკუთებული ადმინისტრაციული რეგიონი გახდა, „ერთი ქვეყანა, ორი სისტემის“ პრინციპით (აღნიშნული სტატუსი მაკაომ 1999 წლის დეკემბერში მიიღო). მას კონტინენტური ჩინეთისაგან განსხვავებული პოლიტიკური სისტემა აქვს. ჰონგ-კონგის იურიდიული დამოუკიდებლობა ანგლო-ამერიკული სამართლის ჩარჩოებში ფუნქციონირებს. რეგიონის მთავარი კანონი (მისი საკონსტიტუციო დოკუმენტი) არეგულირებს მის პოლიტიკურ სისტემას და საგარეო ურთიერთობებისა და სამხედრო თავდაცვის გარდა ყველა საკითხში ითვალისწინებს ჰონგ-კონგის ავტონომიურობის მაღალ ხარისხს. ჰონგ-კონგი, აღწერილი როგორც „უნაყოფო ქვა“, მალე გახდა მსოფლიო დონის ფინანსური, სავაჭრო და ბიზნეს ცენტრი.city on the water by evenliuრეგიონს არ გააჩნია ბუნებრივი ტურისტული რესურსები, გარდა მსოფლიოში საუკეთესო ღრმა წყლის პორტებისა. შრომისმოყვარე, ადაპტირებული, სამეწარმეო, განათლებული სამუშაო ძალა, რომელიც 3.5 მილიონ ადამიანს ითვლის, არის ჰონგ-კონგის პროდუქტიულობისა და შემოქმედების ქვაკუთხედი.
რეგიონის იფიციალური ენაა ინგლისური და ჩინური. ინგლისურს ფართოდ იყენებენ მთავრობაში, სამართალში, ბიზნესსა და სხვა პროფესიებში. კუნძულზე ადვილად იპოვით ორენოვან ან სამენოვან, სხვადასხვა პროფესიის ადამიანს, რომელიც საუბრობს როგორც ჩინურად და ინგლისურად, ისე კანტონურად და მანდარინზე(ფუთუნგხუაზე).

Hong Kong Victoria Harbor by romainjlძირითადი ვაჭრობა
ჰონგ-კონგი სავაჭრო ეკონომიკით მსოფლიოში მე-11 ადგილზეა. რეგიონი მეექვსეა სავალუტო ბაზარზე და აზიის საფონდო ბაზრის მე-2 ადგილი უჭირავს. იგი  ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია ტანსაცმლის, საათების, სათამაშოების, სხვადასხვა თამაშების და ელექტრონიკის გაყიდვაში. 2013 წელს, რეგიონი 10 უმსხვილეს ექსპორტიორ ქვეყანათა სიაში მოხვდა.
სამოქალაქო ავიაცია, გადაზიდვები, ვაჭრობასთან დაკავშირებული მომსახურებები, ტურიზმი და მოგზაურობა, სხვადასხვა ფინანსური და საბანკო მომსახურება ძირითადი კომპონენტებია მომსახურებით ვაჭრობის. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგიერთი მათგანის ღირებულება მსოფლიოში ყველაზე დაბალია.Hong Kong and Kowloon from Sky100 by palmbookჰონგ-კონგის მონეტარული პოლიტიკა, ობიექტურად ინარჩუნებს ვალუტის სტაბილურობას. რეგიონს აქვს კარგად ჩამოყალიბებული და სანდო სამართლებრივი სისტემა, რომელიც ეფუძნება საერთო სამართლს. იქ მცხოვრები ადამიანების, უფლებები და თავისუფლებები, დაფუძნებულია მიუკერძოებელ, სამართლიან კანონზე.Vertical Horizon #44 by romainjlტურიზმი
ჰონგ-კონგი, რიგით მე-7, ყველაზე მოთხოვნადი ტურისტული ადგილია. 2004 წლის მონაცემებით, ამავე წელს, ტურისტების რიცხვმა რეგიონში 21.8 მილიონი შეადგინა.
რეგიონი საუკეთესო ადგილია აღმოსავლეთისა და დასავლეთის შესახვედრად, ჩინური მემკვიდრეობის შერწყმა და ბრიტანული კოლონიების გავლენა, მაღალტექნოლოგიური თანამედროვეობა და კანტონური გუსტო. Hong Kong Through the city by romainjlჰონგ-კონგი გთავაზობთ მოგზაურობის მრავალფეროვნებას, მოგზაურობას მაღაზიებიდან – გურმანულ სასადილოებში აგრეთვე უნიკალური, კულტურული მემკვიდრეობის ნახვას, ისეთ ადგილებში როგორიცაა მუზეუმები, ტაძრები, მონასტრები, კედლებით შემოსაზღვრული სოფლები, საიდუმლო დარბაზები და კოლონიური შენობა-ნაგებობები.Hong Kong : Street flow by romainjlრეგიონი ხშირად მასპინძლობს სხვადასხვა კულტურულ და გასართობ ღონისძიებებს. ასეთია, ჰონგ-კონგის ხელოვნების ფესტივალი, საერთაშორისო ფილმის ფესტივალი, საერთაშორისო ხელოვნების კარნავალი, ჰონგ-კონგის ყვავილების გამოფენა და სხვა. კულტურულ თუ გასართობ ღონისძიებათა გარდა, ჰონგ-კონგი სპორტულ ღონისძიებებსაც მასპინძლობს. მაგალითად საერთაშორისო ცხენების დოღი, ჩემპიონატები რაგბში, კრიკეტში, „ლომის ცეკვის“ საერთაშორისო კონკურსი, ფრენბურთის, ტენისის, ფეხბურთის ჩემპიონატები.Hong Kong : All neon like by romainjl

ჰონგ-კონგში ტრადიციების ჰარმონიულად შერწყმის ხილვა, კერძოდ დასავლეთისა და აღმოსავლეთის, ისტორიულისა და თანამედროვის, ყველაზე კარგად მის მუზეუმებსა და საგამოფენო დარბაზებშია შესაძლებელი. ამისათვის თქვენ უნდა ეწვიოთ, ჰონგ-კონგის სამეცნიერო მუზეუმს, ფართო ეკრანზე უყუროთ ომნიმაქსის ფილმებს და ნახოთ „ცის შოუ„ რეგიონის კოსმოსურ მუზეუმში. უძველესი ჩინური ხელოვნების სანახავად კი საუკეთესოა ხელოვნების სახლები.Hong Kong Food Scene by waiaungჰონგ-კონგში არსებული „მწვანე ქამრის“ პარკები მოგზაურობისა და ბუნების მოყვარულთათვისაა. სულ რეგიონში ასეთი 23 პარკი და 15 მსგავსი ტერიტორიაა. ისინი გადაჭიმულია 41, 582 ჰექტარზე და  მოიცავს ფერდობებს, ტყეებს, რეზერვუარებს, კუნძულებს, ჭაობებსა და მთიან მხარეებს. ჰონგ-კონგში ორი საზღვაო პარკია, რომელიც 2,430 ჰექტარზეა განლაგებული. ისინი მოიცავენ სანაპირო ადგილებს, ზღვის ულამაზეს პეიზაჟებსა და მნიშვნელოვან ბიოლოგიურ არეალებს.Hong Kong: SAR of China by SunsetSilence

ტრადიციული ფესტივალები
ჩინური კალენდრის მიხედვით, სულ ხუთი უმნიშვნელოვანესი ფესტივალია, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია „მთვარის ახალი წელი“. ფესტივალის დროს ადამიანები სტუმრობენ თავიან ნათესავებსა და მეგობრებს და ჩუქნიან ერთმანეთს საჩუქრებს. Image result for hong kong festivalsჩირაღდნების ფესტივალს ჩინური ახალი წლის დასრულების შემდგომ აღნიშნავენ.Image result for hong kong festivalsწინაპართა საფლავებს ჩინგ მინგის ფესტივალის დროს სტუმრობენ, რომელიც გაზაფხულში ტარდება. ადრეულ ზაფხულს, იმართება „დრაკონის ნავის ფესტივალი“, რომლის დროსაც ეწყობა შეჯიბრებები, დრაკონის ფორმის ნავებით.
Image result for hong kong festivalsშუა-შემოდგომის ფესტივალი“ – იმართება მე-8 მთვარის თვის, მე-15 დღეს. დღესასწაულის მსვლელობისას, ახალგაზრდები, ბავშვებთან ერთად, მიემართებიან საღამო ხანს ქალაქგარეთ, ფერად-ფერადი ჩირაღდნებით ხელში და ჩუქნიან ერთმანეთს ტკბილეულსა და სხვადასხვა სუვენირებს. Related imageჩუნგ იუნგი მე-9 მთვარის თვის, მე-9 დღეა, დღე, ამ დღეს, ადამიანები მიდიან წინაპრების საფლავებზე ან ადიან მთაში, რათა პატივი მიაგონ უძველეს, ჩინელ ოჯახს, რომელიც გაიქცა მთაში გადასარჩენად.Image result for hong kong chung yeung festival

ჰონგ კონგი ცნობილია თავისი ღამის ცხოვრებით. იქ ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო დეტალს სწორედ ფანტასტიკური ღამის ცხოვრება და ბარები წარმოადგენს, რომელიც ჰონგ კონგში თავზესაყრელად არის. Bruce Lee Forever by nuhhatჰონგ კონგი – ქალაქია, სადაც ნებისმიერი მოგზაურის ინტერესი კმაყოფილდება. ეს ხომ ჩინური ტრადიციების მიმდევარი თანამედროვე ადგილი და ლეგენდარული ბრუს ლი-ს ქალაქია.PoLin Buddha by Marinshe

[:]