[:ka]

თაივანის პროვინცია მდებარეობს ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ზღვის აკვატორიაში. იგი შედგება 80-ზე მეტი კუნძულისა და საზღვაო ადგილებისაგან. თაივანის კუნძული, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ყველაზე დიდი კუნძულია. საშუალო წლიური ტემპერატურა ამ რეგიონში 22°C, საშუალო წლიური ნალექების რაოდენობა კი 2000 მლ. უნდა ითქვას, რომ თაივანი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ნოტიო ადგილია.თაივანის პროვინცია მოიცავს 86 კუნძულს, ამიტომაც, რეგიონში ჭარბადაა ბუნებრივი სილამაზით გამორჩეული ადგილები. მათ რიცხვშია „რვა ღირსშესანიშნაობა და თორმეტი ზღაპრული ადგილი“. კუნძულზე, ულამაზესი ლანდშაფტების გარდა, ისტორიული დანიშნულების ადგილებიც მრავლადაა. მაწუს ტაძრებსა და ბუდისტურ მონასტრებს აქ თითქმის ყველგან შეხვდებით. ველური ბუნება და ლანდშაფტები კი, უჩვეულოდ ლამაზია. თაივანის პროვინციაში მთლიანობაში 7 ლანდშაფტური ბაღია. ყველაფერი ეს რეგიონს იდეალურს ხდის დასვენებისთვის, მოგზაურობისთვის, სასწავლებლად თუ რელიგიური ტურებისთვის.Image result for taiwanტურისტული ადგილებიდან, განსაკუთრებით აღსანიშნავია მთა ალი, სადაც როგორც ტროპიკული ისე ალპური კლიმატია ულამაზეს ტყეებთან, ღრუბლების ზღვასთან, მზის მომაჯადოებელ ამოსვლასა და ჩასვლასთან ერთად. ასეთივე შესანიშნავი ადგილია, „მზისა და მთვარის ტბის“ ზონა, რომელიც მოიცავს ბუნებრივ ტბებს, რომელთა ირგვლივ ისტორიული ადგილებია.
Image result for taiwanნანვან ძიტიენის (Nanwan Jidian) ტერიტორია მოიცავს ხენგჩუმ (Hengchum) ნახევარკუნძულს. ეს ადგილი თავს აქ არსებული ტროპიკული ბოტანიკური ბაღით და სანაპიროს კურორტით იწონებს. გარდა ამისა, რეგიონში აგრეთვე არის თაიპეის მთა იანგმინგის (Yangming) ტურისტული არეალი, ფეითოუს (Peitou) ცხელი წყლის აბანოები, იელიოუს (Yeliu) ზღვის სანაპიროს პარკი, ჩანჩქერი ულაის (Wulai) და შ’მენის (Shimen) წყალსაცავი ქალაქ თაოიუენში (Taoyuan).
Image result for taiwanახლა კი თაივანის პროვინციისბ დედაქალაქ, თაიპეიში გადავინაცვლოთ ქალაქი თაიპეი, თაივანის პროვინციის ჩრდილოეთით მდებარეობს. თაიპეი, თაივანის ყველაზე დიდი ქალაქი და ეკონომიკური, კულტურული, საგანმანათლებლო და გასართობი ცენტრია. იგი დაყოფილია 12 ოლქად: CKS, ტათუნგი (Datong), ჭუნგშან (Zhongshan), ფეითოუ (Peitou), ნეიხუ (Neihu), ნანქანგ (Nankang) და ვენშან (Wenshan). ქალაქის ფართობი 272 კმ²-ია, აქ სულ 2.63 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.Image result for taiwan

 [:]