მარტი21 , 2023
"ჩინეთის ექსპერტი 2017"ჩინეთის ფლორა და ფაუნა

[:ka]ჩინეთის ფლორა და ფაუნა[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჩინეთის ნიადაგური საფარი დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება. აქ წარმოდგენილია ყველა სახის ნიადაგი, რომელიც გავრცელებულია აზიის კონტინენტზე. რელიეფის, კლიმატისა და ნიადაგების მრავალფეროვნებამ საკმაოდ ხელსაყრელი პირობები შექმნა სხვადასხვა მცენარეულობის განვითარებისთვის: დაწყებული ტროპიკებით, დამთავრებული ტაიგის ფლორით ჩრდილოეთში. ტყეები ქვეყანაში ცოტაა. მათ მთელი ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 12 % უკავიათ. ტყეების გავრცელების ძირითადი რაიონებია დიდი და მცირე ხინგანები, ასევე ტროპიკული ზონა. ჩინეთის ტერიტორიაზე ფლორის 35 000-მდე სხვადასხვა წარმომადგენელია. აქ ვხვდებით ჩრდილოეთ ნახევარსფეროსათვის დამახასიათებელ თითქმის ყველა სახის მცენარეს. მცენარეული საფარის მრავალფეროვნება უპირველესად განპირობებულია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის მეზობლობით და მათ შორის რაიმე ბუნებრივი საზღვრის არარსებობით.

ქვეყნის ტერიტორიაზე გამოიყოფა 4 ძირითადი ბუნებრივ-მცენარეული ზონა:

  • სტეპის მცენარეული ზონა
  • მარადმწვანე სუბტროპიკული და ტროპიკული ტყეების ზონა
  • ზომიერი ფოთოლმცვენი ტყეების ზონა
  • უდაბნოს მცენარეულობა

მცენარეულობის ტიპებით სიმდიდრემ და რელიეფის ნაირსახეობამ ხელი შეუწყო მრავალფეროვანი ცხოველთა სამყაროს განვითარებას და გადარჩენის შესაძლებლობა მისცა ცხოველთა ისეთ ჯიშებს, რომლებიც სხვაგან აღარ გვხვდება. ასეთ უიშვიათეს ცხოველთაგან აღსანიშნავია იანძის დიდი დინგნიჩაბასებრი, პატარა ალიგატორის ჯიშები აღმოსავლეთ და ცენტრალურ ჩინეთში და დიდი სალამანდრა დასავლეთში. ჩინეთის სამხრეთ პროვინციებში კი უმეტესწილად გვხვდება რეპტილიების, ამფიბიების, ფრინველებისა და ძუძუმწოვრების ტროპიკული ტიპები. ცხოველთა სამყაროს მრავალფეროვნებით განსაკუთრებით გამოირჩევა ტიბეტი და ს’ჩუანი. მათ შორის ეს უკანასკნელი ცნობილია, როგორც გიგანტური პანდების  სამშობლო. ჩინეთის მთებში შევხვდებით ასევე ტაკინს, ხოხბების სხვადასხვა ჯიშებსა და შაშვების ნაირსახეობას. იშვიათი ცხოველების სიას ასევე მიეკუთვნებიან ოქროსფერი მაიმუნი, თეთრტუჩა ირემი, მდინარის დელფინი, იანძის ნიანგი, წითელი ციყვი და მონაცრისფრო ლეოპარდი.

 [:]

უახლესი სტატიები

ჩინეთი კიბერუსაფრთხოების სექტორს აძლიერებს

ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე-14 ეროვნული კომიტეტის წევრის თქმით, ჩინეთის კიბერუსაფრთხოების სექტორმა უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა სტრატეგიულად უპირატესი...

ჩინეთის ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ სესიის მეორე პლენარული სხდომა გამართა

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) პირველმა სესიამ სამშაბათს (7 მარტს) პლენარული სხდომა გამართა, რათა მოესმინა მე-13 NPC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის,...

ჩინეთი უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს

ჩინეთი აპირებს დააჩქაროს ძალისხმევა მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა და გამოყენების მიზნით, განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა მთავრობის სამუშაო ანგარიშში,...

ჩინეთი 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის...

შენჭენში ონლაინ შეკვეთის დრონით მიღებაა შესაძლებელი

ჩინეთის ელექტრონული კომერციის პლატფორმა მეითუანმა დაიწყო თვითმფრინავების მიწოდების სერვისები შენჭენის რამდენიმე კომერციულ უბანში.შენჭენი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, თანამედროვე მეტროპოლია. იგი ცნობილია...

„გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა“ – ჩინეთი მსოფლიო მშვიდობის სადარაჯოზე

უკვე წელიწადზე მეტია რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს. უკრაინის კრიზისმა არა მხოლოდ ლოკალურ დონეზე მოახდინა გავლენა, არამედ საკმაოდ დიდი დარტყმა მიაყენა...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები