მარტი24 , 2023
ბიზნესიჩინეთის ღვინო ბესთსელერებს შეუერთდა

[:ka]ჩინეთის ღვინო ბესთსელერებს შეუერთდა[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ორი ჩინური ღვინის მწარმოებელი 2016 წელს, მსოფლიოს 10 ყველაზე გაყიდვად ღვინის ბრენდის დასახელებაში შევიდა. დიდი ბრიტანეთის ორმა უდიდესმა სუპერმარკეტის ქსელმა ჩინური ღვინის გაყიდვა დაიწყო.

დიდი ბრიტანეთის მიერ შედგენილი სიის მიხედვით, The Drinks Business-მა  ჩინეთის  ბრენდი Changyu ყველაზე გაყიდვად ღვინის ბრენდთა სიაში მეოთხე ადგილზე დაასახელა. გაყიდვები 15 მილიონს აღწევს, მაჩვენებელი 2015 წლის მონაცემების ანალოგია.

პეკინში დაარსებული Great Wall -ის ბრენდი,  ყველაზე გაყიდვად ღვინის ბრენდთა სიაში მეათე დასახელდა. აღნიშნული ბრენდის გაყიდვები 2016 წელს დაახლოებით ერთი მილიონით დაეცა და 7 მილიონს მიაღწია. ამერიკული ღვინის ბრენდი Barefoot ყველაზე გაყიდვად პროდუქტად დასახელდა გასულ წელს, 22.5 მილიონიანი მაჩვენებლით.

The Drinks Business ელოდება, რომ 2020 წლისთვის, ჩინეთი დიდი ბრიტანეთის ბაზარზე,  აშშ-ს შემდეგ, ყველაზე გაყიდვად ღვინოებს შორის მეორე ადგილს დაიკავებს.

Changyu-ს ღვინის სარდაფი პეკინში. 2010 წლის 13 დეკემბერი [ფოტო/VCG]

Changyu და Great Wall  ჩინეთშიც დომინირებენ, კომპანიები თავს ესხმნიან საერთაშორისო ბაზარსაც. Great Wall -ი ჩილეში და საფრანგეთშიც ფლობს ბრენდებს, Changyu – კი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ახორციელებს ექსპორტს,  მათ შორის დიდ ბრიტანეთშიც.

წელს, დიდი ბრიტანეთის წამყვანმა სუპერმარკეტების ქსელებმა, Tesco და Sainsbury’s -მა Changyu-ს ბრენდის საშუალო დონის ღვინის გაყიდვები დაიწყეს, ერთი ბოთლის  ფასი 7-დან ფუნტიდან (9$) იწყება.

ბრიტანული ღვინის სავაჭრო ფირმა Berry Bros & Rudd -ი  Changyu-ს ფირმის ოთხი სახეობის ღვინოს 2013 წლიდან ყიდის.

ღვინის ჟურნალი Decanter -ის ონლაინ რედაქტორმა კრის მერკერმა განაცხადა, რომ ჩინური ღვინის მოთხოვნამ ევროლენდის ფარგლებს გარეთ  წარმოებული ღვინის იმპორტი უნდა გაზარდოს.

“ სავალუტო კურსი სტერლინგსა და ევროს შორის უსარგებლო გახდა “ – განაცხადა მერკერმა .

“ ყველამ გაიაზრა, რომ ჩინეთი დიდი რაოდენობის ღვინოს აწარმოებს. მთავარი კონსენსუსი ის არის, რომ ხარისხი უმჯობესდება. “

იანვარში, Sainsbury’s -მა Changyu-ს Noble Dragon Red Cabernet  Gernischt -ის გაყიდვები დაიწყო, ერთო ბოთლის  საწყისი ფასი 8 ფუნტიდან იწყება.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინელმა მკვლევარებმა ბიოდეგრადირებადი, გადამუშავებადი მინა შექმნეს

ჩინელმა მატერიალურმა მეცნიერთა ჯგუფმა მინის ბიოდეგრადირებადი და გადამუშავებადი ფორმა შექმნა, რომელიც კომერციალიზაციის შემთხვევაში მომავალში მდგრად ეკონომიკას შეუწყობს ხელს. მინა ადამიანის...

ჩინეთი კიბერუსაფრთხოების სექტორს აძლიერებს

ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე-14 ეროვნული კომიტეტის წევრის თქმით, ჩინეთის კიბერუსაფრთხოების სექტორმა უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა სტრატეგიულად უპირატესი...

ჩინეთის ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ სესიის მეორე პლენარული სხდომა გამართა

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) პირველმა სესიამ სამშაბათს (7 მარტს) პლენარული სხდომა გამართა, რათა მოესმინა მე-13 NPC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის,...

ჩინეთი უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს

ჩინეთი აპირებს დააჩქაროს ძალისხმევა მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა და გამოყენების მიზნით, განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა მთავრობის სამუშაო ანგარიშში,...

ჩინეთი 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის...

შენჭენში ონლაინ შეკვეთის დრონით მიღებაა შესაძლებელი

ჩინეთის ელექტრონული კომერციის პლატფორმა მეითუანმა დაიწყო თვითმფრინავების მიწოდების სერვისები შენჭენის რამდენიმე კომერციულ უბანში.შენჭენი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, თანამედროვე მეტროპოლია. იგი ცნობილია...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები