[:ka]
თუ შენ გადაწყვეტ ეწვიო ჩინეთის რომელიმე ქალაქს მოსანახულებლად, მაშინ შენ აუცილებლად უნდა იმოგზაურო პეკინში. ქალაქი, რომელიც მსოფლიოშია ცნობილი თავისი ღირსშესანიშნაობებით, მართლაც დაუვიწყარ მოგონებებს ტოვებს. ეს არ არის უბრალოდ ქალაქი მდიდრული წარსულით, პეკინში თავი მოუყრია თანამედროვეობასა და ინტერნაციონალურობას. ქალაქი არ გამოირჩევა მხოლოდ ხედების სილამაზით, აქ წარსულის გადმონაშთებთან ერთად კომბინირებულია ხალხური ხელოვნების მაგალითები. მსოფლიოში ცნობილი კულტურული მემკვიდრეობის გარდა, პეკინი დღეს საერთაშორისო საქმიანი შეხვედრების დანიშნელების ადგილია.
ჩინეთის დედაქალაქი არსებობის საკმაოდ გრძელსა და საინტერესო ისტორიას ითვლის, რომელიც დღესდღეისობით ქალაქის ისტორიულ და კულტურულ მემკვიდრეობაშია ასახული. ქალაქის ხანგრძლივი ისტორია 500 000 წელს ითვლის. ისტორია იწყება, გამოქვაბულში მცხოვრები, ჰომო საპიენსის, პეკინელი მამაკაცის, წინაპრებისაგან. ისტორიული წყაროები, გვაუწყებს, რომ პეკინი როგორც დასახლებული ქალაქი, 3000 წელია რაც არსებობს. ეს არის ქალაქი, რომელმაც საუკუნეების მანძილზე მრავალი მტრის შემოსევას გაუძლო, გადაიტანა დამანგრეველი ხანძარი, მრავალჯერ განიცადა დინასტიის აღმავლობა და მარცხი. მიუხედავად მისი ხანგრძლივი და უმეტეს შემთხვევაში მარცხგამოვლილი წარსულისა, ქალაქი, ყოველთვის ახერხებდა ეპოვა გამოსავალი იმ დროს არსებული პრობლემებიდან, რაც რასაკვირველია ქალაქს ძლიერის სტატუსს სძენდა.
800 წლის განმავლობაში – „იანების„ დინასტიიდან ( 1271-1368 ) „მინგებისა„(1368-1644) და „ცინგების„ დინასტიათა ბატონობამდე, პეკინი იყო ქვეყნის დედაქალაქი. 34 იმპერატორი ცხოვრობდა და განაგებდა ხალხს პეკინიდან იმ დროისათვის. ამიტომაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ პეკინს, ადრეულ ხანიდანვე, გააჩნდა მთავარი სავაჭრო ქალაქის სტატუსი.
პეკინი უდაოდ შედის მსოფლიოში, ყველაზე ცნობილ ტურისტულ ქალაქთა რიცხვში. მაგალითად, პეკინში არსებული „აკრძალული ქალაქი„, რომელიც არის მსოფლიოში უდიდესი და ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული საიმპერატორო სასახლის კომპლექსი. თიენანმენის სახელობის ცენტრალური მოედანი კი სიდიდით ერთ-ერთია მსოფლიოში. რაც შეეხება, სამოთხის ტაძარს , ის მსოფლიოში უდიდესი სამსხვერპლო ნაგებობაა. ხოლო, „დიდი კედელი“ , რომელიც პირველი გვახსენდება ჩინეთზე საუბრისას, მსოფლიოს საოცრებათაგან ერთ-ერთია.
ჩინეთის დედაქალაქში მოგზაურობისას, უხვად შეხვდებით ისეთ ადგილებს ქალაქში, სადაც წარსულისა და თანამედროვეობის შესანიშნავი ჰარმონიაა.
სტუმრებზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს ტრადიციული, ძველი კულტურისა და თანამედროვეობის ნიმუშების შერწყმა – ტრადიციული ხუთონგ კომპლექსები, რომლებიც ამაყად დგას ცათამბჯენების გვერდით.
ქალაქი პეკინი კომუნიკაციების კერაა, გამართული სარკინიგზო გზებითა და საჰაერო სივრცით, ჩინეთის ყველა ნაწილში. სხვა მსოფლიოს წამყვანი ქალაქების მსგავსად ეს ყველაფერი ხელს უწყობს ტურიზმის ხარისხიან და სწრაფ განვითარებას ქვეყანაში . დღესდღეისობით, პეკინი თანდათან ხდება კაშკაშა დედაქალაქი თავისი თვალუწვდენელი ცათამბჯენებით, ხელოვნების მუზეუმებით, სავაჭრო ცენტრებით, ეფექტური და უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალებებით და მრავალ უცხოურ საწარმოთა ინვესტირების ადგილი. 2008 წელს, პეკინში ჩატარებულმა ოლიმპიურმა თამაშებმა, ქალაქი გახადა როგორც მოდური, დინამიური, თანამედროვე, გრანდიოზული და აგრეთვე, მისტიური დედაქალაქი მსოფლიოს ხალხთათვის.
პეკინის გარშემო მოგზაურობისას მნახველი უმრავ მსგავსებას აღმოაჩენს მსოფლიოს სხვა დიდ ქალაქებთან მიმართებაში. აქ არის უდიდესი, ცამდე ასული შენობები, სავაჭრო ცენტრები და გაუთავებელი, გაწელილი საცობები, აგრეთვე პოპულარული სარეკლამო მოედნები, მოდური მაღაზიებით გადაჭედილი ქუჩები, რომლებიც ძირითადად თავმოყრილია, სავაჭრო ცენტრ „იენშას“, თიენანმენისა და ვანგფუძინგის ქუჩებზე. რაც შეეხება ჩინურ რესტორნებს, იქ თქვენ შემოგთავაზებენ, არა ნაკლებ რვა სამზარეულოს და აგრეთვე დასავლეთისთვის დამახასიათებელ კერძებს. თანამედროვე სასტუმროები კი თქვენს კომფორტსა და კარგ განწყობაზე იზრუნებენ.
დღის შესანიშნავი ტურების შემდეგ, პეკინი, ღამითაც ინახავს სიუპრიზებს იქ ჩასული სტუმრებისათვის. ღამით შესაძლებლობა გეძლევათ ესტუმროთ პეკინის ოპერას, სადაც თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ტრადიციული წარმოდგენები, აკრობატიკა და საომარი ხელოვნება ან აირჩიოთ უფრო თანამედროვე გართობა, როგორიცაა როკის კონცერტები, საცეკვაო დარბაზები, კლუბები და ბარები.
ზემოთ ჩამოთვლილ თითოეულ მათგანს თავისი ხიბლი აქვს, ყველაზე კარგი კი ისაა რომ პეკინს შეუძლია ნებისმიერი სტუმრის მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ქალაქის ქუჩებში თქვენ ყოველთვის შეგხვდებათ მომღიმარი სახეები და თბილი დახვედრა. ეს ყველაფერი კი თქვენს მოგზაურობას, ჩინეთის დედაქალაქ, პეკინში ნამდვილად გახდის თქვენი ცხოვრების კიდევ ერთ დაუვიწყარ კულტურულ გამოცდილებად.
[:]