ქართულ-ჩინურ საინფორმაციო სააგენტო “სინომედიასა” და ჩინეთის წამყვან საინფორმაციო სააგენტო “ჩაინა დეილი”-ს (China Daily) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელშეკრულების თანახმად, საქართველოსა და ჩინეთს შორის ორი ქვეყნის ინტერესების ფარგლებში ინფორმაცის გაცვლა მოხდება. მსგავსი თანამშრომლობა, მომავალში ხელს შეუწყობს მხარეთა დაახლოებასა და ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების გაღრმავებას.

“ჩაინა დეილი” (China Daily) ჩინური საინფორმაციო სააგენტოა, რომელიც 1981 წელს დაარსდა და ფლობს ყველაზე ფართო ბეჭდვით მიმოქცევას ინგლისურენოვან გაზეთებს შორის ჩინეთში.

შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო სააგენტო „სინომედია“ 2017 წლის იანვარში დაარსდა, წარმოადგენს ონლაინ საინფორმაციო სააგენტოს. საინფორმაციო სააგენტო მიზნად ისახავს საქართველო-ჩინეთს შორის არსებული კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ინფორმაციის მოპოვება – გავრცელებას, საქართველოს ცნობადობის გაზრდას ჩინეთში და პირიქით, ჩინეთის ცნობადობას  – საქართველოში.

 

LEAVE A REPLY