მარტი24 , 2023
პოლიტიკაჩინეთის წარსული და პერსპექტივები: მსოფლიო ლიდერების შეხედულება

[:ka]ჩინეთის წარსული და პერსპექტივები: მსოფლიო ლიდერების შეხედულება [:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობა 18 ოქტომბერს გაიხსნება. მთელი მსოფლიო ამ შეხვედრას ელოდება, რადგან ეს არის წარსულის გადახედვის და მომავლის პროგნოზირებისთვის კარგი შესაძლებლობა. Chinadaily-სთან რამდენიმე მსოფლიო ლიდერმა ჩინეთის წარსულ მიღწევებსა და პერსპექტივებზე საკუთარი შეხედულებები დააფიქსირა.

დანილო ტიურკი

სლოვენიის ყოფილი პრეზიდენტი

  1. რა  დიდი მიღწევები ჰქონდა ჩინეთს ბოლო 5 წლის განმავლობაში.
  2. რას მოელით ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობისგან?
  1. ყველაზე დიდი მიღწევაა ის არის, რომ  სიღარიბის ზღვარს მყოფი ასობით მილიონი ადამიანი ახლა ნორმალური ცხოვრების წესით ცხოვრობს, კითხვა არის ის, თუ რა მოხდება შემდეგ. როგორ უზრუნველვყოთ სოციალური ინტეგრაცია,  რადგან არ არის დიდი სხვაობა სიმდიდრის დონეებს შორის. სოციალური სტაბილურობისთვის სიმდიდრეზე კონცენტრირება არ არის კარგი.
  2. პირველ რიგში ძალიან მაინტერესებს, თუ როგორ განავითარებს ჩინეთი საკუთარი მოდერნიზაციის დონეს. ჩვენ, მე-13 5 წლიან გეგმაში ვნახეთ მნიშვნელოვანი ახალი ელემენტები, მათ შორის ინოვაციები, მწვანე ეკონომიკა და ა.შ. ამიტომ მე მაინტერესებს როგორ ითარგმნება ეს ახალი აქცენტები პარტიის პოლისებში. მეორე საკითხია საერთაშორისო ურთიერთობები, ის თუ როგორ ხედავს ჩინეთი საკუთარ როლს მსოფლიოში? ჩინეთი უფრო ბევრ პასუხისმგებლობებს იღებს, ამიტომ მშვიდობის თვალსაზრისით ჩინეთი უფრო უნდა გაიზარდოს.

ესამ აბდელაზიზ აჰმედ შარაფი

ეგვიპტის ყოფილი პრემიერ მინისტრი

  1. ყველაზე შესამჩნევი ცვლილებები ჩინეთში ბოლო 5 წლის განმავლობაში.
  2. რას მოელით ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობისგან?
  1. მე ვსტუმრობ ჩინეთს რამდენიმე თვეში ერთხელ, ამიტომ ვხედავ ცვლილებებს, რაც ყველაზე მეტად მომწონს ეს არის ჩინეთის მიღწევები საზოგადოების წინაშე, განსაკუთრებით ღარიბი ფენის წინაშე, როგორც განათლების ისე საშუალო კლასის გაძლიერების თვალსაზრისითაც. ყველა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხიც სწორედ ეს არის –  ძლიერი საზოგადოება.
  2. მომავალი შეხვედრა ჩინეთის კომუნისტური პარტიის ისტორიაში ყველაზე მნიშნველოვანია, მე მჯერა, რომ ამ დროს ახალი მიმართულებები ჩამოყალობდება  ჩინეთისთვის, საერთაშორისო თვალსაზრისითაც, ჩვენ კარგად უნდა დავაკვირდეთ შეხვედრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს რადგან ზუსტად ეს გვაჩვენებს – ჩინეთის პასუხისმგებლობას მსოფლიოსთან.

დჯომარტ ოთორბაევი

ყირგიზეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი

  1. რა  დიდი მიღწევები ჰქონდა ჩინეთს ბოლო 5 წლის განმავლობაში.
  2. რას მოელით ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-19 ყრილობისგან?
  1. ჩინეთმა დიდი დრო დაუთმო ინოვაციებს და მაღალ ტექნოლოგიებს, თუ 10 წლის წინ მსოფლიომ იცოდა, რომ ჩინეთი ტანისამოსის, ქსოვილების, ფეხსაცმლის მწარმოებელი ქვეყანა იყო, ახლა, მსოფლიომ იცის, რომ ჩინეთი მაღალ ტექნოლოგიებს აწარმოებს. აღსაღნიშნავია, რომ ეს ცვლილებები რაოდენობას  არ ეყრდნობა, ეყრდნობა- ხარისხს.

ჩინეთის ძალისხმება კვლევებში, მეცნიერებასა და განთლებაში გამოჩნდა.

2. მსოფლიო კონგრესის შედეგებს ელოდება, ყველაზე მარტივი მიზეზით – ჩინეთი მსოფლიო ლიდერობას აპირებს.  უზარმაზარი მნიშნველობა აქვს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლისებს, საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის.

ამიტომ მნიშვნელოვანია დებატები იმის შესახებ თუ რას აპირებს ქვეყანა მომავალი 5 წლის განმავლობაში.

ასევე საინტერესოა მსჯელობა, ჩინეთის დამოკიდებულებაზე სხვა ქვეყნების მიმართ განსაკუთრებით  მეზობელი ქვეყნებთან, ამიტომ ველოდებით კონგრესის პროდუქტიულ შედეგებს.

მაიკლ ბათესი

ბრიტანეთის საერთაშორისო განვითარების სახელმწიფო დეპარტამენტის მინისტრი

  1. ჩინეთის ყველაზე დიდი მიღწევები ბოლო 5 წლის განმავლობაში
  2. რამდენიმე სიტყვით დაახასიათეთ ჩინეთი

1. ყველაზე დიდი მიღწევა სიღატაკიდან ადამიანების გამოყვანაა. მე ძალიან ვღელავ, როდესაც  ვნახულობ ღარიბ სოფლებში აშენებულ ახალ სკოლებს, საავადმყოფოებს და სახლებს. ეს დასაფასებელია.

2. ამაღელვებელი, ოპტიმისტური, განათლებული, შრომისმოყვარე.

[:]

უახლესი სტატიები

ჩინელმა მკვლევარებმა ბიოდეგრადირებადი, გადამუშავებადი მინა შექმნეს

ჩინელმა მატერიალურმა მეცნიერთა ჯგუფმა მინის ბიოდეგრადირებადი და გადამუშავებადი ფორმა შექმნა, რომელიც კომერციალიზაციის შემთხვევაში მომავალში მდგრად ეკონომიკას შეუწყობს ხელს. მინა ადამიანის...

ჩინეთი კიბერუსაფრთხოების სექტორს აძლიერებს

ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე-14 ეროვნული კომიტეტის წევრის თქმით, ჩინეთის კიბერუსაფრთხოების სექტორმა უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა სტრატეგიულად უპირატესი...

ჩინეთის ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ სესიის მეორე პლენარული სხდომა გამართა

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) პირველმა სესიამ სამშაბათს (7 მარტს) პლენარული სხდომა გამართა, რათა მოესმინა მე-13 NPC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის,...

ჩინეთი უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს

ჩინეთი აპირებს დააჩქაროს ძალისხმევა მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა და გამოყენების მიზნით, განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა მთავრობის სამუშაო ანგარიშში,...

ჩინეთი 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის...

შენჭენში ონლაინ შეკვეთის დრონით მიღებაა შესაძლებელი

ჩინეთის ელექტრონული კომერციის პლატფორმა მეითუანმა დაიწყო თვითმფრინავების მიწოდების სერვისები შენჭენის რამდენიმე კომერციულ უბანში.შენჭენი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, თანამედროვე მეტროპოლია. იგი ცნობილია...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები