[:ka]
მარტში სამოგზაუროდ, მდინარე იანძის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქები საუკეთესოა. ზოგადად, წვიმიანი სეზონი, ჩინეთის ამ ნაწილში, აპრილიდან იწყება. მარტში აქ გარემო, გაზაფხულის ყვავილებით ფერადდება, რომლებიც ყოველ დილით ცვრით არის დანამული.
ჩვენი მოგზაურობის პირველი გაჩერებაა წყალზე გაშენებული, უძველესი ქალაქი. ჭოუჭუანგის წყლის ქალაქი მდებარეობს სუჭოუში. ქალაქი ცნობილია, იქ მდებარე ტრადიციული ჩინური ბაღით. მიუხედავად ტერიტორიული სიმცირისა, ჩინეთის პირველი უძველესი წყლის ქალაქი, ყველაზე თვალწარმტაცი პეიზაჟებით და ხედებით გამოირჩევა.ერთი რამ, რაც აუცილებლად უნდა ნახოთ იქ სტუმრობისას, არის შესანიშნავი და მომაჯადოებელი პეიზაჟები დილით და შებინდებისას.
- უიუენი – ჩინეთის ულამაზესი სოფლები
უიუენის არქიტექტურა, ძველი, მინგისა და ცინგის სტილის არქიტექტურული თვისებებით ხასიათდება, რომელთა შორისაა, 113 უძველესი საგვარეულო დარბაზი, 28 უძველესი სავანე, 36 ნასახლარი და 187 უძველესი ხიდი. გაზაფხულის პირველი თვე სოფლებში სამოგზაუროდ საუკეთესო პერიოდია. თითოეული სოფელი უიუენში მდინარის პირასაა გაშენებული, მათ უკან კი თვალუწვდენელი მთებია.
მარტის თვის პერიოდში, სოფლები, ულამაზესი ატმის, ვარდისფერი ყვავილებით იმოსება. ამას თან ერთვის ხასხასა, მწვანე ფერის მთები და უძველესი ნაგებობები. ყველაფერი ერთად იდეალურ და დაუვიწყარ სურათს ქმნის. მარტის დასაწყისში აქ ცივა, თუმცა, 11 რიცხვის შემდეგ ტემპერატურა ტანდატან მაღლა იწევს და იდეალურ გარემოს ქმნის დასასვენებლად.
- ტალი, იუნანის პროვინცია – თბილი გაზაფხული
ტალი, სუჭოუს მსგავსად, ცნობილია თავისი ელეგანტური პეიზაჟებით. იმის გამო, რომ ტალი, იუნნანური კულტურის აკვანია, ქალაქი ისტორიული ძეგლების სიუხვით გამოირჩევა, რომლებიც პროვინციის ისტორიას უყვებიან იქ ჩასულ სტუმრებს.
სიჭოუს რეზიდენციები საუკეთესო ადგილია პაის უმცირესობათა შესასწავლად. აქ მდებარე იუნნანის პროვინცია საუკეთესო ადგილია უცხოელი ტურისტებისთვის.
- ხაინანის კუნძული – შეუერთდი ჩინეთის ადრეულ ზაფხულს
ხაინანის კუნძული არის ხაინანის პროვინციის ძირითადი კუნძული. კუნძული მდებარეობს ჩინეთის სამხრეთით. მარტში, ჩინეთის სხვა ადგილებთან შედარებით, აქ ყველაზე მეტად თბილა.
მზიანი დღეები, თვის განმავლობაში, საუკეთესო პერიოდია გასარუჯად და საბანაოდ. თავისუფალ დროს, აქ თქვენ შეგიძლიათ, დატკბეთ – „აღმოსავლეთ ჰავაიზე“, ფოტოები გადაიღოთ ტუნგჭაიკანგში, მანგროს ტყეში და წახვიდეთ სალაშქროდ თიენია ხაიძიაოში.
- კუილინი — ცოცხალი ტრადიციული ჩინური ფერწერა
ეს ჩვენი მოგზაურობის ბოლო წერტილია. ზოგადად კუილინი სამოგზაუროდ არც თუ ისე კარგი ადგილია, ვინაიდან მარტში აქ ძირითადად ნალექი მოდის. უმეტესად ქალაქი ნისლშია გახვეული მაღალი ტენიანობის გამო. ამ ადგილის ერთ-ერთი მშვენიერებაა ნისლით დაფარული მდინარე ლი, რომლის ხილვაც, მხოლოდ მარტშია შესაძლებელი. თუმცა ნისლი ხანდახან ხელის შემშლელიც კია, ვინაიდან ქალაქის მშვენიერების ხილვას აძნელებს და ზოგჯერ ფარავს კიდეც.კუილინში მოგზაურობას თუ გადაწყვეტთ, აუცილებლად იქონიეთ ქოლგა თან, რადგან ეს იქ აუცილებელი ატრიბუტია. მდინარე ლის ხეობის გარდა, თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ ქალაქ იანგშუოს სტუმრობით, გაისეირნოთ ბამბუკის ტივით მდინარე იულუნგზე და აღმოაჩინოთ უჩვეულო სილამაზე სოფლის გზაზე სეირნობისას.
[:]