მრავალი გამოწვევის მიუხედავად, ჩინეთის ეკონომიკა 2023 წლის პირველ კვარტალში მზარდი ტენდენციით ხასიათდება.
სტატისტიკის ეროვნული ბიუროს (NBS) მონაცემების თანახმად, პირველ სამ თვეში ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 28,5 ტრილიონ იუანამდე (დაახლოებით 4,14 ტრილიონი აშშ დოლარი) გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ წლიდან წლამდე 4,5 %-იანი ზრდა დაფიქსირდა.
ბოლო პერიოდის ეკონომიკური განვითარების განსაკუთრებით ნათელი წერტილი მომსახურების სექტორის აღდგენა გახლავთ, რომელმაც პირველ კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაში 69,5 % შეადგინა.
მნივარაუდება, რომ ეკონომიკური ზრდა მთელი წლის განმავლობაში აღმავალი იქნება. წლის მეორე კვარტალში ზრდა კიდევ უფრო მნიშვნელოვნად სწრაფი და თვალსაჩინო იქნება, ვიდრე პირველ კვარტალში.
მონაცემთა ანალიზით დგინდება, რომ შიდა მოთხოვნა თანდათან ფართოვდება და მომხმარებელთა მოლოდინები უმჯობესდება. მაგალითად, ამ უკანასკნელზე მეტყველებს: სარკინიგზო და საჰაერო ტრანსპორტის მგზავრთა რაოდენობის 67,7 %-დან და 68,9 %-მდე ზრდა, რამაც ბაზრის სიცოცხლისუნარიანობა კიდევ უფრო გაზარდა. ამასთან, პირველ კვარტალში 2.7 %-დან 5,8 %-მდე გაიზარდა სამომხმარებლო საქონლის საცალო გაყიდვები.
ლიენ ფინგმა, Zhixin-ის საინვესტიციო კვლევითი ინსტიტუტის მთავარმა ეკონომისტმა, განაცხადა, რომ ჩინეთის შიდა მოხმარების ზრდა ეკონომიკის განვითარების დამაჩქარებელი მთავარი მამოძრავებელი ძალაა და მოსალოდნელია, რომ მისი მნიშვნელობა მეორე კვარტალში კიდევ უფრო აშკარა გახდება.
NBS-ის თანახმად, პირველ სამ თვეში დამატებითი ღირებულების სამრეწველო პროდუქცია 3 %-ით. ხოლო ძირითადი აქტივების ინვესტიციები 5.1 %-ით გაიზარდა.
ჩინეთმა 2023 წლისთვის მშპ-ს ზრდის სამიზნე მაჩვენებლად დაახლოებით 5 % მიიჩნია. გასულ კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდმა დაადგინა, რომ 2023 წელს ჩინეთის ეკონომიკა 5,2 %-ით გაიზრდება.
მომავალში ჩინეთის ეკონომიკური ზრდა გაზრდილი მოხმარებითა და ძირითადი საშუალებების სტაბილური ინვესტიციებით იქნება გამყარებული. უნდა აღინიშნოს, რომ პირველ კვარტალში უძრავი ქონების გაყიდვებმა პოზიტიური ცვლილებები განიცადა და ქონების ინვესტიციები, სავარაუდოდ, თანდათან დასტაბილურდება.
რაც შეეხება ექსპორტს, ამჟამად ქვეყნის საგარეო ვაჭრობა ზეწოლის ქვეშ იმყოფება, მაგრამ ჩინეთი სავარაუდოდ მიაღწევს მიზანს, ხელი შეუწყოს სტაბილურობას და გააუმჯობესოს საგარეო ვაჭრობის ხარისხი მთელი წლის განმავლობაში.
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ეკონომიკურ ოპერაციებში დადებითი ფაქტორები იკვეთება, ეკონომიკური აღდგენის საფუძველი მყარი ჯერ კიდევ არ არის. ჩინეთის ეკონომიკის წინაშე მრავალი სირთულე და გამოწვევა დგას, მათ შორის რთული საერთაშორისო გარემო, გლობალური ზრდის შესუსტება, არაადეკვატური შიდა მოთხოვნა და სტრუქტურული პრობლემები, რომლებიც ზღუდავს ჩინეთის განვითარებას.