[:ka]

ჩინეთის ახალმა კომერციის მინისტრმა  ჭუნგ შანმა,  პარასკევს გამართულ შეხვედრაზე, განცხადა, რომ ჩინეთი სამომავლოდ შეცვლის საგარეო ვაჭრობის მოდელს, რაც შედეგად, ქვეყანაში გააფართოვებს ეკონომიკის მოცულობას და გააუმჯობესებს ნიმუშის სტრუქტურულ ხარისხს.

ეკონომიკის სამინისტრო, გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ძალას, რათა მომავალში გააძლიეროს ჩინეთის როლი მთელს მსოფლიოში, როგორც ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო სახელმწიფო, ძლიერი ეკონომიკით.

ქვეყნის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელი, ბოლო თვეების განმავლობაში, საგრძნობლად დასტაბილურდა და ზრდის ეტაპზეა.

2017 წლის კარგი დასაწყისით, ჩინეთის საგარეო ვაჭრობამ 2.18 ტრილიონი იუანი (დაახლოებით $ 316.4 მილიარდი) შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით 19.6%-ით ზრდას ნიშნავს.

გასულ წელს, მთლიანი ექსპორტის და იმპორტის ღირებულება შემცირდა 0.9%-ით, წლიური ათვლით 24.33 ტრილიონი იუანით. თუ მაჩვენებელს შევადარებთ 2015 წელს, 2015 წელთან მიმართებაში შემცირება 7%-ს უტოლდება.

[:]