დეკემბერი16 , 2025
პოლიტიკაჩინეთი მხარს უჭერს სავარაუდო ქიმიური თავდასხმის გამოძიებას სირიაში

[:ka]ჩინეთი მხარს უჭერს სავარაუდო ქიმიური თავდასხმის გამოძიებას სირიაში[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია – ჩინეთი მხარს  უჭერს გამოძიებას, რომელმაც უნდა გამოიკვლიოს ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენება სირიაში.

“ჩინეთი მხარს უჭერს ინციდენტის ინტენსიურ, ობიექტურ და მიუკერძოებელ გამოძიებას, რომელიც დაეფუძნება დასაბუთებულ მტკიცებულებებს. მნიშვნელოვანია, დამნაშავეები და პასუხისმგებელი მხარეები მართლმსაჯულებამდე მიიყვანონ, განაცხადა გაერთიანებული ერების ჩინეთის დელეგაციის მუდმივმა წარმომადგენელმა უ ხაითაომ. ბოლოდროინდელი ქიმიური თავდასხმებისა და მასთან დაკავშირებული სამოქალაქო მსხვერპლის გამო ჩინეთი დიდ შეშფოთებას გამოთქვამს.

“ქიმიური იარაღის შესახებ ჩინეთის პოზიცია თანმიმდევრული და ნათელია: ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ქიმიური იარაღის გამოყენებას ნებისმიერ სახელმწიფოში, ნებისმიერი გარემოებებით. მსგავსი სახის იარაღის გამოყენება, როგორი სახითაც და სადაც არ უნდა ხდებოდეს უნდა იყოს აღკვეთილი” – განაცხადა უ ხაითაომ.

სირიაში ქიმიური იარაღის საკითხი რეგიონის საკითხის პოლიტიკურ მოგვარებას მჭიდროდ უკავშირდება. “ჩინეთი მხარს უჭერს უშიშროების საბჭოს და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას, როგორც ქიმიური იარაღის აღკვეთის მთავარ არხს .“

გაერთიანებული ერების ჩინეთის დელეგაციის მუდმივმა წარმომადგენელმა გამოთქვა იმედი, რომ მხარეები კონსტრუქციულ მიდგომას მიმართავენ და კონსულტაციების საფუძველზე მიიღებენ გადაწყვეტილებებს ქიმიური იარაღის გამოყენების რეციდივის თავიდან ასაცილებლად.

[:]

უახლესი სტატიები

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

   26 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის ელჩი, ჭოუ ციენი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (თსუ) ეწვია. ვიზიტის მიზანი იყო...

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები