[:ka]აფართოებს თუ არა ჩინეთი საკუთარ ჩართულობას სამხრეთ კავკასიაში?[:]

ირაკლი ქორქია, ახალგაზრდა სინოლოგი

0
112
ფოტო/TITR Association

[:ka]

სამხრეთ კავკასია პეკინის ყურადღების ცენტრში აქტიურად არც ისე დიდი ხნის წინ მოექცა, როგორც „სარტყელი და გზის“-ს კორიდორის შუაში განლაგებული  რეგიონი.  სწორედ აღნიშნული პროექტის და ასევე რეგიონის ეკონომიკური დინამიკის საშუალებით, ჩინეთის ჩართულობა სამხრეთ კავკასიაში წლიდან წლამდე იზრდება.

არც ისე დიდი ხნის წინ, სამხრეთ კავკასიის რეგიონი არ ყოფილა ჩინეთის მსოფოს ეკონომიკური ექსპანსიისთვის მიმზიდველი ადგილი.  2000-იან წლებში ევროკავშირსა და რუსეთს ჰქონდათ ადგილობრივ ქვეყნებთან გაფორმებული შეთანხმებები თითქმის ყველა სფეროში, ჩინეთი კი ამ მხრივ საკმაოდ პასიურობდა. რეგიონის ქვეყნებიც, ჩინეთის ნაცვლად, დაინტერესებულები ჯერაც პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ბაზრის ათვისებით იყვნენ.

ჩინეთის ეს პასიურობა შეიცვალა მას შემდეგ, რაც გაჩნდა „სარტყელი და გზის“-ს პროექტი. რეგიონში განხორციელებული სატრანსპორტო და ენერგო პროექტები, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის გახსნა 2017 წლის 30 ოქტომბერს,  ასევე , ბოლოდროინდელი წინსვლა ტრანს-კასპიური სატრანსპორტო კორიდორის პროექტში გახდა ურთიერთობებში ახალი დინამიკის შემომტანი. 

ჩინეთის ეკონომიკური ექსპანსია: მითი თუ რეალობა

სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანა (საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი) ღიად ცნობენ, რომ „სარტყელისა და გზის“-ს პროექტი იკვეთება მათ პირად ინტერესებთანაც, ამიტომ არ მალავენ პეკინთან ურთიერთობების გაძლიერების სურვილს. 

აზერბაიჯანი, როგორც რეგიონის ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყანა, პოზიტიურადაა განწყობილი ჩინეთის ინტერესების მიმართ. დღევანდელ დღემდე, ჩინეთმა $779 მილიონის ოდენობის ინვესტიცია ჩადო ჩინთეში. ორ ქვეყანას შორის ვაჭრობა ჯამში 800-ჯერ გაიზარდა 1990 წლიდან, როცა ის ჯამში $1,5 მილიონს შეადგენდა, 2017 წლის მონაცემებით კი $1,3 მილიარდს აჭარბებს.  ამ დროისთვის, ჩინეთი აზერბაიჯანის მეშვიდე ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია. 

საგრძნობი პროგრესი განიცადა ქართულ-ჩინურმა ურთიერთობებმაც. საბჭოთა კავშირის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ორმხრივი ვაჭრობა მუდმივად იზრდება. 2017 წელს კი $939 მილიონს მიაღწია. 1990-იან წლებში კი სულ რაღაც $3,68 მილიონს შეადგენდა. ჩინეთი საქართველოსთვის მესამე ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია და მთელი ქვეყნის ვაჭრობის 9%-ი უკავია.

უკანასკნელი წლების მანძილზე ჩინეთი დაწინაურდა, როგორც სომხეთის მეორე ყველაზე ძლიერი პარტნიორი საგარეო ვაჭრობის მხრივ  (მთელი ვაჭრობის 5,3%).  სომხური მხარის მიერ მოწოდებული სტატისტიკის მიხედვით, ორ მხარეს შორის ვაჭრობა 50%-ით გაიზარდა 2018 წლის პირველ ნახევარში და $342 მილიონი შეადგინა.  ასევე, როგორც ცნობილია, პეკინმა სომხეთს ეკონომიკური დახამრების სახით 2012 წლიდან სულ $37 მილიონი გაუგზავნა. 

ამის მიუხედავად, თუ გავითვალისწინებთ, რომ რეგიონის საერთო ეკონომიკა არც ისე დიდია, წამყვანი ჩინური კომპანიების ინტერესის ბუმის პერიოდი ჯერაც არ დამდგარა.  

თბილისსა და პეკინს შორის 2015 წელს გაფორმდა აბრეშუმის გზის ეკონომიკური განვითარების კოოპერაციის მემორანდუმი, რომელშიც გაწერილი იყო შემდგომი 3 წლის გეგმა. 2016-2017-2018 წლებში, საქართველომ გააფორმა 2 შეთანხმება  ჩინურ ფონდებთან და დიდ კომპანიებთან, თუმცა საგრძნობი შედეგი სხვა მსგავსი მასშტაბების ჩინური კომპანიების მხრიდან ჯერაც არ დამდგარა.

ჩინეთი ქართულ მხარეს საბოლოოდ დათანხმდა თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებაზე მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირთან გააფორმა DCFTA (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულება).  ეს კი ნიშნავს, რომ შემდგომ წლებში უფრო დიდი იქნება ჩინური ბიზნესების ინვესტიცია საქართველოში, რათა სწორედ საქართველოში დამზადდეს ისეთი პროდუქტები, რომლებიც დააკმაყოფილებს ევროკავშირის რეგულაციებს და გავა ექსპორტზე. 

რომ შევაჯამოთ, მიუხედავად სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისა და ჩინეთის მხრიდან  საერთო პროექტებზე დიდი ინტერესისა, ჯერაც არ დამდგარა ის დრო, როცა წამყვანი ჩინური კომპანიები მასობრივად შემოვლენ ამ ბაზარზე. სავარაუდოა, რომ ეს მხოლოდ მოსამზადებელი პერიოდია და ჩინური ინვესტიციების ეკონომიკური ბუმის პერიოდი ჯერ კიდევ წინაა, განსაკუთრებით საქართველოს შეთანხმებაში, კონკრეტულად კი ზემოაღნიშნული სავაჭრო შეთანხმებების გათვალისწინებით.   ჩინურ ინვესტიციებს შეუძლიათ სარძნობლად შეუწყონ ხელი სამხრეთ კავკასიის  რეგიონის განვითარებას. მხოლოდ დრო გვიჩვენებს, რამდენად გამართლდება ის იმედები, რომლებსაც ქვეყნები ერთმანეთთან ურთიერთობებზე ამყარებენ.

[:]