გასულ პარასკევს ჩინეთმა დეტალური მექანიზმი და რეგულაციები გამოაცხადა რეგისტრაციაზე დაფუძნებული IPO სისტემისთვის A-share ბაზარზე. ახალი წესები დაუყოვნებლივ ამოქმედდება, რაც მიუთითებს ყოვლისმომცველ რეგისტრაციაზე დაფუძნებული IPO სისტემის ოფიციალურ დანერგვაზე, რომელსაც დამკვირვებლები აფასებენ, როგორც ეტაპს ჩინეთის კაპიტალის ბაზრის რეფორმის განვითარებაში.

დამკვირვებელთა თქმით, რეფორმა A-share ბაზარს უბიძგებს იყოს უფრო ბაზარზე ორიენტირებული, კანონზე დაფუძნებული და ინტერნაციონალიზებული. აღნიშნული ცვლილების ფარგლებში მაღალი ხარისხის კომპანიები მიიღებენ უფრო მარტივ წვდომას კაპიტალის ბაზარზე და გაიზრდება მხარდაჭერა ინვესტორების მხრიდან, ხოლო მცირე საწარმოების რაოდენობა თანდათან შემცირდება, რის საფუძველზეც გაფართოვდება ეფექტური სახსრების მოზიდვის არხები რეალური ეკონომიკის მხარდასაჭერად.

ანალიტიკოსების თქმით, ახალი IPO სისტემის განხორციელება ჩინეთის საფონდო ბაზარს მსოფლიოს ყველაზე ხელსაყრელ ბაზრებთან დააახლოებს. მოსალოდნელია, რომ ახალი მექანიზმი უცხოურ კაპიტალს მაგნიტის პრინციპით მიიზიდავს.

პარასკევს ჩინეთმა გამოაქვეყნა რეგისტრაციაზე დაფუძნებული IPO-ების სისტემის 165 წესი, რომელთაგან 57 გამოსცა ჩინეთის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელმა კომისიამ (CSRC), ხოლო დანარჩენი 108 National Equities Exchange-მა, Quotations-მა და China Clear-მა გამოაქვეყნა.

დეტალური წესები ძირითადად მოიცავს ხუთ სფეროს – გაცემის პირობების გამარტივებას, რეგისტრაციის პროცედურების გაუმჯობესებას, სპონსორობისა და underwriting სისტემის ოპტიმიზაციას, კონკრეტული კომპანიების ძირითადი აქტივების რესტრუქტურიზაციის სისტემის გაუმჯობესებას. ზედამხედველობის, აღსრულებისა და ინვესტორების დაცვის გაძლიერებას.

წყარო