თებერვალი15 , 2026
ბიზნესიჩინეთი ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელს შეამცირებს

[:ka]ჩინეთი ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელს შეამცირებს[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]

ჩინეთი 2020 წლისთვის მსოფლიოში ყველაზე დიდ და სუფთა ქვანახშირის ენერგოსისტემას დააყენებს.

Xinhua – საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წლისთვის მოსალოდნელია, რომ ჩინეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი,  სუფთა და ეფექტური  ქვანახშირის ენერგოსისტემით წარმოიჩენს თავს. ქვეყანა, 2014 წლის შემდეგ, ენრეგეტიკული სექტორი  ნარჩენების შემცირებისა და ენერგიის დაზოგვისთვის მუშაობს.

2015 წელს გარემოს დაცვის სამინისტრომ, ეროვნული განვითარებისა და რეფორმის კომისიამ  და ენერგეტიკის ეროვნულმა ადამინისტრაციამ ერთობლივად გამოსცეს ქვანახშირის გადამამუშავებელი საწარმოების გეგმა, რათა  საბოლოოდ გადაჭრან ნარჩენების საკითხი და, ამავდროულად, დაზოგონ ენერგია. რეკონსტრუქციის დასრულების თარიღად 2020 წელი დასახელდა.

“ამ წლის ივნისის ბოლოს, 5.7 კილოვატიანი გენერატორები განახლდა, რაც მთლიანი ნაწილის 60% – ია,” – განაცხადა ლიუ პინგძიანგმა, გარემოს დაცვის ჰაერის დაბინძურების დეპარტამენტის დირექტორმა.

“პეკინში, თიენძინსა და ხეპეის პროვინციებში დაგეგმვა დასრულდა, ხოლო აღმოსავლეთ რეგიონებში მუშაობის საწყისი ეტაპები იფუთება.”

ლიუს ინფორმაციით, გოგირდის დიოქსიდისა და აზოტის ოქსიდების ნარჩენები ენერგოსისტემაში 10 მილიონი ტონიდან 1 მილიონ ტონამდე შემცირდა. ქვანახშირის გადამუშავების ენერგოსისტემის სექტორი, მსოფლიოში პირველი სექტორი გახდა, რომელიც მკაცრად აკონტროლებს დაბინძურების მაჩვენებელს.

ჩინეთის ელექტროენერგიის საბჭოს სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წლის ბოლოს, ქვეყანაში დამონტაჟებული გენერატორი 940 მილიონი კვტ იყო, რაც საერთო რაოდენობის 57.3%, ქვანახშირის გადამამუშავებელი საწარმოს ელექტროენერგია საათში 6 ტრილიონ კილოვატს შეადგენს, რაც საერთო ელექტროენერგიის 65.5% – ია.

[:]

უახლესი სტატიები

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში

   26 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის ელჩი, ჭოუ ციენი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს (თსუ) ეწვია. ვიზიტის მიზანი იყო...

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები 2024

დაიწყო განაცხადების მიღება სასტიპენდიო პროგრამისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში (2024-2025). პროგრამა ითვალისწინებს უმაღლესი განათლების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე, ასევე მეცნიერ-...

ჩინური კულტურის დრაკონი

 დასავლური კულტურისგან განსხვავებით, ჩინურ კულტურაში დრაკონი მითიურ, სასიხარულო და უზენაეს არსებად ითვლება. ჩინურ მითოლოგიაში დრაკონებს უზღვავი ძალა და ენერგია...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის საახალწლო მიღებას უმასპინძლა

ჩინეთის საელჩომ საქართველოში 20 დეკემბერს ჩინეთსა და საქართველოს შორის მჭიდრო კავშირების აღსანიშნავად საახალწლო მიღებას უმასპინძლა. ღონისძიებას 300-ზე მეტი სტუმარი...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2023 წლისთვის

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) შეცვალა ჩინეთის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2023 წლისთვის. ოქტომბერში ეს მონაცემი 5 პროცენტი იყო, ნოემბერში კი...

„შუა დერეფანი“ ყურადღების ცენტრში

26-27 ოქტომბერს, თბილისში “აბრეშუმის გზის ფორუმი” მიმდინარეობს. ფორუმის ფარგლებში იმართება ათი თემატური პანელური სესია და პარალელური დისკუსიები საკვანძო სავაჭრო-ეკონომიკურ...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები