ჩინეთმა და ჰონდურასმა 26 მარტს პეკინში ხელი მოაწერეს ერთობლივ კომუნიკეს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ.
კომუნიკეს თანახმად, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ და ჰონდურასის რესპუბლიკამ, ორი ხალხის ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინებით, გადაწყვიტეს აღიარონ ერთმანეთი და დაამყარონ დიპლომატიური ურთიერთობები ელჩების დონეზე. შეთანხმება ამოქმედდა ხელმოწერის დღიდან.
ამრიგად, ჰონდურასი გახდა რიგით 182-ე ქვეყანა, რომელსაც აქვს დიპლომატიური ურთიერთობა ჩინეთთან.
ზოგადი ტენდენციის შესაბამისად
კომუნიკეს ხელი მოაწერეს ჩინეთის სახელმწიფო მრჩეველმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ცინ განგმა და ჰონდურასის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედუარდო რეინამ. მისი მიხედვით, ჰონდურასის რესპუბლიკის მთავრობა აღიარებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მმართველობას, მსოფლიოში ერთი ჩინეთის არსებობას, ხოლო ტაივანს ამ ჩინეთის ნაწილად მიიჩნევს.
კომუნიკეს თანახმად, ჰონდურასის რესპუბლიკის მთავრობა შეწყვეტს „დიპლომატიურ ურთიერთობებს“ ტაივანთან და იღებს ვალდებულებას, ამიერიდან აღარ დაამყაროს მასთან ოფიციალური ურთიერთობები.
ცინთან მოლაპარაკებების დროს რეინა მას დაჰპირდა ჰონდურასის მხრიდან ერთი ჩინეთის პრინციპის დაცვას, ტაივანიდან თავისი ელჩის გაყვანას და რაც შეიძლება მალე ტაივანთან ყველა ოფიციალური შეთანხმების გაუქმებას.
სონგ ძიუნინგმა, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჩინეთის საერთაშორისო კვლევების ინსტიტუტში, თქვა, რომ ახალი ტიპის საერთაშორისო ურთიერთობების მომხრე ჩინეთს არასოდეს შეუქმნია ექსკლუზიური ბლოკები და არ აიძულებდახ„ სხვებს აერჩიათ მხარეები. იგი მოწოდებული იყო მეგობრული თანამშრომლობისთვის მთელს მსოფლიოში.
მისი თქმით, ჰონდურასი ერთი ჩინეთის პრინციპის აღიარებით ირჩევს დადგეს მსოფლიოს 181 სხვა სახელმწიფოსთან ერთად. ეს აჩვენებს, რომ ერთი ჩინეთის პრინციპს აქვს საერთაშორისო თანამეგობრობის აბსოლუტური მხარდაჭერა და წარმოადგენს მსოფლიოს ტენდენციას.
ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის ლათინური ამერიკის კვლევების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ, იუან ტუნგჭენმა განაცხადა, რომ ჩინეთსა და ჰონდურასს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებამ მძიმე დარტყმა მიაყენა ტაივანის დამოუკიდებლობის მომხრეებს.
„ეს კიდევ ერთხელ სრულად ადასტურებს, რომ ერთი ჩინეთის პრინციპის დაცვა არის სწორი არჩევანი, რომელიც შეესაბამება მსოფლიოს საერთო ინტერესებს და დროის ტენდენციებს“, – თქვა ცინმა, რეინასთან ერთად მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შენიშვნები კვირას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმაც გააკეთა.
სპიკერის თქმით „ეს არის სწორი არჩევანი, რომელიც შეესაბამება დამკვიდრებულ ტენდენციას და მხარდაჭერილია ხალხის მიერ. ჩინეთი ამას ძალიან აფასებს.“ მან ასევე აღნიშნა, რომ ჰონდურასი ცენტრალურ ამერიკის რეგიონის მნიშვნელოვანი სახელმწიფოა.
ორმხრივი ურთიერთობების ახალი თავი
კომუნიკეში ნათქვამია, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთპატივისცემის, ორმხრივი მშვიდობის, ერთმანეთის საშინაო საქმეებში ჩაურევლობის, თანასწორობის, ორმხრივი სარგებლისა და მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპების გათვალისწინებით, ორი მთავრობა შეთანხმდა ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობების განვითარებაზე.
ცინმა მოუწოდა ორ მხარეს გააძლიერონ სინერგია და კოორდინაცია და დააჩქარონ კონსულტაციები მნიშვნელოვან ორმხრივ შეთანხმებებსა და თანამშრომლობის მექანიზმებზე. მან ასევე ისაუბრა ჰონდურასის მიერ „სარტყელი და გზის“ ინიციატივის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
ჩინეთი სრულად დაუჭერს მხარს ჰონდურასის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას და მისი ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას, თქვა ცინმა და დაამატა, რომ ჩინეთი მზად არის გააფართოოს ჰონდურასის პროდუქტის იმპორტი. მისი თქმით, ჩინეთი წაახალისებს ჩინურ კომპანიებს განახორციელონ ინვესტიციები ჰონდურასში, მონაწილეობა მიიღონ ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურის მშენებლობაში, რაც გააუმჯობესებს ჰონდურასელი ხალხის ცხოვრების დონეს.
ცინმა დასძინა, რომ ჩინეთსა და ჰონდურასს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება არა მხოლოდ სარგებელს მოუტანს ორ ხალხს, არამედ მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს განვითარებად ქვეყნებს შორის ერთიანობისა და თანამშრომლობის განმტკიცებაზე და საერთაშორისო ურთიერთობებში დემოკრატიის ხელშეწყობაზე.
რეინას თქმით, ჰონდურასსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებით დაიწყო ორმხრივი ურთიერთობების ახალი ერა და გადაიდგა ისტორიული ნაბიჯი, რომელიც დიდ სარგებელს მოუტანს ორ ხალხს.
ჰონდურასი მზად არის გააძლიეროს ჩინეთთან თანამშრომლობა ფინანსების, ვაჭრობის, ინფრასტრუქტურის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების, კულტურისა და ტურიზმის საკითხებში და შეინარჩუნოს მჭიდრო კომუნიკაცია და კოორდინაცია მრავალ სფეროში.
ექსპერტების თქმით, ჩინეთსა და ჰონდურასს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებამ გახსნა ახალი თავი ორმხრივ ურთიერთობებში, რაც ახალ იმპულსს შემატებს ჩინეთსა და ლათინური ამერიკის ქვეყნებს შორის მეგობრულ თანამშრომლობას.
როგორც უმსხვილესი განვითარებადი ქვეყანა, ჩინეთი აერთიანებს თავის მშვიდობიან განვითარებას საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებთან და თამაშობს სასიცოცხლო როლს მსოფლიო მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში და კაცობრიობის პროგრესის ხელშეწყობაში, თქვა იუანმა. მან ასევე დასძინა, რომ სწორედ ამას აფასებენ ჰონდურასი და სხვა სახელმწიფოები ჩინეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების ან განახლებისას.
მან აღნიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება ახალი დასაწყისია და იმედოვნებს, რომ ორი ქვეყანა რაც შეიძლება მალე მიაღწევს ორმხრივ წარმატებას.