14 თებერვალს ჩინეთმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, რის საფუძველზეც,  ქვეყანა 5,9 მილიონი დოლარის პირველად დახმარებასა და სამაშველო ჯგუფებს გაუგზავნის თურქეთსა და სირიას, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის დახმარების გაწევის მიზნით.

ბოლოდროინდელი ცნობების მიხედვით, 7,8 მაგნიტუდის ბიძგებმა თურქეთსა და სირიაში ათასობით შენობის ნგრევა გამოიწვია, დაღუპულთა რიცხვმა კი 5000-ს გადააჭარბა.

ამ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვეს მსოფლიო ლიდერებმა. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინფინგმა სამძიმრის გზავნილები გაუგზავნა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანსა და სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს.

ჩინეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (CIDCA) ვიცე-თავმჯდომარე ტენგ პოცინგმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩინეთის მთავრობამ დაუყონებლივ გაააქტიურა გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარების მექანიზმი თურქეთსა და სირიისთვის სასწრაფო დახმარების აღმოსაჩენად.

Pinglan Public Welfare Fund-ის გენერალურმა დირექტორმა, Global Times-ს განუცხადა, რომ კატასტროფის შემდეგ ფონდი დაუყოვნებლივ დაუკავშირდა თურქეთისა და სირიის მთავრობებს მათი საელჩოების მეშვეობით ჩინეთში, რათა გაეგზავნა განაცხადი სამაშველო მისიაში მონაწილეობის მისაღებად.

ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტრომ თურქეთში 82 კაციანი სამაშველო ჯგუფი უკვე გაგზავნა. სინხუას ცნობით, გუნდი პეკინიდან სამშაბათს საღამოს 4 საათზე გაემგზავრა. ჩინეთიდან თურქეთში სხვა სამაშველო ჯგუფებიც გაემგზავრნენ. მაგალითად, სამოქალაქო სამაშველო ჯგუფი სახელად Ramunion ხანგჭოუდან.

წყარო