სექტემბერი21 , 2023
ანალიტიკაჩინეთ-რუსეთს შორის გაზრდილი ასიმეტრია და სამომავლო სცენარები

ჩინეთ-რუსეთს შორის გაზრდილი ასიმეტრია და სამომავლო სცენარები

-

- Advertisment -spot_img

ის ურთიერთობა, რომელიც ჩინეთსა და რუსეთს დღეს აქვთ, წლების მანძილზე ფორმირდებოდა. შეგვიძლია, გამოვყოთ სამი მთავარი ფაზა: 1) სტრატეგიული პარტნიორობის დასაწყისი 1991-2000 წლებში 2) ურთიერთობების მომწიფება 2001-2008 წლებში 3) კოოპერაცია 2009 წლიდან დღემდე.

სტატიაში აქცენტს სწორედ ბოლო ფაზაზე გავაკეთებ, რომელიც 2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდგომ დაიწყო. ეს იყო პერიოდი, როცა ჩინეთი საერთაშორისო ასპარეზზე გამოჩნდა იმ წერტილად, რომელსაც შეეძლო მნიშვნელოვანი როლი ეთამაშა საერთაშორისო ბაზრის ეკონომიკური შოკებისგან დასახსნელად. სწორედ მაშინ გადაწყვიტა რუსეთმა, გადაეხედა საკუთარი სტრატეგიისთვის. რუსეთი 2008 წლის კრიზისის დროს საგრძნობლად დაზარალდა. მისი მთლიანი შიდა პროდუქტი შემცირდა 7,9%-ით. ჩინეთის კი განაგრძობდა ზრდას და შეინარჩნა 8,7% წლიური ზრდა.

პერიოდს, როცა რუსეთმა გადაწყვიტა, ევროპული ბაზრისგან აქტიური დივერსიფიკაცია და აზიასთან ახალი კავშირების დამყარება, ცნობილია, როგორც “შეტრიალება აღმოსავლეთისკენ”. იყო სხვა მიზეზებიც, რამაც რუსეთს უბიძგა ასე მოქცეულიყო. კერძოდ კი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომი და უკრაინის კრიზისი 2014 წელს. ორივე ამ მოვლენამ დაძაბა ურთიერთობა რუსეთსა და დასავლეთს შორის.

დიაგრამაზე შეგიძლიათ იხილოთ ჩინეთსა და რუსეთს შორის ორმხრივი ვაჭრობის ტენდენციები. შეინიშნება ვაჭრობის შენელების ორი პერიოდი. პირველი დაკავშირებულია მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისთან, მეორე კი – უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან და ნავთობის ფასის შემცირებასთან. ამის მიუხედავად, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობამ მოახერხა რეაბილიტაცია და 2018 წელს ახალ მაქსიმუმს მიაღწია.

ჩინეთ-რუსეთის ვაჭრობის მოცულობა 2007-2018 წლებში (მილიარდი აშშ დოლარი )

ენერგო კოოპერაციის სფერომ ყველაზე დიდი პროგრესი განიცადა. 2009 წლიდან დღემდე დაიგეგმა და განხორციელდა რამდენიმე მსხვილმასშტაბიანი პროექტი ჩინეთსა და რუსეთს შორის. პროექტების საერთო ღირებულება 800 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

ორმხრივი ურთიერთობების შემდეგი ასპექტია სამხედრო კოოპერაცია. იარაღებით ვაჭრობა, საერთო სამხედრო წვრთნები და სხვა აქტივობები მიანიშნებენ ამ მხრივ გაზრდილ თანამშრომლობაზე.

მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდა, ჩინეთსა და რუსეთს შორის კავშრები არათუ შემცირდა, გაიზარდა კიდეც. ამის მიუხედავად, არაერთი მაგალითია ისტორიის მანძილზე იმისა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთი არასანდო პარტნიორია. ამას ისიც ემატება, რომ ორ ქვეყანას შორის იზრდება ასიმეტრია. თუ 1991 წელს ჩინეთისა და რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი დაახლეობით თანაბარი იყო, დღეს ჩინეთის ეკონომიკა რუსეთისაზე 10-ჯერ დიდია და განაგრძობს გასაოცარი ტემპებით ზრდას. მეტი თვალსაჩინოებისთვის იხილეთ ორი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის დიაგრამა:

მშპ ( 2018 წლის ფასებში ) 100 მილიარდ აშშ დოლარში

სამხედრო სიძლიერის მხრივ ბალანსიც ჩინეთის სასარგებლოდ ირღვევა. ყველაზე დიდი სხვაობა თავდაცვის ხარჯებში ორ ქვეყანას შორის 2016 წელს იყო, როცა ჩინეთი 4-ჯერ მეტ თანხას ხარჯავდა, ვიდრე – რუსეთი. ჩინეთი მთავარ ფოკუსირებას ახდენს ტექნოლოგიურ განვითარებაზე და მალე რუსეთს გადაასწრებს ისეთ სფეროებში , როგორიცაა კიბერუსაფრთხოება, ხელოვნური ინტელექტი და ა.შ.

სამხედრო ხარჯები 2000-2017 წლებშ ( მილიარდ აშშ დოლარში )

ასიმეტრია შეგვიძლია, ბევრ რეგიონში ვიგრძნოთ, მაგრამ ყველაზე შესამჩნევი ცენტრალურ აზიაშია. ჩინეთი 2013 წლის შემდეგ ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორია ცენტრალური აზიის თითქმის ყველა ქვეყნისთვის. იმას , თუ როგორ უფრთხის რუსეთი ჩინური დომინაციის ზრდას, შეგვიძლია იმითაც მივხვდეთ, თუ რა დამოკიდებულება აქვს რუსეთს სარტყელისა და გზის პროექტის განსაკუთრებით იმ ნაწილების მიმართ, რომელიც, დიდი ალბათობით, ზოგიერთ რეგიონში სავაჭრო კუთხით რუსეთის დომინირების დასასრულს გამოიწვევს.

შესაძლო სცენარები

ანალიტიკოსების აზრით, უახლოესი 2-5 წელი ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობა გაჰყვება დღევანდელ ვექტორს, თუმცა საინტერესოა, რა მოხდება უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში. მაგალითად 15-20 წლის შემდეგ.

პირველი სცენარი, რომლის განვითარების შანსებიც მინიმალურია, გახლავთ ღია დაპირისპირება ჩინეთსა და რუსეთს შორის. პოლიტიკური ანალიტიკოსების აზრით, თუ ასეთ აზრს არსებობის შანსი აქვს, მხოლოდ ორ შემთხვევაში. თუ ჩინეთი გამოთქვამს პრეტენზიებს რუსეთის შორეული-აღმოსავლეთის ტერიტორიებზე ან/და თუ რუსული მხარე ვეღარ მოითმენს ჩინეთის დომინირების ზრდას და აღმოსავლეთის პოსტ საბჭოთა ქვეყნებში ჩინეთის ჩართულობასთან დააპირებს ღია სამხედრო დაპირისპირებით ბრძოლას.

ამ სცენარის განვითარების შანსი მინიმალური რამდენიმე მიზეზითაა. პირველი და უმთავრესი, მსგავსი დაპირისპირება ორივე ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდება როგორც ადამიანური, ასევე – ეკონომიკური კუთხით. ამასთან, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ჩინეთის ან რუსეთის ხელისუფლება ქვეყანას მიიყვანს იმ დონემდე, რომ ერთადერთი გამოსავალი სწორედ სამხედრო დაპირისპირება იყოს.

მეორე სცენარი გახლავთ ჩინეთსა და რუსეთს შორის შექმნილი სამხედრო ალიანსი. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ ჩინეთსა და რუსეთს მოუწევთ მკაცრი პასუხსი გაცემა დასავლეთისა და შეერთებული შტატებისთვის. ამის შანსიც ძალიან მცირეა. ჩინეთს და რუსეთს კარგად ახსოვთ, როგორ დამთავრდა 1950 წლის სინო-საბჭოთა ალიანსის ხელშეკრულება. ამასთან, ახალი ალიანსი ორივე მხარეს ჩართავს ისეთ ურთიერთობებში, რომლისთვისაც ისინი მზად არ არიან. ამას გარდა, თუ დღევანდელი ტენდენციები შენარჩუნდება, მოსალოდნელია, რომ ბირთვული შეიარაღების გარდა, სხვა მხრივ ჩინური სამხედრო ძლიერება მალე აღემატება რუსეთისას. ჩინეთმა უკვე ბევრი იხეირა რუსეთთან მჭიდრო სამხედრო კავშირით და საეჭვოა, რომ ისეთი დაახლოება, როგორიცაა ახალი სამხედრო ალიანსის შექმნა, ჩინეთს სამომავლოდ დასჭირდეს.

ჩემი აზრით, ყველაზე რეალისტური სცენარის მიხედვით, ჩინეთი და რუსეთი არ ჩამოაყალიბებენ არანაირ ახალ სამხედრო ალიანსს და არც ღია დაპირისპირებაში ჩაებმებიან ერთმანეთთან. ამის ნაცვლად, ისინი ჩაებმებიან სტრატეგიულ პარტნიორობაში, რომლითაც იხეირებს ორივე ქვეყანა. ეს გულისხმობს, რომ განვითარდება კოოპერაციის უკვე არსებული სფეროები და გაჩნდება ახალიც, რამაც შეიძლება შესაძლებლობებთან ერთად დაპირისპირებაც გამოიწვიოს.

ყოველივე ეს გულისხმობს, რომ ის უთანხმოებები, რაც ჩინეთსა და რუსეთს აქვთ, მოულოდნელად არ გაქრება. ჩინეთის დომინირების ზრდასთან ერთად კი რუსეთს შეუმცირდება საკუთარი ზეგავლენის გავრცელების შესაძლებლობები.

უახლესი სტატიები

სინგი, კუეიჭოუ: სპორტის მოყვარულთა სამოთხე

10 სექტემბერს გამართულ გრანდიოზულ ცერემონიაზე, ვანფენგლინის ნახევარმარათონით გაიხსნა ღონისძიება, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ჩინეთის Storyteller Partnerships Tour-ის ჯგუფის წევრები კუეიჭოუდან. მათ...

თბილისში ჩინური კინოფესტივალი მიმდინარეობს

17 სექტემბერს, ეროვნული არქივის კინოდარბაზში თბილისის ჩინური კინოფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოში ჩინეთის საელჩო, ჩინეთის კინოადმინისტრაცია და საქართველოს...

საქართველოს ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოაქვს

საქართველოს ტურიზმის სექტორის გასაძლიერებლად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. განცხადება...

საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადა, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. „ჩვენთვის ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შარშან...

თბილისში „სარტყელი და გზის“ კონფერენცია გაიმართა

6 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, ჯეოქეისისა და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „სარტყელი...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დღის აღსანიშნავი მიღება გამართა

2023 წლის 1 აგვისტოს, ჩინეთის საელჩომ საქართველოში ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსებიდან 96 წლის იუბილეს აღსანიშნავად მიღება გამართა. შეხვედრას...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები