სექტემბერი25 , 2023
პოლიტიკაჩინეთ-საქართველოს მეგობრობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი...

[:ka]ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო[:]

-

- Advertisment -spot_img

[:ka]რიყის პარკში 9 ივნისს ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის დღისა და ორი ქვეყნის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

საქართველოსა და ჩინეთს მრავალწლიანი მეგობრობა და პარტნიორობა აკავშირებს. თუმცა დღეს ეს მეგობრობა და კავშირები მეტად ძლიერია, ვიდრე ოდესმე. ამაში წვლილი კი იმ ისტორიულ მოვლენას მიუძღვის, რომელსაც საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჰქვია. როგორც უკვე ვიცით,  ცოტა ხნის წინ პეკინში ხელი მოეწერა ისტორიულ შეთანხმებას საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე  სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

„ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ინვესტორია. ცოტა ხნის წინ პეკინში ხელი მოეწერა ისტორიულ შეთანხმებას საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რაც ჩვენს ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს. აღსანიშნავია, რომ საქართველო  პირველი ქვეყანაა რეგიონში, რომელთანაც ჩინეთმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა. განსაკუთრებით მისასალმებელია, რომ საქართველოში საქმიანობა დაიწყეს მსხვილმა ჩინურმა კომპანიებმა და მათი რიცხვი თანდათან იზრდება; რამდენიმე მათგანი უკვე წარმატებით დამკვიდრდა ქართულ ბაზარზე. ყალიბდება ეკონომიკური თანამშრომლობის სრულიად ახალი მიმართულებები. ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა ერთობლივი საწარმოების მშენებლობა, რომლებიც ქართულ-ჩინურ პროდუქციას გამოუშვებს. ასევე გაიზარდა ქართველი ბიზნესმენების დაინტერესება ჩინეთის ბაზრის უზარმაზარი შესაძლებლობების მიმართ”, _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა უმნიშვნელოვანესი გლობალური პროექტის, „ერთი სარტყელი – და ერთი გზის“, მნიშვნელობას და ღირებულებას ჩვენი ქვეყნისადმი და აღნიშნა, რომ საქართველო, როგორც აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანა, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს რეგიონული კავშირებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

გიორგი კვირიკაშვილმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ისეთ მნიშვნელოვან თემებზეც, როგორიცაა ჰუმანიტარულ სფეროში არსებული ინტენსიური ურთიერთობები და ხალხთა შორის კონტაქტების დინამიკური ზრდა.

„აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს ჩინელ პარტნიორებთან ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, რათა მეტი ჩინელი ტურისტი ჩამოვიდეს საქართველოში და ქართველებმაც აქტიურად მოინახულონ ეს უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით გამორჩეული ქვეყანა. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი სახელმწიფოების მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობები სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება” _ განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ღონისძიებას პრემიერთან ერთად ესწრებოდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ძი იენჩი. გამოსვლის შემდეგ მათ ქართული და ჩინური კომპანიების პროდუქციის გამოფენაც დაათვალიერეს.[:]

უახლესი სტატიები

სინგი, კუეიჭოუ: სპორტის მოყვარულთა სამოთხე

10 სექტემბერს გამართულ გრანდიოზულ ცერემონიაზე, ვანფენგლინის ნახევარმარათონით გაიხსნა ღონისძიება, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ ჩინეთის Storyteller Partnerships Tour-ის ჯგუფის წევრები კუეიჭოუდან. მათ...

თბილისში ჩინური კინოფესტივალი მიმდინარეობს

17 სექტემბერს, ეროვნული არქივის კინოდარბაზში თბილისის ჩინური კინოფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელსაც საქართველოში ჩინეთის საელჩო, ჩინეთის კინოადმინისტრაცია და საქართველოს...

საქართველოს ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი შემოაქვს

საქართველოს ტურიზმის სექტორის გასაძლიერებლად, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ, რომელიც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. განცხადება...

საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება

მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადა, რომ ჩინეთის მოქალაქეებისთვის დღეიდან უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. „ჩვენთვის ტურიზმი არის ძალიან მნიშვნელოვანი. შარშან...

თბილისში „სარტყელი და გზის“ კონფერენცია გაიმართა

6 სექტემბერს, საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს, ჯეოქეისისა და საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია სახელწოდებით „სარტყელი...

ჩინეთის საელჩომ ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დღის აღსანიშნავი მიღება გამართა

2023 წლის 1 აგვისტოს, ჩინეთის საელჩომ საქართველოში ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის დაარსებიდან 96 წლის იუბილეს აღსანიშნავად მიღება გამართა. შეხვედრას...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები