[:ka]
ფრანგული ბაზრის კვლევის, Ipsos -ფირმის განცხადებით, ჩინელების 14% ნაღდ ფულს აღარ ატარებს, რადგან მობილური გადახდის სისტემებმა ჩინეთში საფულეები ჩაანაცვლა.
ანგარიშის მიხედვით, მომხმარებლების 26%, 100 იუენზე ნაკლებს ატარებს ნაღდი ფულის სახით, ხოლო 74% – ის განცხადებით, ზოგჯერ 100 იუენი საფულეში თვიდან თვემდე საკმარისია, 84% თვლის, რომ ისინი კომფორტულად გრძნობენ თავს, როდესაც ნაღდი ფული არ გააქვთ გარეთ და მობილური გადახდის სისტემის იმედით არიან.
China Payment-ისა და Clearing-ის ასოციაციის ინფორმაციით, არასაბანკო გადახდების ორგანიზაციებმა მობილურით 2013-2016 წლებში 97 მილიარდის ტრანზაქცია შეასრულეს.
WeChat Pay , 938 აქტიური მომხმარებლით, მთავარი მობილური გადახდის მეთოდია ჩინეთში ყოველდღიური ტრანზაქციებისთვის, რომელიც Ipsos მონაცემებით ყოველ წელს 23% – ით იზრდება.
China Daily – ის ინფორმაციით, ჩინეთი, როგორც მსოფლიოში პირველი ქვეყანა, რომელმაც ქაღალდის ფული გამოიყენა, ელექტრონული ვალუტით ჩანაცვლებაშიც პირველობას ვარაუდობს, რადგან მობილურით გადახდის სერვისი ყოველ წამს ვითარდება და ის მალე საფულეებს ჩაანაცვლებს.
[:]