ჩინელი ექსპერტების ჯგუფი რომში ჩაფრინდა

0
87
3月12日,在意大利首都罗马,中国赴意专家组抵达菲乌米奇诺机场。 新华社记者程婷婷摄

[:ka]

იტალიაში COVID-19-ის დადასტურებულმა შემთხვევებმა 10 000-ს გადააჭარბა. ჩინეთმა ვირუსთან საბრძოლველად რომში ჩინელი ექსპერტები და სამედიცინო დახმარება გაგზავნა.

ეს ექსპერტთა მე-3 ჯგუფია, რომელსაც ჩინეთი საზღვარგარეთ გზავნის, წინა ორი  ირანსა და ერაყში იქნა გაგზავნილი.

კორონავირუსის ეპიდაფეთქებასთან საბრძოლველად, ჩინეთიდან რომის აეროპორტში სამედიცინო მოხმარების ნივთებით დატვირთული თვითმფრინავი ჩაფრინდა, თვითმფრინავში იმყოფებოდა 9 კაციანი ექსპერტთა ჯგუფიც.

რომში ჩაფრენილ ექსპერტებს აეროპორტში იტალიის წითელი ჯვრის დელეგატები დახვდნენ.

დამხმარე ჯგუფი ჯანდაცვის ეროვნული კომისიისა და ჩინეთის წითელი ჯვრის საზოგადოების მიერ გადამზადდა. ისინი იტალიაში შანხაიდან გაფრინდნენ. გამგზავრებამდე გუნდისა და ეკიპაჟის ყველა წევრმა გაიარა შემოწმება.

რომში გაიგზავნა 700-ზე მეტი სამედიცინო აღჭურვილობის ტექნიკა, მონიტორები, დეფიბრილატორები და ა.შ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის მთავრობამ 3 დღეა, რაც ქვეყნის მასშტაბით კარანტინი გამოაცხადა და 60 მილიონზე მეტი ადამიანი იზოლაციაში მოექცა.

[:]