[:ka]

“ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი ამბავი. დღეს გამოქვეყნდა შერჩეულ წიგნთა სია, სადაც გიორგი კეკელიძის ორი წიგნია წარმოდგენილი: იტალიაში, გამომცემლობა Iiriti Editore “გურულ დღიურებს” და ჩინეთში გამომცმელობა China Translation & Publication House “თომას ზღაპრებს” დაბეჭდავს. თარგმანები უკვე მზად არის – იტალიურად წიგნი ნათია სულავამ, ხოლო ჩინურად ანა გოგუაძემ თარგმნა. მნიშვნელოვანია, რომ ჩინური ლიტერატურული სამყაროს კარი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამ ფორმით პირველად შეიღება – გიორგი კეკელიძე მიწვეულია ჩინეთის წიგნის ფესტივალზე, სადაც გარდა უკვე ახალ წიგნთან დაკავშირებით არის დაგეგმილი მოლაპარაკები, რომელსაც სიურპრიზად შემოვინახავთ”,- წერს კეკელიძე.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩინური ლიტერატურული სამყაროს კარი პირველად გიორგი კეკელიძის წიგნით შეიღება.

[:]