მარტი24 , 2023
სხვადასხვაჩინელი ექიმები ქართველ სამედიცინო პერსონალს კორონავირუსზე გამოცდილებას გაუზიარებენ

ჩინელი ექიმები ქართველ სამედიცინო პერსონალს კორონავირუსზე გამოცდილებას გაუზიარებენ

-

- Advertisment -spot_img

კორონავირუსის პრევენციისა და მასზე რეაგირების საკითხების განხილვის მიზნით, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს შეხვდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები ვირუსთან ბრძოლის მიზნით ურთიერთანამშრომლობის საკითხებზე შეთანხმდნენ.

უწყების ცნობით, ეკატერინე ტიკარაძემ ხაზი გაუსვა ჩინელი ექიმების თავდადებას. მისივე თქმით, მაგალითის მომცემია ის, თუ როგორ უმკლავდება აღნიშნულ პრობლემას ქვეყანა. მინისტრმა ჩინეთის რესპუბლიკას კორონავირუსით გარდაცვლილების გამო მიუსამძიმრა.

„მიმოვიხილეთ ის პრობლემატური საკითხები, რომლებიც ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩინეთში ვითარდებოდა. ვისაუბრეთ კორონავირუსის გამოსავლებზე, და ასევე შევთანხმდით გარკვეულ სტრატეგიაზე. ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება მოხდა დღეს ჩვენს შორის, ხვალ გაიმართება ვიდეოკონფერენცია, სადაც ჩინელი ექიმები ქართველ სამედიცინო პერსონალს თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ. ეს, რა თქმა უნდა იქნება პრევენციული ხასიათის. ჩინელი მედპერსონალი იქნება მუდმივ ხაზზე, თუ ქართველ ექიმებს გარკვეული კითხვები ექნებათ ვირუსთან ბრძოლის შემთხვევაში“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჩინეთის ელჩმა ქართულ მხარეს გვერდში დგომისთვის მადლობა გადაუხადა და ის პრევენციული ღონისძიებები, რასაც საქართველო ახორციელებს, დადებითად შეაფასა.

„დღეს მინისტრთან განვიხილეთ კორონავირუსის პრევენციისა და კონტროლის მექანიზმები, გავცვალეთ ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით. შევთანხმდით მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე, რათა ერთობლივად შევძლოთ ვირუსთან ბრძოლა და არსებული სიტუაციის გამოსწორება. ჩვენს ექიმებს, პირველებს ჰქონდათ შეხება კორონავირუსთან, შესაბამისად პრევენციისა და კონტროლის მიზნით, ჩინელ და ქართველ ექიმებს შორის ხვალ ვიდეოკონფერენციაც გაიმართება, რათა ქართველმა მედპერსონალმა სწორედ მათგან მიიღოს უფრო მეტი ინფორმაცია“, – განაცხადა ლი იენმა, ჩინეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა.

უახლესი სტატიები

ჩინელმა მკვლევარებმა ბიოდეგრადირებადი, გადამუშავებადი მინა შექმნეს

ჩინელმა მატერიალურმა მეცნიერთა ჯგუფმა მინის ბიოდეგრადირებადი და გადამუშავებადი ფორმა შექმნა, რომელიც კომერციალიზაციის შემთხვევაში მომავალში მდგრად ეკონომიკას შეუწყობს ხელს. მინა ადამიანის...

ჩინეთი კიბერუსაფრთხოების სექტორს აძლიერებს

ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო კონფერენციის მე-14 ეროვნული კომიტეტის წევრის თქმით, ჩინეთის კიბერუსაფრთხოების სექტორმა უნდა გააძლიეროს თავისი ძალისხმევა სტრატეგიულად უპირატესი...

ჩინეთის ეროვნულმა საკანონმდებლო ორგანომ სესიის მეორე პლენარული სხდომა გამართა

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის (NPC) პირველმა სესიამ სამშაბათს (7 მარტს) პლენარული სხდომა გამართა, რათა მოესმინა მე-13 NPC-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის,...

ჩინეთი უფრო მეტ უცხოურ ინვესტიციას მოიზიდავს

ჩინეთი აპირებს დააჩქაროს ძალისხმევა მეტი უცხოური ინვესტიციის მოზიდვისა და გამოყენების მიზნით, განაცხადა ჩინეთის პრემიერმა ლი ქეციანგმა მთავრობის სამუშაო ანგარიშში,...

ჩინეთი 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის გამომუშავებას გეგმავს

მე-14 ეროვნული სახალხო კონგრესის პირველ სესიაზე წარდგენილი მთავრობის სამუშაო ანგარიშის მიხედვით, ჩინეთის მთავრობა 2023 წელს 650 მილიონი ტონა მარცვლეულის...

შენჭენში ონლაინ შეკვეთის დრონით მიღებაა შესაძლებელი

ჩინეთის ელექტრონული კომერციის პლატფორმა მეითუანმა დაიწყო თვითმფრინავების მიწოდების სერვისები შენჭენის რამდენიმე კომერციულ უბანში.შენჭენი, სამხრეთ-აღმოსავლეთ ჩინეთში, თანამედროვე მეტროპოლია. იგი ცნობილია...

წაიკითხეთ მსგავსი
რეკომენდირებული სტატიები