[:ka]ჩინური ახალი 2017 წელი – ტრადიციებისა და საქმიანობის კვალდაკვალ[:]

[:ka]

ჩინური ახალი წელი, ასევე ცნობილი როგორც  „გაზაფხულის ფესტივალი„  ყველაზე მნიშვნელოვანი ტრადიციული ფესტივალია ჩინეთში. „გაზაფხულის ფესტივალი” ძალზედ მნიშვნელოვანია იქაური ოჯახებისთვისაც. ჩინური ახალი წელი ითვლება  სახალხო დღესასწაულად და მას ქვეყანაში  ერთი კვირის მანძილზე ზეიმობენ.

პირველი იანვარი, ჩინური ახალი წლის აღმნიშვნელი თარიღი არ არის…ჩინეთში ახალი 2017 წელი აღინიშნება, ამავე წლის 28 იანვარს, შაბათს.  წელს, ჩინეთის საგაზაფხულო, სახალხო ფესტივალი, 27 იანვრიდან 2 თებერვლამდე გასტანს.

2017 წელი ჩინეთში მამლის წელია. იმის დადგენა თუ რომელი ცხოველის  წელი იქნება ამა თუ იმ წელს, ხდება ჩინური ზოდიაქოს ციკლის მიხედვით. 2017 წლის ჩათვლით, მამლის წელი აღნიშნეს, 1921, 1933, 1945, 1957, 1969, 1981, 1993, 2005  წლებში. აქედან გამომდინარე, თუ თქვენ დაბადებული ხართ ზემოთ ჩამოთვლილ წლებში, მაშინ დაბადებულხართ მამლის წელში.

რატომ აღნიშნავს ხალხი ჩინურ ახალ წელს…

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უამრავი საინტერესო ისტორია და ლეგანდა იმის აღსახსნელად თუ რატომ აღნიშნავენ ამ დღესასწაულს ოდითგანვე ჩინეთში, არსებობს ორი მთავარი მიზეზი ფესტივალის არსებობისა; პირველი  არის ის, რომ აღნიშნო წლის დაწყება კარგი  შრომით, რათა შემდგომში დაისვენო კარგად. მეორე მიზეზი, დღესასწაულის ზეიმობის – აყვავებული და ბედნიერი მომავლის სურვილია. ჩინელი ხალხი თვლის, რომ წლის კარგი დასაწყისი, მის ბედნიერ გაგრძელებას ნიშნავს. ამიტომაც ისინი ტრადიციულად, ახალი წლის  დასაწყისს ფერმაში მუშაობით აღნიშნავდნენ და კარგ მოსავალს შენატროდნენ. დროის გასვლასთან ერთად, ეს ტრადიციაც  შეიცვალა და ფერმიდან – ბიზნესში, მოსავლიდან კი მოგებაში გადავიდა.

ფესტივალის მთავარ, ტრადიციულ აღნიშვნაში შედის, სადილი ოჯახისწევრებთან ერთად, ერთმანეთისთვის წითელი მისალოცი ბარათების გადაცემა, ფეირვერკების გაშვება, ახალ ტანისამოსში გამოწყობა და სადღესასწაულო დეკორაციები. ტრადიციულ წესებს ნელ-ნელა დაემატა თანამედრვე ელემენტებიც. მაგალითად, ერთმანეთისთვის მისალოცი შეტყობინებების გაგზავნა, გალა კონცერტებისთვის თვალყურის დევნება  და  საჩუქრების ჩუქება საყვარელი ადამიანებისათვის. ჩინური ახალი წელი, ეს ის დროა როდესაც ოჯახი ერთად უნდა იყოს, ამიტომაც მისი თითოეული წევრი ცდილობს, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად მიუჯდეს საახალწლო სუფრას.  სადილს, რომელსაც სპეციალურად ახალი წლის საღამოსთვის ამზადებენ, ეწოდება „გაერთიანებული სადილი” . ისეთი დიდი ოჯახები, რომელშიც რამოდენიმე თაობა ცხოვრობს, შემოუსხდებიან მრგვალ სუფრას და ერთად ატარებენ დროს.

შიდა საზეიმო განწყობა სახლის გარეთაც ვრცელდება. სადღესასწაულოდ ირთვება შენობები, ქუჩები, სახლები. გაფორმების ძირითად ელემენტს წარმოადგენს წითელი ფერის ლენტები. წითელი ფერი დღესასწაულის ძირითადი ფერია. თუ თქვენ მოხვდებით  „გაზაფხულის ფესტივალზე„ ჩინეთში, შენიშნავთ წითელი ფერის ფარნებს ხეებზე, ამავე ფერის ლენტებს სახლის კარებზე,  ბანკებსა და ოფიციალურ შენობებზე კი საახალწლო განწყობის ამსახველ გამოსახულებებს.  აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მათი უმრავლესობა, სწორედ ახალი წლისთვის მზადდება სპეციალურად. იმის ხაზგასასმელად, რომ 2017 წელი მამლის წელიწადია, სპეციალურად დამზადდება სათამაშოები და საახალწლო გაფორმებები მამლის გამოსახულებით.

რაც შეეხება კულტურულ ღონისძიებებს, მათი რიცხვი ბევრია ფესტივალის მსვლელობისას. სოფლებსა და პატარა ქალაქებში, მეტად ტრადიციულად აღნიშნავენ ახალ წელს ვიდრე დიდ ქალაქებში. ასეთ ადგილებში დღემდეა შემორჩენილი ფეირვერკების გაშვება, წინაპართა თაყვანისცემა, დრაკონის ცეკვა და სხვა ძველი დროის ადათ-წესები. ტრადიციულ ღონისძიებათა რიცხვში შედის აგრეთვე სხვადასხვა წარმოდგენები, რომელთაგან ყველაზე პოპულარულია  “იმპერატორის ქორწილი„. მსვლელობაზე თვალყურის დევნებისას, შეგიძლიათ მიირთვათ მნახველტათვის განკუთვნილი  ტრადიციული ჩინური კერძები.

“გაზაფხულის ფესტივალის” დროს  , ადამიანები ერთმანეთს საჩუქრებს ჩუქნიან . ყველაზე გავრცელებული საჩუქარი ამ დროს  არის წითელი მისალოცი ბარათები .წითელ კონვერტებს, რომელშიც დევს ფული , ძირითადად ჩუქნიან ბავშვებსა და მოხუვებს , ეს ნიშანია წარმატებისა და სიხარულის მოტანის . რაც შეეხება მთავარ კერძს საზეიმო სუფრაზე ეს  თევზია . როგორც ჩინეთში მიიჩნევენ სიტყვა თევზი ასოცირდება სიუხვესთან და სიჭარბესთან . ამიტომაც თევზის ჭამა ფესტივალზე , იგივეა რაც  ,წარმატება და ბევრი ფული მომავალ წელს .

ძველ წელს ჩინეთში ფეირვერკების თანხლებით აცილებენ. ეს ტრადიცია საკმაოდ დიდი ხანია რაც არსებობს ქვეყანაში. თავდაპირველად უშვებენ პატარა შუშხუნას რომელსაც უკან მოსდევს სამი დიდი. ეს ტრადიციაც რათქმაუნდა, სიმბოლურია სხვა ქმედებების მსგავსად. ტაძრის სტუმრობა და იქ ლოცვა ახალი წლის აღნიშვნის შემადგენელი ნაწილია. ტაძარში ლოცვა ახალი წლის პერიოდში, განსაკუთრებულად წმინდა საქმიანობაა. ჩინეთის უდიდეს ქალაქ, შანხაიში, ხალხი ყოველწლიურად იკრიბება ქალაქის ყველაზე დიდ ტაძარ “ლონგხუა“ -ში, რათა ილოცონ უკეთესი მომავლისთვის.

როგორც ჩინეთში მცხოვრები ხალხი მიიჩნევს, რომ წლის დასაწყისი  გავლენას ახდენს მთელ წელზე  არსებობს  უამრავი ცრურწმენა და აკრძალვა “გაზაფხულის ფესტივალზე“. ეს აკრძალვები, როგორც წესი, იწყება ფესტივლის დაწყებამდე ერთი თვით ადრე  და გრძელდება მის დასრულებამდე. ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ არ უნდა დავიბანოთ და მოვიწესრიგოთ თმა პირველი სამი დღე, რათა შესაძლოა მას გაჰყვეს ჩვენი წარმატება. ბავშვის ტირილმა შესაძლოა ოჯახს მოუტანოს ცუდი იღბალი, ამიტომაც დიდების ვალია მათზე ზრუნვა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვისესხოთ ფული ახალი წლის პერიოდში. კიდევ ერთი საინტერესო და სასაცილო ცრურწმენა არის წითელ საცვლებზე. ადამიანები, რომლებიც დაბადებულნი არიან მამლის წელში, მათთვის წარმატების მომტანი იქნება წითელი ფერის საცვლები.

დროის სვლასთან ერთად, აახალგაზრდობამ გარკველული ცვლილებები შეიტანა ახალი წლის აღნიშვნასა და ზეიმობაში. დღეისათვის მათ ურჩევნიათ გამოიყენონ  თანამედროვე ტექნოლოგიები, რათა მიულოცონ ერთმანეთს ახალი წელი და დრო გაატარონ არა ოჯახთან, არამედ თავიანთ მეგობრებთან ერთად. მობილურით შეტყობინებების გაგზავნამ და ახალი წლის ამ ხერხით მილოცვამ ჩაანაცვლა ძველი ტრადიციები. ადრე თუ ხალხი ერთმანეთს საახალწლო მისალოც ბარათებს უგზავნიდა, ახლა ისინი მობილურის საშუალებით უგზავნიან თბილ მისალოც სიტყვებს. დღეს, ჩინეთში ყველაზე პოპულარული სოციალური მედიაა “Wechat“, რომელსაც მილიონობით ადამიანი იყენებს, როგორც  კომუნიკაციის სწრაფ და თანამედროვე საშუალებას. ახალგაზრდებს შორის ყველაზე გავრცელებულიაწითელი ბარათებისგაცვლის აპლიკაციააპლიკაციამიიღე ან გააგზავნეწითელი ბარათებიგასულ წელს გამოჩნდა სოციალურ სივრცეში და დიდი პოპულარობა მოიპოვა ახალგაზრდებს შორის

თუ თქვენ დაინტერესებული ხართ ჩინური კულტურითა და უძველესი ადათ-წესებით, მაშინ „გაზაფხულის ფესტივალი„ საუკეთესო დროა  იქ მოგზაურობისთვის. თუმცა აქვე გეტყვით, რომ წესრიგსა და სიწყნარესთან მოგიწევთ დამშვიდობება ცოტახნით, რადგან უამრავი ტურისტი სტუმრობს ჩინეთს ყოველწლიურად ახალი წლის პერიოდში. ფესტივალის დრო ხომ ყველაზე დატვირთული ტურისტული სეზონია ქვეყნისთვის.

[:]

კომენტარის დატოვება